Nuk
დეტრივიტი ჟელი / DETRIVIT JELLY

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): colecalciferol
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Idee PharmaWelt GmbH
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: ლიმონის, ფორთოხლის, ჟოლოსა და ვაშლის არომატის მქონე ჟელი №50
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

 

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: 1 ჟელი  400 სე (10 მკგ) ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი)

დამხმარე ნივთიერებები: გლუკოზის სიროფი, შაქარი, წყალი, ჟელატინი, ლიმონმჟავა, სორბიტოლი, მზესუმზირის ზეთი, კაროტინები, ქლოროფილების და ქლოროფილინების სპილენძის კომპლექსები, შავი სტაფილოს წვენის კონცენტრატი, ზამბახის ექსტრაქტი, ლიმონის, ფორთოხლის, ჟოლოსა და ვაშლის არომატიზატორები, კარნაუბას ცვილი

არ შეიცავს გლუტენს, გმო-ს

 

მოქმედების მექანიზმი

D3 ვიტამინი წარმოადგენს აქტიურ ანტირაქიტულ ფაქტორს. D ვიტამინის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის მეტაბოლიზმის რეგულირებაა, რაც ხელს უწყობს ძვლების სათანადო მინერალიზაციასა და ჩონჩხის ნორმალურ ზრდა-განვითარებას.  D3 ვიტამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნაწლავებიდან კალციუმისა და ფოსფატების შეწოვის, ორგანიზმში მინერალური მარილების ტრანსპორტირებისა და ძვლებისა და კბილების კალციფიცირების პროცესში  უზრუნველყოფს ჯანმრთელი, მყარი ძვლებისა და კბილების ფორმირებასა და შენარჩუნებას.Aასევე უზრუნველყოფს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, აუცილებელია პარათირეოიდული ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ხელს უწყობს სისტემური ჯანმრთელობის შენარჩუნებას და ავლენს მრავალ სასარგებლო ეფექტს ნეიროპროტექტორული, რეპროდუქციული, იმუნომოდულაციური ეფექტების ჩათვლით 

 

დეტრივიტი ჟელი რეკომენდებულია

D ვიტამინის დეფიციტის საპროფილაქტიკოდ და დეფიციტის შესავსებად ბავშვებსა და მოზრდილებში

კალციუმისა და ფოსფორის მეტაბოლიზმის დასარეგულირებლად

სისხლში კალციუმის ნორმალური დონის შესანარჩუნებლად

ძვალ-კუნთოვანი სისტემის ნორმალური ფორმირება/ფუნქციონირებისთვის

მყარი და ჯანმრთელი კბილების ფორმირება/შენარჩუნებისთვის

იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის 

ძვალ-კუნთოვანი, გულ-სისხლძარღვთა, იმუნური, ნერვული, რეპროდუქციული და ენდოკრინული სისტემების დაავადებების საპროფილაქტიკოდ და დამხმარე თერაპიად

D ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული სხვა მდგომარეობების საპროფილაქტიკოდ და დამხმარე თერაპიად

 

უკუჩვენებები

-შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა

-ჰიპერვიტამინოზი D

 

უსაფრთხოების ზომები

დეტრივიტი ჟელი არის საკვები დანამატი და არ გამოიყენება სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად

 

მიღების წესი და დოზირება

გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში 3 წლის ასაკიდან, პერორალურად  1-2 ჟელი დღეში. დოზის გაზრდა შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე

 

გვერდითი მოვლენები

მითითებული დოზირების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები პრაქტიკულად არ ახასიათებს, იშვიათად შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება

 

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, მზის სხივებისგან დაცულ ადგილას 15-25oC ტემპერატურაზე. 

ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას!

 

გამოშვების ფორმა

ლიმონის, ფორთოხლის, ჟოლოსა და ვაშლის არომატის მქონე ჟელი №50