Nuk
ელეფტერია აქცეპტი / Elefteria Accept

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Global Pharma
  • მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
  • გამოშვების ფორმა: კაფსულა #30
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

ელეფტერია ბეტა შემუშავებულია, როგორც ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, ქალებში ფიზიოლოგიური, ფსიქო-ემოციური და ჰორმონალური ბალანსის შესანარჩუნებლად. ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ქალებში, რომლებიც იყენებენ ჰორმონალურ კონტრაცეფციას.

 

შემადგენლობა:

ერთი კაფსულა შეიცავს: პაციფლორას ყვავილების ექსტრაქტი,(Passiflora incarnata L.) DER 4:1 ; სამკურნალო კოჭას ფესვების ექსტრაქტი (Zingiber officinale Rosco) DER 8:1; ზღვის წყალმცენარეების ექსტრაქტი (Fucus vesiculosus L.) DER 5:1; მიკრონიზებული დიოსმინი ჰესპერედინის გრანულებით. კაფსულის გარსი: ჟელატინი, ცხიმოვანი მჟავები, მაგნიუმის მარილები, სილიციუმის დიოქსიდი.

გმო-ს გარეშე. არ შეიცავს გლუტენსა და ლაქტოზას. შეიძლება გამოიყენონ ვეგეტარიანელებმა და ვეგანებმა.

 

რეკომენდებული აქტიური ინგრედიენტები

დღიური დო

1 კაფსულა

2 კაფსულა

პაციფლორას ყვავილების ექსტრაქტი,(Passiflora incarnata L.

100 მგ

200 მგ

სამკურნალო კოჭას ფესვების ექსტრაქტი (Zingiber officinale Rosco)

50 მგ

100 მგ

ზღვის წყალმცენარეების ექსტრაქტი (Fucus vesiculosus L.)

50 მგ

100 მგ

მიკრონიზებული დიოსმინი ჰესპერედინის გრანულებით

   დიოსმინი

   ჰესპერედინი

80 მგ

67,2 მგ

7,2 მგ

160 მგ

134,4 მგ

14,4 მგ

 

პასიფლორას ყვავილების ექსტრაქტი (Passiflora incarnata L) - შეიცავს ასკორბინის მჟავას, პექტინს, ამინმჟავებს, მთრიმლავი ნივთიერებებს, საპონინებს, კალიუმს და წარმოადგენს ბეტა-კაროტინის წყაროს. ექსტრაქტი აუმჯობესებს ძილს, გააჩნია ანქსიოლიტიკური, კრუნჩხვის საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური ეფექტი. გარდა ამისა Passiflora incarnata L გავლენას ახდენს მენოპაუზის სიმპტომებზე, როგორიცაა ვაზომოტორული დისფუნქცია, უძილობა და დეპრესია, კრუნჩხვები, ნერვული ტიკები, ვეგეტატიური დარღვევები, გაზრდილი რეფლექტორული აგზნებადობა.

ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალიზებას და აქვს დამამშვიდებელი ეფექტი გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებზე.

სამკურნალო კოჭას ფესვების ექსტრაქტი (Zingiber officinale Rosco) - აქვს სპაზმოლიზური და მატონიზირებელი ეფექტი. ძირითადი ქიმიური კომპონენტები: ეთერზეთები (ზინგიბერენი, ზინგიბეროლი, ლიმონენი, ცინეოლი, ბორნეოლი, ლინალოოლი) და ოლეორეზინი, მათ შორის ჯინჯეროლი და შოგოლი. ჯინჯეროლი ხელს უწყობს საკვების გადაადგილებას  კუჭიდან  ნაწლავების მიმართულებით. ექსტრაქტს აქვს ანტიოქსიდანტური და დამამშვიდებელი მოქმედება, აუმჯობესებს იმუნიტეტს, არეგულირებს ნაწლავების პერისტალტიკას, დადებითად მოქმედებს მეტაბოლურ პროცესებზე და ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. ამცირებს გულისრევის, სისუსტისა და თავბრუსხვევის შეგრძნებებს.

ზღვის მცენარეების ექსტრაქტი (Fუცუს ვესიცულოსუს L.) შეიცავს მიკრო და მაკროელემენტების დიდ კომპლექტს (მათ შორის იოდს, რკინას, კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, სელენს, თუთიას და ა.შ.), ამინომჟავებს, ვიტამინებს (A, ჩ, D3, E, K, F, B ჯგუფის და ბიოტინს), ორგანული მჟავები (ალგინის, ფოლიუმის და პანტოტენური და სხვ.), ბოჭკოვანებს, პოლისაქარიდებს (ალგინატები, ლამინარანი, ფუკოიდანი), პოლიფენოლები. ექსტრაქტი ხელს უწყობს სასქესო ჰორმონების ნორმალურ სინთეზს, ასტიმულირებს ფარისებრი ჯირკვლის  ფუნქციონირებას და ასევე ამარაგებს ადამიანის ორგანიზმს შეუცვლელი  ამინომჟავებით, ვიტამინებითა და პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით. ფუკუს ალგინატები არეგულირებს ქოლესტერინის დონეს და წყალ-მარილოვან ცვლას, ახდენს საჭმლის მონელების ნორმალიზებას, ასუფთავებს ნაწლავებს, ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაძლიერებას, სისხლძარღვების კედლებს ხდის უფრო ელასტიურს და გამძლეს, არის ძლიერი დეტოქსიკანტი და შეუცვლელია ორგანიზმიდან ტოქსინების გამოსადევნად. გააჩნია დამამშვიდებელი ეფექტი ნერვულ სისტემაზე, ხელს უწყობს კარგ ძილს. ფუკუს იოდი ახდენს მეტაბოლიზმის ნორმალიზებას კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში, ააქტიურებს ცხიმების დაშლას და ზრდის ლიპოლიზს.

 

მიკრონიზებული დიოსმინი ჰესპერიდინის გრანულებით - ბუნებრივი ფლავონოიდური გლიკოზიდი. დადებით გავლენას ახდენს სისხლძარღვთა ტონუსზე და ამცირებს ვენურ შეგუბებას, ამცირებს კაპილარების გამტარიანობას და მყიფეობას და ზრდის მათ წინააღმდეგობას. ნივთიერება აუმჯობესებს მიკროცირკულაციას და ლიმფურ დრენაჟს. სისტემატური გამოყენებისას ამცირებს ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური უკმარისობის სიმპტომებს.

 

გამოყენებების რეკომენდაციები: გამოიყენება როგორც დამატებითი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების წყარო ქალებში ფიზიოლოგიური, ფსიქო-ემოციური და ჰორმონალური ბალანსის შესანარჩუნებლად. ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ქალებში, რომლებიც იყენებენ ჰორმონალურ კონტრაცეფციას. მკერდის შეშუპება, ზოგადი შეშუპება, თავბრუსხვევა, ზოგადი გაღიზიანება, გუნება- განწყობის ცვლილება და გულისრევა.

 

არ წარმოადგენს სამკურნალწამლო საშუალებას.

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი  არ შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მრავალფეროვანი კვების შემცვლელად და ვერ ჩაანაცვლებს ჯანსაღი ცხოვრების წესს.

 

გამოყენების წესი და რეკომენდებული დღიური დოზა:

მოზრდილები, 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში, საკვების მიღების მიუხედავად. საჭიროების შემთხვევაში, დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 კაფსულამდე დღეში. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. 

 

სიფრთხილის ზომები:

არ გამოიყენოთ რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

 

გამოყენებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს

 

გამოშვების ფორმა: 30 კაფსულა, 10 კაფსულა ბლისტერზე, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

 

შენახვის პირობები:
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ტენისა და სინათლისგან დაცულ ადგილას. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 

ვარგისიანობის ვადა: 24 თვე

სად შევიძინოთ?