ჰიდროვიტი / HYDROVIT®
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): Sodium chloride, potassium chloride, sodium citrate, dextrose hydrate
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანესთეზიოლოგია, რეანიმატოლოგია, ტრანსფუზიოლოგია → რეჰიდრატაციისა და დეზინტოქსიკაციის საშუალებები პარენტერალური გამოყენებისათვის → მარილოვანი ხსნარები
- მწარმოებელი კომპანია: შტადა
- მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
- გამოშვების ფორმა: 5.2გ ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად ბავშვებისათვის მარწყვის არომატით პაკეტი №10
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
 
    
                            შემადგენლობა:
ნატრიუმის ქლორიდი  - 0.470 გრ
კალიუმის  ქლორიდი - 0.300 გრ
დექსტროზის ჰიდრატი - 3.560 გრ
ნატრიუმის ჰიდროციტრატი - 0.530 გრ
შემადგენლობა გაძლიერებულია სორბენტით - კრემნიუმის დიოქსიდი
ჩვენება:
სხვადასხვა გენეზის  გაუწყლოვანების  და  ელექტროლიტური დისბალანსის სამკურნალო  და საპროფილაქტიკო საშუალება
დოზირება და გამოყენების წესი;  სითხე მზადდება უშუალოდ მიღების წინ-1 პაკეტი/200მლ წყალში.
3წლამდე- (3 პაკეტი 24 საათის განმავლობაში.) 150მლ/კგ 12წლიდა ზემოთ-(1-2 პაკეტი კუჭის ყოველი მოქმედების შემდგომ ) 20/40 მლ.კგ
უკუჩვენება: ჰიპერკალიემია, თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა, შეუჩერებელი ღებინება, ჰიპოვოლემიური შოკი,  მეტაბოლური ალკალოზი, თანდაყოლილი მონოსაქარიდული, შაქრიანი დიაბეტი (ერთი პაკეტი შეიცავს გლუკოზას-3.56გრ) ჰიდროვიტით მკურნალობა გრძელდება დიარეიის განმავლობაში. 
გვერდითი მოვლენები: ინდივიდუალური აუტანლობა.
 
     
                     
                        