Nuk
პოტაზეკი MAG / PotazeK MAG

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: ADAMED
  • მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
  • გამოშვების ფორმა: კაფსულა #50
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

პოტაზეკი  MAG - საკვები დანამატია,  რომლის თითოეული მიკროკაფსულა შეიცავს მაღალი ხარისხის კალიუმს, კალიუმის ქლორიდის სახით და მაგნიუმს, მაგნიუმის ციტრატის სახით.

პოტაზეკი ზრდის კალიუმის და მაგნიუმის დონეს ორგანიზმში.

 

პოტაზეკი  MAG (კალიუმის ქლორიდი / მაგნიუმის ციტრატი):

• ხელს უწყობს ნორმალური არტერიული წნევის შენარჩუნებას.

• ხელს უწყობს ნერვული და კუნთოვანი (მათ შორის გულის კუნთის) სისტემების ნორმალურ ფუქციონირებას.

• ხსნის დაღლილობას

• არეგულირებს ძვლოვანი ქსოვილის მინერალურ ცვლას

 

შემადგენლობა:

2 ტაბლეტი შეიცავს:

• კალიუმის ქლორიდს -  1000 მგ
მათ შორის კალიუმს    524.4მგ (26.2% NRV*)

• მაგნიუმის ციტრატს - 626მგ
მათ შორის მაგნიუმის  - 100მგ (26.7% NRV*)

 

*NRV - რეკომენდებული დღიური დოზა

 

ინგრედიენტები:  კალიუმის ქლორიდი, მაგნიუმის ციტრატი, საქაროზა, ჟელატინი, ეთილცელულოზა, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, პიგმენტები - რკინის ოქსიდი და ჰიდროქსიდი. 

 

რეკომენდებული დოზა:  

1 კაფსულა დღეში 2 ჯერ, ან ექიმის დანიშნულებისამებრ. 

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. 

კაფსულის ყლაპვის გაძნელების შემთხვევაში, შესაძლებელია კაფსულის გახსნა და შიგთავსის მიღება წყალთან ან საკვებთან ერთად.

 

გაფრთხილება:

საკვები დანამატი არ გამოიყენება მრავალფეროვანი და ბალანსირებული კვების ჩასანაცვლებლად.

• შესაძლოა განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

• პროდუქტის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს არ არის რეკომენდებული

• პროდუქტის გამოყენება ჰიპერკალიემიის განვითარეის რისკის მქონე პაციენტებში არ არის რეკომენდებული

• სიფრთხილით გამოიყენება კუჭისა  და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს

 

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

სად შევიძინოთ?