Nuk
ლედიველა / Ledywella


შემადგენლობა:
1 კაფსულის შემადგენლობა:

• სოიოს ლეციტინი - 50 მგ

• სალბის ფოთლებისა და ღეროების მშრალი ექსტრაქტი - 50 მგ

• ყურძნის ფოთლების მშრალი  ექსტრაქტი - 20 მგ

• კურკუმა(ყვითელი კოჭა) - 20 მგ

• იაპონური მატიტელას ფესვების მშრალი ექსტრაქტი (რესვერატროლი) - 3 მგ 

• მაგნიუმი(მაგნიუმის ოქსიდი) – 50 მგ

• თუთია(თუთიის გლუკონატი) – 10 მგ

• სელენი (სელენის მეთიონინი)  - 5,3 მგ

• კალციუმი(კალციუმის გლუკონატი) – 80 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები: ლედიველა არის არაჰორმონალური პრეპარატი, რომლის შემადგენლობაში შედის მხოლოდ ბუნებრივი კომპონენტები. სოიოს ფლავონოიდები  და სალბი შეიცავენ ფიტოესტროგენებს, ახდენენ ჰორმონალური დისბალანსის ნორმალიზებას და კლიმაქსის  ძირითადი სიმპტომების ლიკვიდირებას, („ალები“, ოფლიანობა, ემოციური ლაბილობა). ყურძნის  ფოთლების მშრალი  ექსტრაქტი ძლიერი ანტიოქსიდანტია, აბლოკირებს თვისუფალ რადიკალებს. აფერხებს დაბერების პროცესს,  ამცირებს გულ - სისხლძარღვთა დაავადებების რისკს,  აძლიერებს უჯრედებისა და ქსოვილების რეგენერაციას, აუმჯობესებს კოლაგენის სინთეზს და ოსტეოგენეზს,  აუმჯობესებს მხედველობას, აძლიერებს იმუნიტეტს. კურკუმა (ყვითელი კოჭა) შეიცავს B1, B2, B6, C, E, K ვიტამინებსა და მინერალებს: თუთიას, სელენს, სპილენძს, რკინას, ფოსფორს, კალციუმს, კალიუმს. კურკუმა ძლიერი ანტიოქსიდანტია და ახდენს ორგანიზმის დეტოქსიკაციას უჯრედულ დონეზე.რესვერატროლი მიიღება იაპონური მატიტელას ფესვების მშრალი ექსტრაქტიდან. ის არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, ხელს უწყობს აპოპტოზს.  გამოიყენება ათეროსკლეროზის თავიდან ასაცილებლად,  ამცირებს კარდიოვასკულარული დაავადებების განვითარების რისკსა და ჰიპერტენზიას.  მაგნიუმი მნიშვნელოვანი მიკროელემენტია, რომელიც ხსნის ნერვულ დაძაბულობას, არეგულირებს არტერიულ წნევას. მაგნიუმი გამოიყენება თავის  შაკიკური გენეზის ტკივილების დროს, აუმჯობესებს ძილის ხარისხს და გამოიყენება უძილობის საპროფილაქტიკოდ. მაგნიუმი აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ოსტეოპოროზის პრევენციისათვის, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, რაც მნიშვნელოვანია მენოპაუზის პერიოდში, როდესაც მკვეთრად მატულობს ოსტეოპოროზისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი (ინფარქტი, ინსულტი). მაგნიუმს ახასიათებს სტრესის საწინააღმდეგო სედატიური ეფექტი. უზრუნველყოფს ძილის ნორმალიზებას, მენსტრუალური ციკლის მოწესრიგებას, აუმჯობესებს ცერებრალურ მეტაბოლიზმს. თუთია მნიშვნელოვანი ელემენტია ძვლების (ოსტეოციტების )წარმოქნისათვის. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეპროდუქციული  სისტემის  ფუნქციის ნორმალიზებაში. თუთია წარმოადგენს ინსულინისა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფერმენტების ძირითად კომპონენტს, აფერხებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას. სელენი არის ძლიერი ანტიოქსიდანტი და მნიშვნელოვანი მიკროელემენტი. აძლიერებს იმუნურ სისტემას და იცავს ორგანიზმს სიმსივნური დაავადებებისგან. კალციუმის გლუკონატი აუცილებელია ოსტეოპოროზის თავიდან ასაცილებლად მენოპაუზის დროს, როდესაც ინტენსიურად ხდება კალციუმის გამორეცხვა ორგანიზმიდან  ჰორმონალური გარდაქმნების ფონზე.
         

 ჩვენებები:

• მენოპაუზით გამოწვეული ნეიროვეგეტატიური სიმპტომების გაუმჯობესება.

• პოსტმენოპაუზის პერიოდში ოსტეოპოროზისა და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების პროფილაქტიკა.

• არარეგულარული მენსტრუალური ციკლის ნორმალიზება.

 

მიღების წესი და დოზირება:
ლედიველა მიიღება დღეში ორჯერ: 1 კაფსულა დილით და 1 კაფსულა საღამოს ძილის წინ, კვებისგან დამოუკიდებლად.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი ძირითადი და დამხმარე ნივთიერებების მიმართ. პრეპარატი არ  არის განკუთვნილი  ორსული და მეძუძური დედებისთვის.

გაფრთხილება და შენახვის პირობები:
საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას, ინახება მშრალ, ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

სად შევიძინოთ?