Nuk
მულტიჯინ ვაგინალური დუში / Multigyn Douche combi


 მულტი-ჯინ ვაგინალური დუში საშოს ოპტიმალური ჰიგიენისთვის

- ირეცხება სუფთად, ეფექტურად და ნაზად;
- სპეციალური სარქველი, რომელიც შეუძლებელს ხდის სითხის უკან შეწოვას, ამცირებს წნევის დაგროვებას და ქმნის იდეალური გამორეცხვის ეფექტს;
- ერგონომიული სარეცხი მოწყობილობა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა პოზიციაში.

ჩვენებები
ჩვენს ინტიმურ ჯანმრთელობას დროდადრო ჭირდება ყურადღების მიქცევა. მულტი-ჯინ ვაგინალური დუში და ტაბლეტები იდეალურია ზოგადი ვაგინალური ჰიგიენისთვის, მაგრამ გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, თუ განიცდით დისკომფორტს, როგორიცაა ჭარბი გამონადენი ან უსიამოვნო სუნი, ქავილი, გაღიზიანება და წვის შეგრძნება.
ეს პროდუქტი არ არის განკუთვნილი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სამკურნალოდ.

გამოყენების ინსტრუქცია
მულტი-ჯინ ვაგინალური დუში შექმნილია კომფორტისთვის, ამიტომ შეგიძლიათ მისი გამოყენება თქვენთვის მოსახერხებელ პოზიციაში. ჩვენი მთავარი რჩევა: უმჯობესია გამოიყენოთ აბაზანაში, საშხაპეში ან ტუალეტში.
მულტი-ჯინ ტაბლეტები დაგეხმარებათ იდეალური სითხის შექმნაში ვაგინალური სანაციისთვის.
მულტი-ჯინ ვაგინალური დუშის გამოსაყენებლად მიჰყევით ამ ნაბიჯებს:
1. შეავსეთ მულტი-ჯინ ვაგინალური დუში ნელთბილი წყლით ფლაკონზე გამოსახული ხაზების დონემდე;
2. გატეხეთ ერთი მულტი-ჯინ ტაბლეტი და დაამატეთ წყალში;
3. მოარგეთ აპლიკატორი ბოთლს და დაელოდეთ სანამ მულტი-ჯინ ტაბლეტი მთლიანად გაიხსნება და შეწყვეტს შუშხუნს;
4. ნაზად შეიტანეთ აპლიკატორი საშოში;
5. გამოწურეთ სითხე ბოთლიდან ბოლომდე. ნორმალურია, რომ გარკვეული რაოდენობა სითხის დარჩება ბოთლში* 
6. მოხსენით ბოთლს აპლიკატორი და კარგად გარეცხეთ თბილი წყლით. დატოვეთ გასაშრობად (სასურველია მშრალ ადგილას).
*სითხის რაოდენობა საკმარისია საშოს გასაწმენდად.

თხოვთ გაითვალისწინოთ!
• ყოველთვის მიმართეთ ექიმს მუდმივი ან განმეორებითი ვაგინალური ჩივილების შემთხვევაში;
• მულტი-ჯინ ვაგინალური დუში არ არის ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება;
• არასოდეს ჩადოთ მულტი-ჯინ ვაგინალური დუში მდუღარე წყალში და არ გაწმინდოთ მდუღარე წყლით, ბოთლი განიცდის დეფორმაციას;
• შეინახეთ მულტი-ჯინ ტაბლეტები ორიგინალურ ტუბში მშრალ ადგილას.

მულტი-ჯინ ვაგინალური დუში და ორსულობა
თუ გეგმავთ ორსულოვას, გირჩევთ არ გამოიყენოთ მულტი-ჯინვაგინალური დუში
სქესობრივი აქტამდე 3 დღე.  არ არის ცნობილი უკუჩვენებები მულტი-ჯინ ვაგინალური დუშთან დაკავშირებით ორსულობის და ძუძუთი კვების დროს. განიხილეთ გამოყენების შესაძლებლიბა თქვენს ექიმთან.

მულტი-ჯინ ვაგინალური დუში ქმნის ბუნებრივ და რბილ სითხეს საშოს ოპტიმალური ჰიგიენისთვის
ერთი ტაბლეტი საკმარისია სარეცხი სითხის ერთი ბოთლისთვის;
შეიცავს ბუნებრივ ინგრედიენტებს და არ აქვს სუნის მიმცემი დანამატები;

შემადგენლობა
ლაქტოზა, ლიმონის მჟავა, ნატრიუმის ბიკარბონატი, რძემჟავა, ალოეს ბარბადენსის ფოთლის ექსტრაქტი*, სკორბინის მჟავა.
ძირითადი ინგრედიენტი 2QR-კომპლექსის ფხვნილი*: ალოე ბარბადენსისისგან ფოთლის ექსტრაქტისგან მიღებული.
მულტი-ჯინ ტაბლეტები შეიცავს ბუნებრივ ინგრედიენტებს და არ აქვს სუნის მიმცემი დანამატები. ტაბლეტებს აქვთ მარცვლოვანი ზედაპირია და შეიძლება ოდნავ განსხვავდებოდეს ერთმანეტისგან ფერით. ეს მცირე ვარიაციები ეხება ძირითადი აქტიური ნივთიერების, 2QR-კომპლექსის ბუნებრივ თვისებებს. ისინი გავლენას არ ახდენენ პროდუქტის ეფექტურობასა ან უსაფრთხოებზე.

შენახვის პირობები
შეინახეთ მულტი-ჯინ აქტიგელი  10ºC-დან 25ºC-მდე ტემპერატურაზე (ოთახის ტემპერატურა). შეინახეთ მულტი-ჯინ აქტიგელი ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ მულტი-ჯინ აქტიგელი  ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა:
დუშის მოსამზადებელი ტაბლეტები  N10. დუშისმოსამზადებელი ბოთლი აპლიკატორით,N1. 

სად შევიძინოთ?