Nuk
კალციუმ 600 + D3 / Calcium 600+ D3

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: GENERICA
  • მწარმოებელი ქვეყანა: სლოვაკია
  • გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

ინგრედიენტები:
კალციუმის კარბონატი; სტაბილიზატორი: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი; თეთრი მოსაჭიქურებელი აგენტი: ნაწილობრივ ჰიდროლიზირებული პოლივინილის სპირტი, მაკროგოლი 3350, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი; შემასქელებელი: პოვიდონი; შეტკეპნის საწინააღმდეგო ნივთიერებები: ტალკი, კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური და მაგნიუმის სტეარატი; ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3). 

 

დახასიათება:  

კალციუმი აუცილებელია ძვლების და კბილების ნორმალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად. იგი ახდენს კუნთების და საჭმლის მომნელებელი ფერმენტების ნორმალური მუშაობის ნორმალიზებას, ხელს უწყობს სისხლის შედედებას და ენერგეტიკულ მეტაბოლიზმს. 

D ვიტამინი ხელს უწყობს კალციუმის და ფოსფორის შთანთქმას/უტილიზაციას, სისხლში და ძვლებში კალციუმის ნორმალური დონის და კუნთების ფუნქციის შენარჩუნებას. 

 

დოზირება: ერთი თაბლეტი დღეში ჭამის შემდეგ. 

აღწერა

შემადგენლობა/ტაბლეტი (1.98 გ)

ვიტამინი D3

10 მკგ (200% NVR*)

კალციუმი

0.60გ (75 %NVR*)

% NVR*=საკვები ნივთიერებების პროცენტული შემცველობის მაჩვენებელი 

 

გაფრთხილება

ინახება სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას.

საკვებმა დანამატმა არ უნდა შეცვალოს მრავალფეროვანი და დაბალანსებული რაციონი და ჯანსაღი ცხოვრების წესი. 

პრეპარატი უკუნაჩვენებია პირებისათვის მომატებული მგრძნობელობით მოცემული პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

ქრონიკული დაავადებების ან ხანგრძლივი მედიკამენტური მკურნალობის შემთხვევაში ჩაიტარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან საკვები დანამატის მიღების შესახებ.  

ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს ჩაიტარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან მოცემული საკვები დანამატის მიღების შესახებ. 

ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში. 

პროდუქტის ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე (EXP). 

შეფუთვა: კოლოფი, რომელიც შეიცავს 3 ბლისტერს 10 ტაბლეტით თითოეულზე. 

სად შევიძინოთ?