Nuk
ესენბაკ S. Boulardii ფორტე / EsenBak Forte


სინბიოტიკი

აქტიური ფორმულა

7.5 მილიარდი პრობიოტური ბაქტერია + 5 მილიარდი (250 მგ) ბულარდის საქარომიცეტა +ინულინი

ერთი კაფსულა დღეში

 

1 კაფსულის საშუალო წონა: 481.5მგ.

აქტიური კომპონენტები:

100გპროდუქტი შეიცავს:

1კაფსულა შეიცავს (მგ):

1კაფსულა შეიცავს (CFU):

ბულარდის საქარომიცეტაSaccharomyces boulardii

51.92

250

5x109

ინულინი

20.77

100

-

Bifidobacterium longum

3.12

15

1.5x109

Lactobacillus acidophilus

1.56

7.5

1.5x109

Lactobacillus rhamnosus

1.04

5.0

1.5x109

Bifidobacterium breve

1.04

5.0

1.5x109

Lactobacillus plantarum

0.62

3.0

1.5x109

 

სხვა ინგრედიენტები: კაფსულის გარსი: ჟელატინი; სახამებელი; შეცხობის საწინააღმდეგო აგენტები:მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.

 

კვებითი ინფორმაცია:

100 გპროდუქტი საშუალოდ შეიცავს:

1კაფსულა(481.5 მგ) საშუალოდ შეიცავს:

ენერგეტიკული ღირებულება(კჯ/კკალ)

1378.7/328.2

6.8/1.6

ნახშირწყლები (გ)

30.18

0.16

პროტეინები (გ)

37.18

0.18

ცხიმები (გ)

2.12

0.01

 

რა არის პრობიოტიკები, პრებიოტიკები და სინბიოტიკები?

პრობიოტიკები ცოცხალ მიკროორგანიზმებს, ე.წ. კარგ ბაქტერიებს წარმოადგენს, რომლებსაც სწორი მოცულობით მოხმარებისას, ადამიანის ჯანმრთელობაზე დადებით შედეგს ახდენს. ისინი ნაწლავებში ბინადრობენ და ბუნებრივი ნაწლავური ფლორის ნაწილს წარმოადგენენ.

 

პრობიოტიკებს შესაძლოა ანტიმიკრობული, იმუნომოდულატორული, ანტიკანცეროგენული, ანტიდიარეული, ანტიალერგიული და ანტიოქსიდანტური ეფექტი.

 

Bifidobacterium longum დ აBifidobacterium breve მუდამ ბინადრობენ ადამიანის მსხვილ ნაწლავში და მიეკუთვნებიან გრამდადებით ანაერობულ ბაქტერიებს, რომლებიც გამოიმუშავებენ ძმარმჟავასა და რძემჟავას CO2-ის წარმოშობის გარეშე და შესაბამისად, ამცირებენ ნაწლავებში გაზების რაოდენობას. Bifidobacterium longum-ს ანთების საწინააღმდეგო თვისებებიც აქვს, რომელიც  ლორწოვან უჯრედებს ტოქსინებისგან იცავს. ესეც პრობიოტიკია, რომელიც წარმოდგენილია დედის რძეში და ერთ-ერთია, რომელიც ჩვილის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ბინავდება. მის რაოდენობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, მაგალითად, კვება, ანტიბიოტიკების მიღება და სტრესი. Lactobacillus acidophilus, L. rhamnosus, L. plantarumწარმოადგენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და საშოს ბინადარს. იგი გრამდადებითია, არარეგულარულად ანაერობული, მიეკუთვნება რძემჟავა ბაქტერიების ჯგუფს. კვლევებით დადგენილია დადებითი შედეგები Lactobacillus rhamnosus-ის გამოყენებისას ალერგიისკენ მიდრეკილ ადამიანებში, მაშინ, როდესაც Lactobacillus plantarum -ს ანტიოქსიდანტური ეფექტი აქვს და სასარგებლოა ნაწლავური ტრაქტის ფუნქციონირებისთვის, ხელს უშლის ნაწლავური ბაქტერიებით გამოწვეული გაზების წარმოქმნას და ასევე ეფექტურია იმ პაციენტებში, რომელთაც გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი აწუხებთ.

 

პრობიოტიკებისგან განსხვავებით, პრებიოტიკები ცოცხალი ორგანიზმები არ არიან. მათი დაშლა იწყება მხოლოდ  მსხვილ ნაწილავში და დაშლის შედეგად მიღებული პროდუქტები ხელს უწყობს ნორმალური ნაწლავური ფლორის ზრდას. ყველაზე ცნობილი პრებიოტიკი არის ინულინი (inulin) რომელიც  პოლისაქარიდსწარმოადგენს. იგი შედგება D ფრუქტოზასა და D გლუკოზას მცირე რაოდენობისაგან. ინულინს სტიმულაციური ეფექტი აქვს ბიფიდობაქტერიების ზრდის მხრივ, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, პრობიოტიკების ზრდას ასტიმულირებს.

 

პრობიოტიკისა და პრებიოტიკის კომბინაციას სინბიოტიკი ეწოდება. პრებიოტიკები ზრდის პრობიოტიკების ეფექტურობას, აძლევს რა გარკვეულ ,,საკვებ’’ ნივთიერებას პრობიოტურ მიკროორგანიზმებს.

 

ანტიბიოტიკების მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს ნორმალური ნაწლავური ფლორის რღვევა, ანტიბიოტიკებმა შესაძლოა გაანადგურონ კარგი ნაწლავური ბაქტერიები და გზა დაუთმონ პათოგენურ ბაქტერიებს, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა დიარეა გამოიწვიოს. ამიტომ, რეკომენდებულია სიმბიოტიკების გამოყენება ნორმალური ნაწლავური ფლორის აღდგენის მიზნით.

 

რა არის ბულარდის საქარომიცეტა(S. Boulardii)?

ეს საფუვრის ტროპიკული საახეობაა, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე იზრდება. უნარი აქვს, პათოგენური ბაქტერიები და მათი ტოქსინები ზედაპირზე ამოიტანოს და ხელი შეუწყოს მათ მოცილებას ორგანიზმიდან. ბულარდის საქარომიცეტა ხელს უშლის პათოგენების დამკვიდრებას ნაწლავის კედელზე და ტოქსიკური ეფექტის წარმოქმნას, რომელიც იწვევს სიმპტომებს, როგორიცაა მუცლის ტკივილი, შებერილობა, გულისრევა, ღებინება. ბულარდის საქარომიცეტას უპირატესობა ისაა, რომ იგი პრობიოტური საფუარია, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, სოკოა და შესაბამისად, ებრძვის ანტიბიოტიკებით გამოწვეულ შედეგსა და მის ეფექტსაც არ ასუსტებს.

 

ესენბაკ S. Boulardii ფორტე

5 სახეობის ბაქტერიის აქტიური ფორმულა, ბულარდის საქარომიცეტა და პრებიოტური ინულინი

მარტივი დოზირება, დღეში მხოლოდ ერთი კაფსულა

დიარეის შემთხვევებში, მისი გამომწვევი მიზეზის მიუხედავად

რეკომენდებულია ანტიბიოტიკებით მკურნალობის პროცესში და მის შემდეგ

მონაწილეობს იმუნიტეტის გაძლიერებასა და ნაწლავური მიკროფლორის რეგულირებაში

რეგულარული მონელებისა და მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირებისთვის

გამოიყენება პრევენციის მიზნითაც (მგზავრობის წინ)

ანთებითი ნაწლავური პრობლემების შემთხვევაში

 

დოზირება და მოხმარება:ზრდასრულები და  3 წლის ზემოთ ბავშვები: დღეში 1 კაფსულა.

საკვები პროდუქტის უკეთესი ეფექტურობისთვის, რეკომენდებულია კაფსულების მიღება ანტიბიოტიკების დალევიდან მინიმუმ სამ საათში.  პროდუქტის მიღება შესაძლებელია ჭამამდე და ჭამის შემდეგაც (საკვებთან რეაქციაში არ შედის). შესაძლოა, კაფსულა გაიხსნას, მისი შიგთავსი განზავდეს მცირე ოდენობის წყალსა ან სხვა სასმელში.

 

შენიშვნა:რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება არ უნდა მოხდეს. საკვები დანამატები არ ანაცვლებს ნორმალურ და დაბალანსებულ კვებასა და ჯანსაღი ცხოვრების სტილს. პროდუქტი რეაქციაში არ შედის საკვებთან.

 

გაფრთხილება:ეს პროდუქტი არც წამალია და არც დიაგნოსტიკური სამედიცინო მოწყობილობა. რომელიმე კომპონენტის აუტანლობის შემთხვევაში პროდუქტის გამოყენება აკრძალულია. ორსულმა და მეძუძურმა დედებმა მის მიღებამდე  უნდა გაიარონ ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდგომ ნუ მოიხმართ პროდუქტს.

 

შენახვის პირობები: შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ და ბნელ ადგილას. 25° C ტემპერატურამდე, ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობა: 2წელი

სად შევიძინოთ?