გული ფორტისი / Guli Fortis
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- მწარმოებელი კომპანია: Zendel
- მწარმოებელი ქვეყანა: ესპანეთი
- გამოშვების ფორმა: კაფსულა #30
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
გული ფორტისი – ბუნებრივი პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს ლიპიდური ცვლის მოწესრიგებასა და გულის ნორმალურ ფუნქციონირებას.
სრული ანოტაცია
წითელი ბრინჯი მონაკოლინ K-ს წყაროა, რომელიც ხელს უწყობს ქოლესტერინის ნორმალური დონის შენარჩუნებას სისხლში. სამედიცინო მიზნებისთვის იგი ასევე გამოიყენება ელენთის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის, საჭმლის მონელებისა და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად.
არტიშოკის ამცირებს სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების მომატებულ დონეს. აძლიერებს ღვიძლში ქოლესტერინის დაშლის პროცესს და მომნელებელი სისტემის საშუალებით ახდენს ორგანიზმიდან ჭარბი ქოლესტეროლის ელიმინაციას.
უკუჩვენებები
არ გამოიყენოთ პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ან ცნობილი ალერგიის შემთხვევაში.
სიფრთხილის ზომები
საკვები დანამატები არ უნდა გამოიყენებოდეს მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე 18 წლამდე.
ურთიერთქმედება
თუ იღებთ გული ფორტისს, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი სხვა მედიკამენტის ან საკვები დანამატის შესახებ, რომელსაც იყენებთ.
დოზირება და გამოყენება
დოზირების ფორმა: კაფსულა
მიღების გზა: პერორალური
გამოყენების წესი: 1 კაფსულა დღეში
გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენები აღწერილი არ არის.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევები დაფიქსირებული არ არის.
არ მიიღოთ მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზაზე მეტი.
შეუთავსებლობა
ცნობილი არ არის.
შენახვის პირობები
არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
მონოდოზის შემცველობა შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.
შეფუთვის შემცველობა
30 კაფსულა