ოსტეოვიქს ლიქუიდ / Ostevix Liquid
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- მწარმოებელი კომპანია: Zendel
- მწარმოებელი ქვეყანა: ესპანეთი
- გამოშვების ფორმა: სიროფი 250 მლ
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
ძლიერი ძვლებისთვის, შეიცავს მინერალურ ინგრედიენტებს და ვიტამინ D3-ს, რომლებიც ხელს უწყობენ ძვლების სტრუქტურისა და სიმტკიცის გაძლიერებას ყველა ასაკში.
სრული ანოტაცია
აქტიური ინგრედიენტები:
კალციუმი აუცილებელია ძვლებისა და კბილების ნორმალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად, ძვლის ზრდისა და განვითარებისათვის ბავშვებში. კალციუმი და ვიტამინი D ასევე აუცილებელია ბავშვებში ძვლების ნორმალური ზრდისა და განვითარებისთვის.
D ვიტამინი ხელს უწყობს კალციუმის და ფოსფორის ნორმალურ შეწოვასა და გამოყენებას,გარდა ამისა, სისხლში კალციუმის ნორმალური დონის შენარჩუნებას.
გარდა ამისა, D ვიტამინი ხელს უწყობს ძვლებისა და კბილების ნორმალურ შენარჩუნებას და აუცილებელია ბავშვებში ძვლების ნორმალური ფორმირებისთვის.
მაგნიუმი ხელს უწყობს ენერგიის გამომუშავების ნორმალურ მეტაბოლიზმს და ცილების სინთეზს, ამცირებს დაღლილობასა და სისუსტეს. მაგნიუმი ასევე ხელს უწყობს ძვლების ნორმალურ შენარჩუნებას და ელექტროლიტების ბალანსს.
თუთია ხელს უწყობს მჟავა-ტუტოვანი მეტაბოლიზმის ნორმალურ პროცესს და ძვლების შენარჩუნებას. თუთია ასევე ხელს უწყობს ცხიმოვანი მჟავების ნორმალურ მეტაბოლიზმს და ცილების გამომუშავებას და იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.
ჩვენება
საკვები დანამატი.
უკუჩვენებები
არ გამოიყენოთ მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ან ცნობილი ალერგიის შემთხვევაში.
სიფრთხილის ზომები
საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად.
არ უნდა გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
ურთიერთქმედებები
თუ იღებთ ოსტეოვიქს ლიქუიდს, აცნობეთ ექიმს და ფარმაცევტს, თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს ან დანამატებს.
დოზირება და მიღების წესი
დოზირების ფორმა: ბოთლი
მიღების ფორმა: პერორალური
მიღების წესი: 6–18 წლამდე 10 მლ ერთხელ დღეში, 18 წლიდან 10მლ ორჯერ დღეში
არასასურველი გვერდითი მოვლენები
არ არის აღწერილი გვერდითი მოვლენები.
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას.
შეუთავსებლობები
უცნობია.
დეტალები:
|
აქტიური ნივთიერებები |
10 მლ |
%NRV |
|
კალციუმი |
300 მგ |
38 |
|
მაგნიუმი |
150 მგ |
40 |
|
თუთია |
6 მგ |
60 |
|
ვიტამინი D |
2.5 მკგ (100 IU) |
50 |
NRV* = კვებითი ღირებულება