Nuk
ფეროფოლიქსი / Ferrofolix


ფეროფოლიქსის შემადგენლობა: რკინის ბისგლიცინატი Fe - 30 მგ. 

შემავსებლები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, გამჭვირვალე მცენარეული კაფსულა

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანემიის საწინააღმდეგო საშუალება, ჰემოპოეზის მასტიმულირებელი რკინის პრეპარატი. 

ფარმაკოლოგიური თვისებები: რკინის ბისგლიცინატი არ იშლება კუჭის წვენის ზემოქმედებით და შეუცვლელი სახით გადადის წვრილ ნაწლავში,  სადაც ხდება მისი სწრაფი და სრული ათვისება; მისი ბიოშეღწევადობა 90% - ზე მაღალია  და 3 - 4 -ჯერ აღემატება რკინის მარილების (სულფატი, გლუკონატი და სხვა)ბიოშეღწევადობაზე ამიტომ რკინის ბისგლიცინატი  თერაპიული მოქმედებით  აღემატება რკინის სხვა ფორმების რეკომენდებულ დღიურ დოზას;  არ ბლოკავს სხვა მინერალების და ვიტამინების აბსორბციას, არ აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს (არ იწვევს დისპეფსიურ მოვლენებს, მეტეორიზმს, ყაბზობას)

გამოყენების სფერო: რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკა და სიმპტომების  გაუმჯობესება შემდეგი მდგომარეობის დროს: ორსულობა და ლაქტაცია; ხანგრძლივი ავადობის შემდგომი პერიოდი; ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა; პოსტოპერაციული პერიოდი; ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდი; ხანდაზმული ასაკი; ბავშვთა ასაკი

დოზირება და მიღების წესი: 2 წლიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: ½ -1 კაფსულა  დღეში. მოზრდილები: 1 -2 კაფსულა  დღეში. 

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი ძირითადი და დამხმარე ნივთიერებების მიმართ, ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი, ღვიძლის უკმარისობა. 

გარეგნული სახე და შეფუთვა: 30 კაფსულა გარსიან ბლისტერში 

გაფრთხილება და შენახვის პირობები: საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას, ინახება მშრალ, ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

სად შევიძინოთ?