Nuk
ლაქტო-ლაკი / Lacto-lac

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: VEGA ILAC
  • მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
  • გამოშვების ფორმა: კაფსულა #30
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

ბიოლოგიურად აქტიური დანამატის ჩვენება:

1. გასტრო ეზოფაგური რეფლუქსის, ნაწლავური პოლიპის სამკურნალო და საპროფილაქტიკო საშუალება;

2. აქვს სპაზმოლიზური და დამამშვიდებელი თვისებები;

3. აღადგენს მიკროფლორის ბალანსს (გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი);

4. დისბაქტერიოზის მკურნალობა: დიარეა, ყაბზობა(ხელს უწყობს პერისტალტიკას, რაც განაპირობებს ფიზიოლოგიურ დეფეკაციას);

5. საკვებისმიერი ალერგიების მკურნალობა;

6. კოლიტებისა და ენტეროკოლიტების (საკვებისმიერი ინტოქსიკაციის გადაცივებისა თუ ოპერაციის შემგდომი) მკურნალობა;

7. ანტიბიოტიკოთერაპიით, ჰორმონოთერაპიით, ქიმიური თუ სხივური თერაპიით გამოწვეული დისბაქტერიოზი;

8. გამოიყენება ნაწლავური სოკოს და პარაზიტების სამკურნალოდ;

9. აუმჯობესებს ლაქტოზის შეწოვის უნარს;

10. ორგანიზმიდან გამოდევნის მავნე ბაქტერიებსა და ნარჩენ ტოქსინებს.

 

გამოყენების წესი და დოზირება:

1. 3-6წლის ბავშვებში ინიშნება 1 კაფსულა ერთხელ ან ორჯერ დღეში უზმოზე ან ჭამამდე 30წუთით ადრე (შესაძლებელია კაფსულის შიგთავსი გახსნილი იქნას მცირეოდენ წვენში ან სხვა დამტკბარ ხცნარშო). მიღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე.

2. 6-12 წლის ბავშვებში ინიშნება 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში ჭამამდე 30წუთით ადრე.

3. 12+ წლიდან ზევით ინიშნება 1 კაფსულა 3-კერ დღეში მცირეოდენ სითხესთან ერთად.

 

შემადგენლობა თითო კაფსულაში:

1. Bifidobacterium bifidum 0.25 X 109 კწე

2. Bifidobacterium longum 0.25 X 109 კწე

3. Lactobacillus acidophilus 0.5 X 109 კწე

4. Lactobacillus rhamnosus 0.5 X 109 კწე

5. Lactobacillus plantarum 0.25 X 109 კწე

6. Streptococcus thermophilus 0.25 X 109 კწე

7. Saccharocyces boulardii 2 X 109 კწე

8. ინულინი - 200მგ

9. ბაღის პიტნის ფითლების ექსტაქტი - 100მგ

 

უსაფრთხოების ზომები:

დაუშვებელია მიღება ალკოჰოლის პარალელურად.

 

გვერდითი მოვლენები:

რეკომენდირებული დოზის მიღებისას გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის. 

 

სად შევიძინოთ?