Nuk
იმუნ აკუთი / Immune Akut

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: GENERICA
  • მწარმოებელი ქვეყანა: სლოვაკია
  • გამოშვების ფორმა: საწუწნი ტაბლეტი n30
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

იმუნ აკუთი ტაბლეტი  შეიცავს აქტიური ინგრედიენტების უნიკალურ კომბინაციას: აცეროლის ხილის ექსტრაქტს, შავი ანწლის ექსტრაქტს, ნუკლეოტიდებს და თუთიას. იმუნ აკუთი ტაბლეტი რეკომენდებულია იმუნური სისტემის გასაძლიერებლად და გამოჯანმრთელების პერიოდებში. ტაბლეტის  გამოყენება შეიძლება მოზრდილებში, ასევე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ვიტამინი C, შავი ანწლი და თუთია უზრუნველყოფს იმუნური სისტემის სიჯანსაღეს. გარდა ამისა, ვიტამინი C ასევე ხელს უწყობს სწორ მეტაბოლიზმს, რაც მნიშვნელოვანია ენერგიის გამომუშავებისა და დაღლილობის შემცირებისთვის.

შავი ანწლი ხელს უწყობს ფილტვების სწორ მუშაობას. იგი შეიცავს C და A ვიტამინებს, B ჯგუფის ვიტამინებს, პოლიფენოლებს, ანტოციანინს.

აცეროლი ასევე ცნობილი, როგორც ბარბადოსის ალუბალი, არის C ვიტამინის ძალიან მდიდარი ბუნებრივი წყარო; იგი შეიცავს 30-ჯერ უფრო მეტ C ვიტამინს, ვიდრე ციტრუსი.

იმუნ აკუთის ტაბლეტი  შეიცავს თუთიას, წყალში ხსნადი თუთიის ნაერთის - თუთიის გლუკონატის სახით.

ნუკლეოტიდები არის მოლეკულები, რომლებიც გვხვდება ყველა ცოცხალი ორგანიზმის ბირთვში და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მრავალ ბიოლოგიურ პროცესში. სწრაფად მზარდი ქსოვილების უჯრედები, სისხლწარმომქმნელი და იმუნური უჯრედები საჭიროებენ ნუკლეოტიდების ყველაზე მეტ რაოდენობას. ორგანიზმს ნუკლეოტიდების მომატებული მოთხოვნილება აქვს ბავშვობს ზრდის პერიოდში, აგრეთვე ქსოვილების რეგენერაციის დროს და გამოჯანმრთელების პერიოდებში, სტრესისადა ორგანიზმის გამოფიტვის დროს, ზრდასრულებსა და ხანდაზმულებში.

აქტიური ინგრედიენტი

1 ტაბლეტი

3 ტაბლეტი

აცეროლას ხილის ექსტრაქტი 12-15:1 (Malpighiapunicifolia)
რომელთაგან ვიტამინი C

236,0 მგ
40,0
მგ

 708,0 მგ
120,0
მგ

ნუკლეოტიდები

30,0 მგ

90,0 მგ

შავი ანწლის ექსტრაქტი 64:1 (Sambucusnigra)

25,0 მგ

75,0 მგ

თუთია

4,0 მგ

12,0 მგ

 

რეკომენდებული დოზა

მიიღეთ 7 დღის განმავლობაში მწვავე შემთხვევებში:

მოზრდილები : 1 ტაბლეტი  3 ჯერ დღეში.

ორსულებში: 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში.

 

გრძელვადიანი გამოყენებისთვის რეკომენდებულია შემდეგი დოზა:
მოზრდილები და ორსულები: 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში, ტაბლეტი უმდა დაიშალოს პირისღუში.

სად შევიძინოთ?