Nuk
ცეფიქსი S / Cefix S


1. რას წარმოადგენს ცეფიქსიმის ტაბლეტი და რისთვის გამოიყენება

ცეფიქსიმის ტაბლეტი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ცეფალოსპორინები, რომლებიც გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ. ცეფიქსიმის ტაბლეტი შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

შუა ყურის ინფექცია

სინუსის ინფექცია

ყელის ინფექცია

ინფექცია, რომელიც იწვევს ბრონქიტის ხანგრძლივ გაუარესებას

ფილტვების სერიოზული ინფექციები (პნევმონია), რომლებიც შეძენილია საავადმყოფო გარეთ

საშარდე გზების ინფექციები

2. რა უნდა იცოდეთ ცეფიქსიმის ტაბლეტი მიღებამდე

არ მიიღოთ ცეფიქსიმის ტაბლეტი, თუ

• ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობა) ცეფიქსიმის მიმართ

• ალერგიული რეაქცია შეიძლება მოიცავდეს გამონაყარს, ქავილს, სუნთქვის სირთულეს და სახის , ტუჩების, ყელის ან ენის შეშუპებას

• ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობა) რეაქცია სხვა ნებისმიერი ცეფალოსპორინის.

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ცეფიქსიმის  ტაბლეტს  მიღებამდე და უნდა აცნობეთ ექიმს, თუ:

• ალერგიული ხართ პენიცილინის ანტიბიოტიკების მიმართ ან ნებისმიერი სხვა ბეტა-ლაქტამაზას ჯგუფი ანტიბიოტიკების  მიმართ. ყველა ადამიანი, ვინც ალერგიულია პენიცილინების შესაძლოა არ იყოს ასევე ალერგიულია ცეფალოსპორინების მიმართ. ამასთან, განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ, თუ თქვენ ოდესმე გქონიათ ალერგიული რეაქცია რომელიმე პენიცილინზე. ეს იმიტომ, რომ თქვენ შესაძლოა იყოთ  ალერგიული მოცემულ მედიკამენტზე.

• თუ როოდესმე გეცნობათ, რომ თქვენი თირკმელები კარგად არ ფუნქციონირებს.

ასევე, თუ თქვენ იტარებთ გარკვეული სახის მკურნალობას (მაგალითად, დიალიზი) თირკმელების უკმარისობისთვის. თქვენ შეიძლება მიიღოთ ცეფიქსიმის ტაბლეტი, მაგრამ შეიძლება დაგჭირდეთ უფრო დაბალი დოზა.

სხვა მედიკამენტების მიღება

გთხოვთ, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან  ახლახანს მიიღეთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, მათ შორის ურეცეპტო მედიკამენტები. კერძოდ, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ: ანტიკოაგულანტებს (სისხლის გამათხელებელი) , როგორიცაა ვარფარინი.

ცეფიქსიმის ტაბლეტის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ცეფიქსიმის ტაბლეტი შეიძლება მიღებულ იქნას საკვებთან ერთად. თქვენ უნდა გადაყლაპოთ ტაბლეტები ჭიქა წყალთან ერთად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ორსულად ხართ, სავარაუდოდ დაორსულდებით ან ძუძუთი კვებავთ, ამ მედიკამენტის მიღებამდე უნდა აცნობოთ ექიმს. ჰკითხეთ თქვენს ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციისთვის, ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე.

მანქანების მართვა და მექანიზმების გამოყენება

ცეფიქსიმი ჩვეულებრივ არ მოქმედებს მანქანების მართვის ან მექანიზმების  გამოყენების უნარზე. თუმცა, თუ სიმსუბუქეს ან თავბრუსხვევას გრძნობთ, ნუ მართავთ ავტომობილს ან იმუშავებთ მექანიზმებთან.

3. ცეფიქსიმის ტაბლეტი მიღების წესი

დოზირება

თქვენი ექიმი გადაწყვეტს ცეფიქსიმის ტაბლეტის სწორ დოზას და მიღების ხანგრძლივობას. ცეფიქსიმის ტაბლეტის რაოდენობა, რომელიც თქვენ უნდა მიიღოთ, დამოკიდებულია თქვენს მდგომარეობაზე.

ზუსტად მიჰყევით ექიმის მითითებებს და არასდროს შეცვალოთ  დოზა თვითნებურად. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან   ფარმაცევტს იმის შესახებ,  თუ როდის და რამდენი უნდა მიიღოთ მედიკამენტი.

ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებში:

ჩვეულებრივი დოზა ზრდასრულებისთვის შეადგენს ერთ ან ორ ცეფიქსიმის ტაბლეტს დღიურად. თუ დღეში ინიშნება ორი ცეფიქსიმის ტაბლეტი, შესაძლებელია მათი მიღება როგორც ერთჯერადი დოზა ან დაყოფილი ორი  დოზად. თუ ექიმმა დაგინიშნათ ერთი დოზა დღეში, უნდა მიიღოთ ყოველ 24 საათში. თუ ექიმმა დაგინიშნათ ორი დოზა დღეში, თითოეული დოზა უნდა მიიღოთ ყოველ 12 საათში (შეიძლება თქვენთვის მოსახერხებელია დოზის მიღება დილით და საღამოს). წამალი ყოველთვის  უნდა მიიღებოთ ერთსა და იმავე დროს.

ხანდაზმულები: ხანდაზმულთათვის დოზები იგივეა, რაც მოზრდილებში, თუ თირკმელების  ფუნქცი ნორმალურია.

თირკმელების პრობლემების მქონე პაციენტები:

თირკმელების პრობლემების მქონე მოზრდილ პაციენტებში, ცეფიქსიმის ტაბლეტის  დოზა შესაძლოა საჭიროებდეს შემცირებას. თქვენი ექიმი გამოთვლის  დოზას თქვენთვის, სისხლის ან შარდის ანალიზების შედეგების მიხედვით, შეაფასებს რამდენად კარგად მუშაობს თქვენი თირკმელები და ასევე შესაბამისად თქვენი ინფექციის სიმძიმეს.

არასაკმარისია მონაცემებია ცეფიქსიმის ტაბლეტის გამოყენებასთან დაკავშირებით თირკმელების პრობლემების მქონე ბავშვებში და მოზარდებში. შესაბამისად ცეფიქსიმის  ტაბლეტის გამოყენება არ არის რეკომენდებული მოცემულ პაციენტებში გამოყენებისთვის.

12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდები :

წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში12  შეიძლება დაინიშნოს იგივე დოზა როგორც მოზრდილებში.

6 თვის ასაკიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვები:

6 თვეზე მეტი ასაკის და 11 წლამდე ასაკის ბავშვებს უნდა მიეცეთ ცეფიქსიმი პერორარული სუსპენზიის სახით (სითხე შიგნით მისაღებად), ვიდრე ტაბლეტი.

6 თვემდე ასაკის ბავშვები:

ცეფიქსიმის ტაბლეტი არ არის რეკომენდებული 6 თვემდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისთვის.

თუ იღებთ უფრო მეტ რაოდენობა ცეფიქსიმის ტაბლეტს, ვიდრე საჭიროა: თუ თქვენ შემთხვევით მიიღეთ მეტი ტაბლეტი ვიდრე საჭიროა, ან ბავშვი გადაყლაპავს ცეფიქსიმის ტაბლეტს, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო განყოფილებას ან თქვენს ექიმს .

თუ თქვენ დაგავიწყდათ ცეფიქსიმის ტაბლეტის მიღება:

თუ ტაბლეტის მიღება დაგავიწყდათ, მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ.

ამასთან, თუ შემდეგი დოზის მიღება გიწევთ 6 საათზე ნაკლებ დროში, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და გადადით თქვენს რეგულარულ გრაფიკზე. ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას.

თუ შეწყვეტთ ცეფიქსიმის ტაბლეტის მიღებას:

მკურნალობა არ შეწყვიტოთ ადრე, რადგან მნიშვნელოვანია, რომ დაასრულოთ მკურნალობის სრული კურსი, რათა შეამციროთ ინფექციის რეციდივის შესაძლებლობა.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, ცეფიქსიმმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში. შემდეგი გვერდითი მოვლენები არის მნიშვნელოვანია და დაუყოვნებლივი მოქმედება დაგჭირდებათ, თუ გამოგივლინდათ აღნიშნული. უნდა შეწყვიტოთ ცეფიქსიმის მიღება და დაუყოვნებლივ გაესაუბროთ ექიმს, თუ აღინიშნება შემდეგი სიმპტომები:

იშვიათი გვერდითი მოვლენები (1000 პაციენტზე 1-ზე ნაკლები შემთხვევა) მოიცავს:

• სახის, ენის და სასუნთქი გზების შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება.

ძალზე იშვიათი გვერდითი მოვლენები (10000 პაციენტზე 1-ზე ნაკლები შემთხვევა) მოიცავს:

• მოულოდნელი ალერგიული რეაქცია ქოშინით, გამონაყარით, შეშუპებით და არტერიული წნევის ვარდნით.

• ძლიერი, მასიური, კანის გამონაყარი.

ასევე აღინიშნა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ხშირი გვერდითი მოვლენები (10 პაციენტზე 1-ზე ნაკლები შემთხვევა) მოიცავს:

• დიარეა

ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები (100 პაციენტზე 1-ზე ნაკლებ შემთხვევა) მოიცავს:

• თავის ტკივილი

• გულისრევა

• ღებინება

• მუცლის ტკივილი

იშვიათი გვერდითი მოვლენები (1000 პაციენტზე  1-ზე ნაკლებ შემთხვევა) მოიცავს:

• მიკრობებით გამოწვეული ინფექციები, რომელზეც ცეფიქსიმი არ მოქმედებს.

მაგალითად, აფტოზური სტომატიტი

• მადის დაკარგვა

• პირის ღრუს ან / და სხვა შინაგანი ორგანოების ანთება

ანთება ან თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა სერიოზულდება, ან თუ შეამჩნია

თუ გამოვლინდა გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ბროშურაში, გთხოვთ, აცნობეთ ექიმს

ან ფარმაცევტი.

პირის ღრუს ან / და სხვა შინაგანი ორგანოების ანთება

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა რთულდება, ან თუ გამოვლინდა გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ბროშურაში, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

5. ცეფიქსიმის ტაბლეტის შენახვის პირობები

შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ  არაუმეტეს 30 ° C  ტემპერატურაზე, სინათლისაგან და ტენიანისგან დაცულ ადგილას. ცეფიქსიმის ტაბლეტი შეინახეთ  ორიგინალურ შეფუთვაში. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს ყუთზე ( ვარგისობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე)

არ უნდა მოხდეს მედიკამენტების  უტილიზაცია საკანალიზაციო წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ მოიახდინოთ იმ მედიკამენტის უტილიზაცია, რომელიც აღარ არის საჭირო. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. სხვა ინფორმაცია

რა შეიცავს ცეფიქსიმის ტაბლეტი

თითოეული აპკით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

ცეფიქსიმი USP ტრიჰიდრატის სახით, რომელიც ექვივალენტურია  400 მგ. უწყლო ცეფიქსიმის

შენახვა:

შეინახეთ  არაუმეტეს 30 ° C  ტემპერატურაზე, სინათლისაგან და ტენიანისგან დაცულ ადგილას.

შეფუთვა 1x10 ტაბლეტების მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

 

სად შევიძინოთ?