ფერიონი / Ferion
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- მწარმოებელი კომპანია: Idee PharmaWelt GmbH
- მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
- გამოშვების ფორმა: ვეგანური კაფსულა №30
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
რკინის ბისგლიცინატი 30 მგ,
ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა) 400 მკგ, ვიტამინი B12 2,5 მკგ, ვიტამინი C 50 მგ ბიოლოგიურად აქტიური დანამატი (ბად)
შემადგენლობა:
ფერიონის ერთი ვეგანური კაფსულა შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს:
რკინა (რკინის ბისგლიცინატი, მაღალაბსორბირებადი რკინა) – 30 მგ
ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა) – 400 მკგ
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) – 2,5 მკგ
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) – 50 მგ
|
შემადგენელი კომპონენტები |
1 კაფსულის შემადგენლობა |
% RDI* |
|
რკინა (რკინის ბისგლიცინატი) |
30 მგ |
214% |
|
Vit.B9 (ფოლიუმის მჟავა) |
400 მკგ |
200% |
|
Vit.B 12 (ციანკობალამინი) |
2,5 მკგ |
100% |
|
Vit.C (ასკორბინის მჟავა) |
50 მგ |
62.5% |
RDI – ვიტამინებისა და მინერალების დღიური რეკომენდებული დოზა (მოზრდილებისთვის)
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა (E 460i) – შემავსებელი, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები (E470b) – შეწებების საწინააღმდეგო საშუალება, სილიციუმის დიოქსიდი (E551) – შეწებების საწინააღმდეგო საშუალება; კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა (E464), გასუფთავებული წყალი, რკინის ოქსიდი (წითელი).
არ შეიცავს შაქარს და გლუტენს.
მოქმედების მექანიზმი:
რკინის ბისგლიცინატი, ფოლიუმის მჟავასთან და ვიტამინ B12-თან დაბალანსებულ კომბინაციაში ხელს უწყობს ჰემოგლობინის კონცენტაციის ზრდას, ეფექტურად ებრძვის ანემიას და ამავდროულად არ აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს – რაც მას განასხვავებს რკინის სხვა ფორმებისგან.
რკინა წარმოადგენს ცილა ჰემოგლობინის შემადგენელ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს. იგი მონაწილეობს ჟანგბადის ტრანსპორტირების პროცესში (ფილტვებიდან ქსოვილებამდე) და ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში. ფერიონში შემავალი რკინა ხელატური (რკინის ბისგლიცინატი) ფორმითაა წარმოდგენილი, შესაბამისად მისი ათვისება ორგანიზმის მიერ სწრაფად, ეფექტურად და გვერდითი მოვლენების გამოვლენის გარეშე ხორციელდება. რკინის ბისგლიცინატი ელექტრონულად ნეიტრალურია, შესაბამისად არ იშლება კუჭის წვენის ზემოქმედებით, უცვლელი სახით გადადის ნაწლავებში, რაც უზრუნველყოფს მის სწრაფ და ადვილად ათვისებას. რკინის მოცემული ფორმა, დაბალი მოლეკულური მასის ხარჯზე ადვილად და სწრაფად შეიწოვება ნაწლავების მიერ, მალევე ტრანსპორტირდება სისხლის მიმოქცევის სისტემაში, რაც განაპირობებს ორგანიზმის მიერ მის მაქსიმალურ და ეფექტურ ათვისებას. რკინის ბისგლიცინატის ბიოშეღწევადობა 75%-ით (3–4ჯერ) აღემატება რკინის სხვა ფორმებისას (ფუმარატი, სულფატი), შესაბამისად ფერიონში შემავალი 30 მგ რკინა თერაპიული მოქმედებით უტოლდება რკინის სხვა სახეობების რეკომენდებულ დღიურ დოზებს. გამომიდნარე იქიდან, რომ რკინის ბისგლიცინატს არ გააჩნია ვალენტობა, არ ბლოკავს სხვა ვიტამინებისა და მინერალების აბსორბციას (ვიტ. E, ვიტ C, Ca).
რკინის ხელატი წარმოადგენს სპეციალური ტექნოლოგიით შექმნილ რკინას, რომელიც სწრაფად შეიწოვება, არ აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები და არ იწვევს ყაბზობას.
ვიტამინი B9 – მნიშვნელოვანია სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებისთვის და ჯანსაღი უჯრედების ზრდა-განვითარებისთვის, გადამწყვეტია ორსულობის ადრეულ პერიოდში ტვინისა და ხერხემლის თანდაყოლილი დეფექტების რისკის შესამცირებლად. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამინომჟავა ჰომოცისტეინის დონის შემცირებაში.
ვიტამინი B12 – მნიშვნელოვანია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ასტიმულირებს ნერვული უჯრედების ზრდისა და ფორმირების პროცესს, მონაწილეობს ერითროციტების სინთეზში და აუმჯობესებს ქსოვილების ჟანგბადით მომარაგებას. მონაწილეობს ნეიროტრანსმიტერების სინთეზში, მიელინის გარსის ფორმირებაში და ამცირებს ნეიროპათიულ ტკივილს.
ვიტამინი C – ასკორბინის მჟავა არეგულირებს სისხლის შედედებას, ჟანგვა-აღდგენით პროცესებს და ლიპიდების დონეს სისხლში, მონაწილეობს ფოლის მჟავას მეტაბოლიზმში, ასევე ასტიმულირებს სისხლის წარმოქმნის პროცესებს, იმუნურ სისტემას, ორგანიზმის დამცავი ფუნქციების გაზრდით. ვიტამინი C ასევე ზრდის რკინის შეწოვას და ათვისებას. მთავარ როლს თამაშობს კოლაგენის ჩამოყალიბებაში, რომელიც აუცილებელია ქსოვილების აღდგენისათვის.
ჩვენებები
რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკი
რკინის ფარული (ლატენტური) დეფიციტის შევსება და პროფილაქტიკა
ორგანიზმში რკინაზე გაძლიერებული მოთხოვნის პერიოდი (ვეგეტარიანობა, ხანდაზმული ასაკი, დიეტა, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა)
სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული რკინის დეფიციტი (ქირურგიული ჩარევები, მაიონიზებელი გამოსხივება, გასტრიტი, დისბაქტერიოზი, წყლულოვანი დაავადება, ხანგრძლივი ჰემოდიალიზი და სხვა)
ფერიონის ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენებები:
შემადგენელი ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა
სიფრთხილის ზომები:
ფერიონი არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი და არ გამოიყენება სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას
რკინის შეწოვის შემცირების თავიდან აცილების მიზნით, არ არის რეკომენდებული ფერიონის კაფსულის შავ ჩაისთან, ყავასთან ან რძესთან ერთად მიღება
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლიდან: 1 კაფსულა დღეში ერთხელ, ჭამამდე 1 საათით ადრე ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.
შენახვის პირობები:
ინახება დახურულ კონტეინერში, მშრალ, მზის სხივებისგან დაცულ ადგილას, 5-25oC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას!