Nuk
მულტიჯინ ფლორა პლიუსი / MultiGyn Flora plus


მულტი-ჯინ ფლორა პლიუსი ავლენს ვაგინალური კანდიდოზის მოსაგვარებლად შემდეგ დადებით თვისებებს:

ქავილის, გაღიზიანების და ხაჭოსებრი თეთრი გამონადენის ალაგება;

შეიცავს პრებიოტიკებს;

აქვს საშოსთვის იდეალური pH ;

ნატურალურ ინგრედიენტებზე დაფუძნებული.

 

ჩვენებები

ქალებს აწუხებთ ვაგინალურ გამონადენთან დაკავშირებული უსიამოვნო სიმპტომები. მულტი-ჯინ ფლორა პლიუსი ძალიან ეფექტურია ვაგინალური გამონადენის და მასთან დაკავშირებული დისკომფორტის, როგორიცაა ქავილი, გაღიზიანება და ხაჭოსებრი თეთრი გამონადენი, ასალაგებლად.

არ მკურნალობს და არ ახდენს პრევენციას სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების.

 

როგორ მუშაობს მულტი-ჯინ ფლორა პლიუსი

მულტი-ჯინ ფლორა პლიუსი დაფუძნებულია ბუნებრივ ინგრედიენტებსა და

2QR-კომპლექსზე პრებიოტიკებთან კომბინაციაში. 2QR-კომპლექსი არის მცენარეული წარმოშობის ბუნებრივი ინგრედიენტი, რომელსაც აქვს უნიკალური უნარი აალაგოს მავნე ბაქტერიები და კანდიდას სოკოები საშოს ლორწოვანი გარსიდან. პრებიოტიკები მხარს უჭერენ "კარგ" ლაქტობაქტერიებს ოპტიმალური ვაგინალური ფლორის აღსადგენად. ამ უნიკალური კომბინაცის წყალობით მულტი-ჯინ ფლორა პლიუსი იდეალურია ვაგინალური კანდიდოზის და მასთან დაკავშირებული სიმპტომების ასალაგებლად.

 

გამოყენების ინსტრუქცია

ვაგინალური კანდიდოზის სამკურნალოდ გამოიყენეთ 1 ცალი ერთჯერადი ტუბი ძილის წინ ზედიზედ 5 დღე. თუ თქვენი ჩივილები გრძელდება ან მეორდება, უნდა დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს. მულტი-ჯინ ფლორა პლიუსიგამოყენება არ შეიძლება ზედიზედ 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. ეს საშუალებას აძლევს ვაგინალურ ფლორას თავად დარეგულირდეს მხარდაჭერის გარეშე.

 

მულტი-ჯინ ფლორა პლიუსი დაფუძნებულია ბუნებრივ ინგრედიენტებზე

მულტი-ჯინ ფლორა პლიუსი არ შეიცავს ჰორმონებს, ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტებს ან სუნის მიმცემ დანამატებს.

 

ძირითადი კომპონენტები

2QR-კომპლექსი*, პრებიოტიკები (ლაქტიტოლი და FOS).

*მიღებულია ალოეს ბარბადენსის ფოთლის ექსტრაქტისგან.

 

ინფორმაცია ალერგიის შესახებ

ალერგია მულტი-ჯინ ფლორა პლიუსის კომპონენტებზე ძალიან იშვიათია. თუ ეჭვი გაქვთ, დატესტეთ მცირე რაოდენობა მკლავის შიდა ზედაპირზე. თუ ქავილი, წითელი ლაქა ან გამონაყარი გაჩნდება, გთხოვთ, თავი შეიკავოთ მულტი-ჯინ ფლორა პლიუსის გამოყენებისგან.

 

ვერდითი მოვლენები

ფლორა პლიუსს აქვს ოპტიმალური მჟავიანობა (დაბალი pH) საშოსთვის და შეიძლება შეამციროს სპერმის აქტივობა, რომელიც არის ტუტე (მაღალი pH). ამიტომ გირჩევთ არ გამოიყენოთ მულტი-ჯინ ფლორა პლიუსი ოვულაციის პერიოდში, თუ გეგმავთ ორსულობას.

 

თხოვთ გაითვალისწინოთ

თუ თქვენ იგრძნობთ წვის ან/და ჩხვლეტის შეგრძნებას გამოყენების შემდეგ - არ ინერვიულოთ, ეს ნორმალურია და სწრაფად გაივლის.

 

ურთიერთქმედება მედიკამენტებთან

არ არის ცნობილი მულტი-ჯინ ფლორა პლიუსის ურთიერთქმედება მედიკამენტებთან.

 

ორსულობა და ლაქტაცია

არ არის ცნობილი უკუჩვენებები მულტი-ჯინ ფლორა პლიუსის  გამოყენებასთან დაკავშირებით ორსულობის და ძუძუთი კვების დროს. განიხილეთ გამოყენების შესაძლებლიბა თქვენს ექიმთან.

 

გამოიყენება პრეზერვატივთან და პესართან

მულტი-ჯინ ფლორა პლიუსის  ეფექტი პესარზე და პრეზერვატივზე არის უცნობი.

 

გამოიყენება ტამპონთან და ვაგინალურ დუშთან ერთად

არ არის რეკომენდებული მულტი-ჯინ ფლორა პლიუსის  ერთდროულად გამოყენება

ტამპონთან და ვაგინალურ დუშთან. მათ შეუძლიათ მოაშორონ მულტი-ჯინ ფლორა პლიუსის გარკვეული ნაწილი საშოდან და ამით შეამცირონ პროდუქტის ეფექტი.

 

შენახვის პირობები

შეინახეთ მულტი-ჯინ ფლორა პლიუსი 10ºC-დან 25ºC-მდე ტემპერატურაზე (ოთახის ტემპერატურა). შეინახეთ მულტი-ჯინ ფლორა პლიუსი ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ მულტი-ჯინ ფლორა პლიუსი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

ზოგადი ინფორმაცია

ჯანსაღი საშო მასპინძლობს სხვადასხვა ბაქტერიების ერთობლიობას - ვაგინალური ფლორას. როდესაც საშოს ბუნებრივი გარემო ან pH არის დარღვეული, მავნე ბაქტერიები და მიკრობები შეიძლება განვითარდეს.  ამ ბალანსის დარღვევის ხშირად შესამჩნევი სიმპტომია ვაგინალური გამონადენი. ყველაზე გავრცელებულია მავნე ბაქტერიების რაოდენობის ჭარბი ზრდა, რომელიც ცნობილია როგორც ბაქტერიული ვაგინოზი (B.V.) და ვაგინალური კანდიდოზი  (Candida). ბაქტერიულ ვაგინოზს უმეტესად თან ახლავს თევზის სუნი, ხოლო ვაგინალური კანდიდოზს ქავილი, წვის შეგრძნება და ხაჭოსებრი თეთრი გამონადენი. ორივე მდგომარეობა ადვილად განკურნებადია და შეგიძლიათ უმოკლეს დროში დაუბრუნდეთ ნორმას.

 

როგორ გამოვიყენოთ მულტი-ჯინ ფლორა პლიუსი

მულტი-ჯინ ფლორა პლიუსი არის პრებიოტიკური ვაგინალური გელი, რომელიც გამოიყენება პირდაპირ საშოში. თითოეული ტუბი არის ერთჯერადი აპლიკაციისთვის.

ქვემოთ მოყვანილი ნახატები გვიჩვენებს, თუ როგორ გამოიყენოთ ერთჯერადი დოზირებიტუბი. მილი გადააგდეთ გამოყენების შემდეგ, ჰიგიენური მიზეზების გამო.

 

 1. შეანჯღრიეთ ტუბის შიგთავსი მილის წვერისკენ.

 2. გატეხეთ მილის წვერი მისი გადაწევით.

 3. ნაზად ჩადეთ აპლიკატორის (მილის) თხელი ბოლო საშოში.

 4. ნაზად გამოწურეთ ტუბს, რომ გელი საშოში მოათავსოთ.

 5. განაგრძეთ ტუბის გამოწურვა მის გამოღებმდე.

 

შენიშვნა:

ტუბის დიზაინი შექმნილია რეკომენდებული რაოდენობის გელის გამოსაყენებლად. ინსტრუქციის მიხედვით გამოყენებისას გელის მცირე რაოდენობა დარჩება ტუბში.

 

რაიმე სერიოზული ინციდენტის შემთხვევაში, გთხოვთ, აცნობოთ მწარმოებელს და იმ სახელმწიფოს ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს, სადაც თქვენ ცხოვრობთ.

 

განადგურება:
ამ პროდუქტის გადაგდება შესაძლებელია საერთო საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ასევე იხილეთ თქვენი ადგილობრივი რეგულაციები მეტი ინფორმაციისთვის.

 

სად შევიძინოთ?