Nuk
გრიპ სტოპი / Grip Stop


შემადგენლობა

გრიპ სტოპი ტაბლეტი: ყოველი ტაბლეტი შეიცავს პარაცეტამოლი USP 500 მგ და კოფეინი USP 65 მგ.

 

ფარმაკოლოგია

გრიპ სტოპი არის პარაცეტამოლის (აცეტამინოფენი) და კოფეინის კომბინაცია. მას აქვს ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი თვისებები. კოფეინის არსებობა ზრდის პარაცეტამოლის ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს. პარაცეტამოლი არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ყველაზე ფართოდ გამოყენებული ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება. იგი აწარმოებს ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას ტკივილის ზღურბლის მომატებისა და სიცხის დამწევი საშუალებით ჰიპოთალამუსის სითბოს რეგულირების ცენტრში. კოფინი არის ალკალოიდი, რომელიც არის თეოფილინის მსგავსი ქსანტინის წარმოებული. პარაცეტამოლთან ინტერმოლეკულური კავშირით, კოფეინი ზრდის პარაცეტამოლის ხსნადობას და ტრანსმემბრანულ შეღწევას.  გარდა ამისა, კოფეინი ზრდის ტკივილის ზღვარს და ტკივილის გამძლეობას. კოფეინს ასევე აქვს შინაგანი ძალა თავის ტვინის ქალაში გაზარდოს სისხლძარღვთა ტონუსი, რაც შაკიკისა და თავის ტკივილის სამკურნალოდ კიდევ ერთ სარგებელს იძლევა.

 

ჩვენება

ცხელება, თავის ტკივილი, შაკიკი, კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, კბილის ტკივილი და მენსტრუალური ტკივილი.

 

დოზა და მიღების წესი

მოზრდილები: 1-2 ტაბლეტი ყოველ 4-6 საათში. მაქსიმალური დოზა: 8 ტაბლეტი დღე-ღამეში. გამოყენება არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ბავშვებში.

 

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა პარაცეტამოლის, კოფეინის ან მასში შემავალი რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ.

 

გვერდითი მოვლენა

ამ კომბინაციამ შესაძლოა გამოიწვიოს გამონაყარი კანზე, ნეიტროპენია და კუჭ-ნაწლავური დარღვევები და. ა.შ. დიდი დოზის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰეპატოტოქსიურობა.

 

ორსულობა და ლაქტაცია

მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის და ლაქტაციის დროს არსებობს პარაცეტამოლის გამოყენების ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების მტკიცებულება, ამ პროდუქტის გამოყენებამდე გასათვალისწინებელია სამედიცინო რჩევა.

 

წამალთშორისი ურთიერთქმედება

იგი ზრდის ქლორამფენიკოლის და კუმარინის ანტიკოაგულანტების მოქმედებას. ალკოჰოლიკებში ან პაციენტებში რომლებიც ღებულობენ ეპილეფსიის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებს  შეიძლება გაიზარდოს პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიური რისკი.

 

სიფრთხილე

სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში

პაციენტებში რომლებიც ღებულობენ სხვა ჰეპატოტოქსიურ პრეპარატებს.

ექიმის რჩევის გარეშე მოერიდეთ პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებას.

 

შენახვა

შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას , მოარიდეთ სინათლეს და ნესტს. ყველა პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

 

გამოშვების ფორმა

გრიპ სტოპი ტაბლეტი: ყოველი კოლოფში არის 4 ტაბლეტი ბლისტერზე.

 

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

სად შევიძინოთ?