Nuk
ინდონალი პარტნერი / Indonal partner

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: SYNERGIA Pharmaceuticals
  • მწარმოებელი ქვეყანა: სლოვაკეთი
  • გამოშვების ფორმა: კაფსულა #90
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

ინდონალი პარტნერი

საკვები დანამატი ქალებისა და მამაკაცებისათვის.

შემადგენლობა:

ინდოლ-3-კარბინოლი – 150 მგ;

რესვერატროლი (20%) -100 მგ

ინფორმაცია:
საკვები დანამატი. ერთი კაფსულა შეიცავს 150 მგ ინდოლ-3-კარბინოლს და 100 მგ რესვერატროლს. ნატურალური პროდუქტი. განკუთვნილია ქალებისა და მამაკაცებისათვის ჯანმრთელი მდგომარეობის შესანარჩუნებლად. ხელს უწყობს სასქესო ჰორმონების ფიზიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებას, იცავს ორგანიზმს უკონტროლო პროლიფერაციული პროცესების განვითარებისაგან, აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას.

თვისებები:
ინდოლ-3-კარბინოლი მიღებულია მსუბუქი ექსტრაქციით ჯვაროსანთა ოჯახის მცენარეებისგან (მაგ: კომბოსტო, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო). რესვერატროლი არის ფლავინოიდი, გამდიდრებული ცხიმოვანი მჟავებით და ფიტოსტეროლით.

 

რეკომენდირებული დოზა:
1-2
კაფსულა დღეში 3 თვის განმავლობაში, კაფსულა მიიღება კვების შემდეგ

 

გაფრთხილება:
არ არის განკუთვნილი ბავშვებისათვის, ორსულებისა და მეძუძური დედებისათვის, არ გადააჭარბოთ მითითებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ არის მრავალფეროვანი და ბალანსირებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების სტილის შემცვლელი. შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას. არ არის რეკომენდებული იმ ადამიანებისათვის, ვისაც აქვს თითოეულ შემადგენელ კომპონენტზე ინდივიდუალური აუტანლობა, ასევე პირებისათვის, ვინც იღებს კუჭის მჟავიანობის დამაქვეითებელ პრეპარატებს.

 

გვერდითი მოვლენების შესახებ აცნობეთ ექიმს.

 

შეინახეთ მშრალ, მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას 10-25 გრადუსამდე

შეფუთვა: 90 კაფსულა

სად შევიძინოთ?