Nuk
ნიტოლიკი® პრევენტ პლუსი / Nitoloc prevent plus


გამოყენების მიზანი:
ნიტოლიკი პრევენტ პლუსი - სამედიცინო საშუალება გამოიყენება თავის     ტილის პრევენციისთვის (პედიკულოზი).


მოქმედება
:
ნიტოლიკი პრევენტ პლუსი მოქმედებს ფიზიკური ზემოქმედების გზით. ის ქმნის დამცავ აპკს თმის ზედაპირზე, რომელიც ხელს უშლის პარაზიტების კოლონიზაციას. ეს მექანიზმი აღმოფხვრის დატილიანებას და ამცირებს განმეორებითი ინვაზიის რისკს. 

ნიტოლიკი პრევენ პლუსი გამოიყენეთ სულ ცოტა ორჯერ კვირაში ან უფრო ხშირად, განსაკუთრებით მაშინ როდესაც თავის ტილი შეინიშნება თქვენი შვილის გარემოში (მაგ. სკოლაში ან ბაღში). დაცვა გრძელდება თმის პირველ დაბანამდე.

ნიტოლიკი® პრევენტ პლუსი ახდენს თავის ტილით ინფიცირების პრევენციას და იცავს თმას პარაზიტების შემოჭრისგან. 
გამოყენების წინ გაეცანით ინსტრუქციას.
- ეფექტური გამოყენებისთვის დაიცავით მითითებები ინსტრუქციაში.
- შეინახეთ ინსტრუქცია მომავალი გამოყენებისთვის.
- კითხვების არსებობისა დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- გვერდითი მოვლენების შემთხვევაში, შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება და დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

თავის ტილისგან დასაცავად გამოიყენეთ ეს სამედიცინო საშუალება ყოველდღიურად სკალპზე და თმაზე, ასევე ტანსაცმლის დასაცავად.


რეკომენდირებულია ყოველდღიური გამოყენებისთვის:     
ნიტოლიკი პრევენტ პლუსი-აუცილებელი თავის ტილის პრევენციისთვის
- ყველანაირი მძიმე შეგრძნების გარეშე თმაზე, ლაქების გარეშე
- დამზადებულია ნატურალური ინგრედიენტებისგან
- ყოველდღიური გამოყენებისთვის


გამოყენების ინსტრუქცია:
- გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ
- დაიტანეთ ნიტოლიკი პრევენტ პლუსი გლუვად ყოველ დღე მშრალ თმაზე სკოლაში წასვლამდე. შეისხურეთ თმიდან 15სმ-ის დაშორებით. 


იცოდით?
ნიტოლიკი პრევენტ პლუსი დამზადებულია ნატურალური ინგრედიენტებისგან (მცენარეული პროდუქტები) და უსაფრთხოა, ასე რომ მისი გამოყენება შეიძლება ყოველდღიურად.


მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოხმარებასთან დაკავშირებით
აარიდეთ ნიტოლიკი პრევენტ პლუსი თვალებს, პირის ღრუს, ცხვირს და ყელს.
თვალთან კონტაქტის შემთხვევაში, გამოივლეთ წყალი 10-15 წთ-ის განმავლობაში. თუ გამოიწვია გაღიზიანება, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ნიტოლიკი პრევენტ პლუსი არის მხოლოდ გარე გამოყენებისთვის. არ გამოოიყენოთ ჭრილობაზე ან გაღიზიანებულ კანზე.
გამოიყენეთ უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ.
ნიტოლიკი პრევენტ პლუსი უნდა დაიტანოთ პირდაპირ სკალპზე, თმაზე და ტანსაცმელლზე 15სმ დისტანციის დაშორებით. ნიტოლიკი პრევენტ პლუსი უნდა იყოს გამოყენებული კედლების, ავეჯის და სხვა საგნებისგან დაშორებით, ოთახში ადვილად გარეცხვადი კედლებით და იატაკით.
შეინახეთ ნიტოლიკი პრევენტ პლუსი თანმხლებ შეფუთვაში.


დამატებითი რჩევები თავის ტილის ინფექციის პრევენციისთვის და თავის ტილის გავრცელების წინააღმდეგ:

არ მისცეთ უფლება ბავშვს გაცვალოს თმის რეზინა, ქუდი და თმის სხვა აქსესუარები.
გაწმინდეთ სავარცხელი რეგულარულად; არ ათხოვოთ ის სხვა ბავშვებს.
არ განათავსოთ ქურთუკები და ჟაკეტები ერთმანეთთან ახლოს; მოათავსეთ ისინი პარკში.
შეიკარით გრძელი თმა.
რეგულარულად შეიმოწმეთ თმა; დაივარცხნეთ თმა წვრილი და სუფთა კბილის მქონე სავარცხლით. 


უკუჩვენებები
არ გამოიყენოთ პრეპარატი რომელიმე ინგრედიენტისადმი ალერგიის არსებობის შემთხვევაში. გვერდითი მოვლენების შემთხვევაში შეწყვიტეთ ნიტოლიკი პრევენტ პლუს-ის გამოყენება და დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ დაიტანოთ ნიტოლიკი პრევენტ პლუსი ჭრილობებსა და გაღიზიანებულ კანზე. 
არ გამოიყენოთ ნიტოლიკი პრევენტ პლუსი ვადის ამოწურვის შემთხვევაში, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
არ მოახმაროთ 2 წლამდე ბავშვებში, ექიმთან კონსულტაციის გარეშე
არ გამოიყენოთ ნიტოლიკი პრევენტ პლუსი თუ შეფუთვა დაზიანებულია. 


შესაძლო გამოყენება ორსულობისა და/ან ლაქტაციის დროს:
გამოყენების წინ რეკომენდებულია კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.


შემადგენლობა:
PEG 12 დიმეთიკონი, ჰიდროლიზებული, ხორბლის პროტეინი, ჩაის ხის  (Melaleuca alternifolia) ფოთლის ზეთი, პიტნის (Mentha piperita) ზეთი, ლავანდის (Lavandula officinalis) ზეთი, PEG-40, ჰიდროგენიზირებული აბუსალათინის ზეთი, ფენოქსეთანოლი/ეთილჰექსილგლიცერინი, წყალი.


შენახვა:
შეინახეთ ნიტოლიკი პრევენტ პლუსი მშრალ, ბნელ გარემოში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 25⁰C ნაკლებ ტემპერატურაზე.
ცარიელი შეფუთვა გადამუშავებადია

 

სად შევიძინოთ?