Nuk
დესფაროლი / Desfarol


 

საერთაშორისო დასახელება - dexketoprofen 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები; პროპიონის მჟავას წარმოებული პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
2 მლ 25მგ/მლ I/V და I/M საინიექციო ხსნარი ამპულაში  №5

პრეპარატის მოქმედი ნივთიერებაა დექსკეტოპროფენის ტრომეთამოლი (73.80 მგ), რაც 50 მგ დექსკეტოპროფენს შეესაბამება (INN).
სხვა კომპონენტებია ალკოჰოლი (ეთანოლი), ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და საინექციო წყალი.


ფარმაკოლოგიური თვისებები
დესფაროლი განეკუთვნება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას. აღნიშნული პრეპარატი გამოიყენება საშუალოდან მძიმე ინტენსივობის მწვავე ტკივილის სამკურნალოდ, მაგალითად როგორიცაა ოპერაციის შემდგომი ტკივილი, ტკივილი თირკმლის კოლიკის დროს ან ტკივილი წელის არეში.


მიღების წესები და დოზები
რეკომენდებული დოზა,  შეადგენს თითო ამპულას (50 მგ) ყოველ 8-12 საათში. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება პრეპარატის დოზის გამეორება არანაკლებ 6 საათში. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ზოგადი რეკომენდებული სადღეღამისო დოზის 150 მგ (3 ამპულა) გადაჭარბება.
ხანდაზმულ პირებში თირკმლის ფუნქციის დარღვევებითა და პაციენტებში თირკმელების ან ღვიძლის დაავადებებით არ შეიძლება ზოგადი სადღეღამისო დოზის 50 მგ (1 ამპულის) გადაჭარბება.
დანიშვნის წესი:
დესფაროლის დანიშვნა შეიძლება კუნთში ან ვენაში
დესფაროლის კუნთში დანიშვნისას ხსნარი ნელა და კუნთში ღრმად შეიყვანება ამოღების შემდეგ. ხსნარი გამჭვირვალე და უფერო უნდა იყოს. ნალექის ან შეფერილობის არსებობისას ხსნარის გამოყენება არ შეიძლება.
ვენაში გადასხმა (ინფუზია):დესფაროლის ერთი ამპულის (2 მლ) შიგთავსი უნდა განზავდეს 30-100 მლ ფიზიოლოგიურ მარილხსნარში, გლუკოზის 5%-ან ხსნარში ან რინგერის ლაქტატის ლაქტატში. განზავებული ხსნარის შეყვანა უნდა მოხდეს ვენაში ნელი გადასხმის გზით, რომლის ხანგრძლივობაა 10-30 წუთი. ხსნარი ყოველთვის უნდა იყოს დაცული დღის ბუნებრივი სინათლის ზემოქმედებისაგან.
ვენაში შეყვანა (შეშხაპუნება):საჭიროების შემთხვევაში დესფაროლის ერთი ამპულის (2 მლ) შიგთავსი შეიძლება დაინიშნოს ვენაში ნელი შეყვანის გზით არანაკლებ 15 წამის განმავლობაში.


კომბინირება:
დესფაროლის კომბინირებადია მცირე მოცულობის შერევისას (მაგალითად შპრიცში), ჰეპარინის, ლიდოკაინის, მორფინისა და თეოფილინის საინექციო ხსნარებთან.
სწორი დამზადების შემთხვევაში საინექციო ხსნარი გამჭვირვალეა. დესფაროლიმა, განზავებულმა 100 მლ ფიზიოლოგიურ მარილხსნარში ან გლუკოზის ხსნარში, გამოავლინა კომბინირებადობა შემდეგ საინექციო ხსნარებთან: დოფამინი, ჰეპარინი, ჰიდროქსიცინი, ლიდოკაინი, მორფინი, პეტიდინი და თეოფილინი.


გვერდითი მოვლენები

ხშირი გვერდითი ეფექტები:ღებინება და/ან გულისრევა, ტკივილი ინექციის ადგილას.
არახშირი გვერდითი ეფექტები:გულისრევა სისხლით, არტერიული წნევის დაწევა, ცხელება, დაბინდული მხედველობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ძილის დარღვევა, თავის ტკივილი, ანემია, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, საჭმლის მონელების დარღვევები, დიარეა, სიმშრალე პირში, წამოხურება, გამონაყარი კანზე, დერმატიტი, ქავილი, ჭარბი ოფლდენა, მოთენთილობა, ტკივილი, კანკალი, კანის რეაქციები ინექციის ადგილას, მაგალითად ანთება, სისხლჩაქცევები ან სისხლდენები.
იშვიათი გვერდითი ეფექტები:კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან და კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პერფორაცია, მაღალი არტერიული წნევა, დაღლილობა, სუნთქვის სიხშირის შენელება, ზედაპირული ვენების ანთება თრომბების გნვითარების გამო (ზედაპირული ვენბის თრომბოფლებიტი), ექსტრასისტოლები (გულის რიგგარეშე შეკუმშვა), გულისცემის გახშირება, პერიფერიული შეშუპება, მგრძნობელობის დარღვევა, კანკალი და ცხელება, შუილი ყურებში (ტინიტუსი), კანზე ქავადი გამონაყარი, სიყვითლე, ფერიჭამიები, წელის ტკივილი, თირკმელების ტკივილი, ხშირი შარდვა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, პრობლემები წინამდებარე ჯირკვლის მხრივ, კუნთების შებოჭილობა, სახსრების შებოჭილობა (შებოჭილი მოძრაობა), კუნთების სპაზმები, ღვიძლის ფუნქციური ანალიზების ნორმიდან გადახრა (სისხლის ანალიზი), სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია), სისხლში შაქრის დონის შემცირება (ჰიპოგლიკემია), სისხლში ტრიგლიცერიდების დონის მომატება (ჰიპერტრიგლიცერიდემია), შარდში კეტონური სხეულების აღმოჩენა (კეტონურია), შარდში ცილა (პროტეინურია).


უკუჩვენება
ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) დექსკეტოპროფენის ტრომეთამოლის ან პრეპარატის სხვა ინგრედიენტების მიმართ;
• ალერგია აცეტილსალიცილის მჟავის ან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული სხვა პრეპარატების მიმართ;
• ხუთვის მწვავე შეტევა, მწვავე ალერგიული რინიტი (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთების ხანმოკლე ეპიზოდები), ცხვირში პოლიპები (ცხვირში ალერგიული გენეზის შესიება), ჭინჭრის ციება (გამონაყარი კანზე), ანგიონევროზული შეშუპება (სახის, თვალების, ტუჩების ან ენის შეშუპება ან სუნთქვის დარღვევა) ან ხიხინი ასპირინის ან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული სხვა პრეპარატების მიღების შემდეგ;
• კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული (ამჟამად ან ანამნეზში) (პეპტიური წყლული);
• სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, დაკავშირებული ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მიღებასთან (აას);
• საჭმლის მონელების ქრონიკული დარღვევა (მაგალითად, მოუნელებლობა, გულძმარვა) ან ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი);
• გულის გამოხატული უკმარისობა, ზომიერი ან მძიმე ხარისხის თირკმლის ფუნქციის დარღვევა ან ღვიძლის ფუნქციის სერიოზული დარღვევა;
• სისხლდენა ან სისხლის შედედების დარღვევა;
• ბრონქული ასთმა; (ამჟამად ან ანამნეზში)
• ორსულობის მესამე ტრიმესტრი ან თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზე იმყოფება
ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში დექსალგინი ინექტის გამოყენებისას საჭიროა განსაკუთრებული
• 18 წელზე ნაკლები ასაკი


ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დესფაროლის გამოყენება არ შეიძლება.


ბავშვები და მოზარდები
18 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებისათვის დესფაროლის გამოყენება არ შეიძლება.
განსაკუთრებული მითითებები 

სად შევიძინოთ?