Nuk
მაკროსტიპი / MACROSTIP®


1, პროდუქტის იდენტიფიკაცია, შემადგენლობა და გამოყენების სფერო

1.1 აღწერა და გამოყენების ჩვენებები

MACROSTIP® პერორალური ხსნარი არის სამედიცინო საშუალება, რომელიც შეიცავს მაკროგოლ 4000.

MACROSTIP® პერორალური ხსნარი ნაჩვენებია ქრონიკული ყაბზობის სამკურნალოდ; ფეკალომა (ყაბზობის მდგომარეობა განავლის დაგროვებით სწორი ნაწლავის დონეზე და/ან მსხვილ ნაწლავში, დადასტურებული მუცლის და სწორი ნაწლავის ფიზიკალური გამოკვლევით); შეკრულობის მკურნალობა ეპიზოდური ან ქრონიკული კოლიკის დროს. 

1.2 უკუჩვენებები და გამოყენების შეზღუდვები

არ მიიღოთ MACROSTIP® პერორალური ხსნარი ნედლეულის მიმართ ცნობილი ჰიპერმგრძნობელობის, პერფორაციის და/ან კუჭ-ნაწლავის ობსტრუქციის, კუჭის ან ნაწლავის ცნობილი დაზიანებების, ნაწლავის ტრაქტის მძიმე ანთებითი პროცესების შემთხვევაში, როგორიცაა კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი და ტოქსიკური მეგაკოლონი.

1.3 შემადგენლობა

ერთი 250 მლ ფლაკონი შეიცავს მაკროგოლ 4000 - 125 გ. 

დამხმარე ნივთიერებები: გაწმენდილი წყალი, ლიმონმჟავა, არომატიზატორი, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, სუკრალოზა.

1.4 მოქმედების მექანიზმი

MACROSTIP® პერორალური ხსნარი არის საფაღარათო მოქმედების სამკურნალო საშუალება, რომელიც ოსმოსური მექანიზმის საშუალებით არეგულირებს ნაწლავის ფუნქციებს. ის არ შეიწოვება და არ ფერმენტირდება ნაწლავში;  არ აღიზიანებს ლორწოვან გარსს, გამოიყოფა განავლით უცვლელი სახით.  წყლის მიმართ აფინიტეტის წყალობით, MACROSTIP® პერორალური ხსნარი არბილებს განავალს, რაც ხელს უწყობს მის ევაკუაციას. მისი მოქმედება დროთა განმავლობაში არ მცირდება.

1.5 შეფუთვა

შეფუთვა შეიცავს ერთ  250 მლ ფლაკონს  გრადუირებული საზომი ჭიქით

 

2. გამოყენების წესი და დოზა

მოზრდილები და 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:

20-40 მლ ხსნარი დღეში გახსნილი ერთ ჭიქა წყალში ან სხვა სითხეებში, როგორიცაა წვენი ან ჩაი (150 მლ), სასურველია დილით ერთჯერადი მიღება.

ბავშვები 4-დან 7 წლამდე:

15-30 მლ ხსნარი დღეში გახსნილი ერთ ჭიქა წყალში ან სხვა სითხეებში, როგორიცაა წვენი ან ჩაი (150 მლ), სასურველია დილით ერთჯერადი მიღება.

ბავშვები 2-დან 3 წლამდე:

10-15 მლ ხსნარი დღეში გახსნილი ერთ ჭიქა წყალში ან სხვა სითხეებში, როგორიცაა წვენი ან ჩაი (150 მლ), სასურველია დილით ერთჯერადი მიღება.

ჩვილები 6 თვიდან 1 წლამდე (სხეულის მასით > 7 კგ):

დღეში 5-10 მლ ხსნარი გახსნილი ერთ ჭიქა წყალში (50 მლ); სასურველია დილით ერთჯერადი მიღება.

გამოყენების შემდეგ საზომი ჭიქა გარეცხეთ თბილი ონკანის წყლით და არ დააბრუნოთ კოლოფში, სანამ არ გაშრება.

12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება სასურველია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

 არ გამოიყენოთ MACROSTIP® პერორალური ხსნარი ზედიზედ 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ სიმპტომები შენარჩუნებულია, მიმართეთ ექიმს.

3. ურთიერთქმედებები

წამლებთან ურთიერთქმედება არ არის ცნობილი, მაგრამ სასურველია პროდუქტის მიღება სხვა წამლის მიღებამდე ან მის შემდეგ მინიმუმ 2 საათის შუალედით, რადგან მაკროგოლის ოსმოსურმა ეფექტმა და კუჭ-ნაწლავის ტრანზიტის ინდუცირებულმა გაზრდილმა სიჩქარემ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მათ ეფექტურობაზე. სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენების შემთხვევაში, MACROSTIP® პერორალური ხსნარის მიღებამდე, მიმართეთ ექიმს. MACROSTIP® პერორალურმა ხსნარმა სახამებლის შემცველ საკვებთან ერთად მიღებისას შეიძლება გამოიწვიოს პოტენციური ინტერაქტიური ეფექტი.

4. ცნობილი გვერდითი ეფექტები

პროდუქტი კარგად გადაიტანება, რადგან მისი მოქმედების მექანიზმი არის ფიზიკური/მექანიკური და არ არის დამოკიდებული სისტემურ აბსორბციაზე.

პროდუქტის მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს არასასურველი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა საჭმლის მონელების დარღვევა, კუჭის ტკივილი ან ყურყური, შებერილობა, მეტეორიზმი, გულისრევა, ღებინება, ანალური გაღიზიანება და მსუბუქი დიარეა: ეს ეფექტები უმჯობესდება დოზის შემცირებით. ალერგიული რეაქციების შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს. ნებისმიერი არასასურველი ეფექტის შემთხვევაში აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

5. შენახვის პირობები

ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე და ეტიკეტზე და ეხება სწორად შენახულ პროდუქტს დაუზიანებელი შეფუთვით. არ გამოიყენოთ ამ თარიღის შემდეგ ან თუ შეფუთვა ღიაა ან დაზიანებულია. შეინახეთ  მჭიდროდ დახურული, გრილ და მშრალ ადგილას, სინათლისა და სითბოს წყაროებისგან მოშორებით. გამოიყენეთ MACROSTIP® პერორალური ხსნარი გახსნიდან 3 თვის განმავლობაში. არ შეინახოთ მაცივარში.

6. გაფრთხილება

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, პროდუქტის მიღებამდე, მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მოერიდეთ თვალებთან კონტაქტს. არ გამოიყენოთ პროდუქტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. არ გამოიყენოთ დაზიანებული შეფუთვის შემთხვევაში.

ფეკალომის სამკურნალოდ MACROSTIP® პერორალური ხსნარის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს.

 

სად შევიძინოთ?