Nuk
ფლოსტრუმ ბეიბი / Flostrum Baby


 

შემადგენლობა:

7 წვეთი შეიცავს

Lactobacillus rhamnosus GG 5*109 CFU (ATCC 53103)

Lactobacillus reuteri 1*108 CFU (DSM 17938)

დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროგენიზებული ქოქოსის ზეთი, რაფინირებული მზესუმზირის ზეთი, ცხიმოვანი მჟავების მონო- და დიგლიცერიდები,  ანტიოქსიდანტი D ალფა-ტოკოფეროლი

ინოვაციური „ორმაგი შეფუთვის“ LAB2PRO  უნიკალური ტექნოლოგია უზრუნველყოფს მიკროორგანიზმების შტამების მაქსიმალურ დაცვას და სრულფასოვან კოლონიზაციას ნაწლავში.

ჩვენებები:

ახალშობილთა კოლიკა;
ნაწლავის დისბიოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა;

კუჭ-ნაწლავის ფუნქციური დარღვევები: წამოქაფება, ყაბზობა;

სხვადასხვა წარმოშობის დიარეა (ინფექციური, ანტიბიოტიკ-ასოცირებული, ფუნქციური და .);
ზოგადი იმუნური სტატუსის გაძლიერება.


გამოყენების წესი:

ჩვილები და 12 წლამდე ბავშვები - 7 წვეთი დღეში ერთხელ;

12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზრდილები - 14 წვეთი დღეში ერთხელ;

მიიღება სიცოცხლის პირველი დღიდან;

ინიშნება ანტიბიოტიკოთერაპიის დროს და შემდეგ;

გამოყენების წინ შეანჯღრიეთ;

წვეთები მიიღება პერორალურად, როგორც სუფთა, ისე 370 C -მდე ტემპერატურის სითხეში განზავებული სახით;

შენახვის პირობები:

გამოიყენეთ გახსნიდან  30 დღის განმავლობაში.

არ საჭიროებს მაცივარში შენახვას!  (მოარიდეთ სითბოს წყაროს)

არ შეიცავს გმო, ლაქტოზას, გლუტენს, კონსერვანტებს.


უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა და/ან ალერგიული რეაქციები შემადგენელი კომპონენტების მიმართ

 

გამოშვების ფორმა: სუსპენზია 5მლ

ფლოსტრუმ ბეიბი წარმოადგენს საკვებ დანამატს და არ ანაცვლებს სრულფასოვანი კვების რაციონს.

 

 

 

სად შევიძინოთ?