Nuk
მაკუოქსი / MacuOx

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Oftalpharma srl
  • მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
  • გამოშვების ფორმა: 650 მგ. ტაბლეტი #30
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ოფთალმოლოგია საშუალებები ოფთალმოლოგიაში სისტემური გამოყენებისათვის მხედველობის გასაუმჯობესებელი პრეპარატები /ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი

შემადგენლობა:
მაკუოქსი არის საკვები დანამატი. შეიცავს: ვიტამინი C-ს,  ვიტამინი E-ს, თუთიას, სპილენძს, სელენს, კოენზიმ Q10-ს, ლიპოის მჟავას, ტაურინს, ლუთეინს, ზეაქსანტინს.

ინგრედიენტები

1 დოზა (1 ტაბლეტი)

NRV %

ვიტამინი C

60 mg

75%

ვიტამინი E

10 mg

83.3%

თუთია

15 mg

150%

სპილენძი

2 mg

200%

სელენი

30 mcg

54,5%

კოენზიმ Q

10 mg

-

ლიპოის მჟავა

25 mg

-

ტაურინი

50 mg

-

Tagetes erecta-ს ექსტრაქტი

50 mg

-

მათ შორის ლუთეინი 20%

10 mg

-

Tagetes erecta-ს ექსტრაქტი

20 mg

-

მათ შორის ზეაქსანტინი 10%

2 mg

-

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:  მაკუოქსის მოქმედების უნიკალურობას განაპირობებს მარიგოლდის (Tagetes Erecta) მშრალი ექსტრაქტი. ის არის კაროტინოიდების ოჯახში შემავალი ლუთეინისა (20%) და ზეაქსანტინის (10%)  მდიდარი წყარო; ცნობილია როგორც თვალის ვიტამინი.

ზეაქსანტინი და ლუთეინი, ორი ძლიერი ანტიოქსიდანტი, შერჩევით კონცენტრირდება თვალის ბადურაზე, უზრუნველყობს მაკულას პიგმენტის ფიზიოლოგიურად პროდუცირებას. მაკულარული პიგმენტის ჯანსაღი დონის შენარჩუნება განაპირობებს ბადურის დაცვას ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით გამოწვეული ოქსიდაციური სტრესისგან, შესაბამისად - მხედველობის შენარჩუნებას და გაუმჯობესებას.

ჩვენება:
მაკუოქსი მიიღება შემადგენლობაში არსებულ ნივთიერებებზე გაზრდილი მოთხოვნილების, ან მათი დეფიციტის შემთხვევაში, ან/და ბადურას პათოლოგიების დროს;

მიღების წესი და დოზირების მეთოდი:
რეკომენდებულია დღეში 1 ტაბლეტი. მიღება სასურველია კვებათა შორის პერიოდში წყლის მიყოლებით

განსაკუთრებული მითითებები:
არ არის რეკომენდირებული დღიური დოზის გადაჭარბება
მაკუოქსი ტაბლეტი  არ ცვლის დაბალანსებულ კვებას, წარმოადგენს დაბალანსებული კვებისა და ჯანსაღი წესით ცხოვრების ნაწილს.
მაკუოქსი გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით. იშვიათ შემთხვევებში, ლიპოის მჟავამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.

შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ და გრილ ადგილას, მზის პირდაპირი სხივებისა და წყლისგან მოშორებით.

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია  კოლოფზე. კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადა ვრცელდება მხოლოდ შეფუთვის მთლიანობისა და შენახვის პირობების დაცვის შემთხვევაში.

გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
 

გამოშვების ფორმა: 650 მგ. ტაბლეტი #30 

  

 

 

 

სად შევიძინოთ?