Nuk
ბრეინ ფორტე / Brain Forte

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Rioja Nature Pharma
  • მწარმოებელი ქვეყანა: ესპანეთი
  • გამოშვების ფორმა: კაფსულა #30
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა:

1 კაფსულა შეიცავს:

Ginkgo Biloba  გინგკო ბილობას   ფოთლების ექსტრაქტი   100 მგ

Phosphatidylserine Complex ფოსფატიდილსერინი   50 მგ

N-Acetyl L-Carnitine HC  ლ-კარნიტინი     50 მგ;

St. john's worst კრაზანა      100 მგ

L-Glutamine გლუტამინი       100 მგ;

Bacopa Monniera  ბაკოპა მონიერა      100 მგ;

Alpha-Glyceryl Phosphatidylcholine         5 მგ

Huperzine-A  ჰუპერზინ -A        10 მკგ

 

ჩვენებები: 

მეხსიერების დაქვეითება

გონებრივი გადაძაბვა გადაღლა

ინტენსიური გონებრივი მუშაობა, გამოცდების წინა პერიოდი

მენეჯერის სინდრომი

სხვადასხვა ეტიოლოგიის დისცირკულაციური ენცეფალოპათია (ინსულტი, ქალა-ტვინის ტრავმა, ხანდაზმულობის ასაკი), რომელსაც ახლავს ყურადღების და/ან მეხსიერების, ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება, შიშის შეგრძნება, ძილის დარღვევა;

- პერიფერიული სისხლის მიმოქცევის და მიკროცირკულაციის დარღვევა (მათ შორის ქვედა კიდურების არტერიოპათია), რეინოს სინდრომი;
-
ნეიროსენსორულიდარღვევები (თავბრუსხვევა,შუილიყურებში, ჰიპოაკუზია);

სხვადასხვ გენეზის  ენცეფალოპათია.

 

მოქმედების მექანიზმი:  

ბრეინ ფორტე  მცენარეული წარმოშობის პრეპარატია. 
აქტიური ნივთიერებები - ფლავონოიდური გლიკოზიდებია უმჯობესებენ სისხლის მიმოქცევასა და მის რეოლოგიურ მახასიათებლებს, აფართოებენ სისხლძარღვებს და ხელს უწყობენ მათი კედლების ელასტიურობის ზრდას, აფერხებენ თრომბოციტების აგრეგაციას. 
პრეპარატი ახდენს მეტაბოლური პროცესების ნორმალიზებას, ახასიათებს ქსოვილებზე ანტიჰიპოქსიური მოქმედება. აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, ჟანგბადისა და გლუკოზის მიწოდებას. აჩქარებს და აუმჯობესებს აზროვნების პროცესებს, მეხსიერებას გონებრივ შესაძლებლობებს
Ginkgo Biloba გინგკო ბილობას  ფოთლების ექსტრაქტი  აუმჯობესებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას ზრდის დოფამინისა და ნეირო-მედიატორებისსინთეზს,  ხელს უწყობს ნერვული სიგნალების გადაცემის სიჩქარის გაზრდას და ამით უზრუნველყოფს მეხსიერების, გონებრივი შესაძლებლობების  გაუმჯობესებას.

Phosphatidylserine Complex  ფოსფატიდილსერინი --  აუმჯობესებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას, გამოიყენება ყურადღების დეფიციტის დროს.

N-acetyl L carnitine  ლ-­კარნიტინის გავლენით უმჯობესდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ენერგიის გამომუშავება, ამტანობა მძიმე ფიზიკური დატვირთვისადმი და
აქტიურდება სხვადასხვა გენეზის სტრესით გამოწვეული უარყოფითი რეაქციების შედეგების კორექტირება და აღდგენითი პროცესები. ლ­-კარნიტინი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გულის კუნთის კუმშვადობას და აუმჯობესებს მის ენერგომომარაგებას.
­კარნიტინი როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის პროცესში დაგროვილი თავისუფალი რადიკალების გამოდევნას

St. john's worst კრაზანა -- ძლიერი ბუნებრივი ანტიდეპრესანტია. ის რეკომენდებულია შიშის, დაძაბულობისა და სტრესის დროს. კრაზანა 15-ზე მეტ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას შეიცავს, მათ შორის - ქოლინს, ვალერიანის მჟავას, საპონინებს, ეთერზეთებს,

L-Glutamine გლუტამინი - წარმოადგენს ამინომჟავას, რომელიც ზრდის ორგანიზმის ჰიპოქსიისადმი ამტანობას, გლუტამინის მჟავა მონაწილეობს  თავის ტვინის ნერვული ქსოვილის ცილის, ნახშირწყლებისა და ცხიმის ცვლაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცნს-ის  ნორმალური ფუნქციონირებაში.

Bacopa monnieri -- ბაკოპა მონიერა -- წარმოადგენს უძველეს (6-ე საუკუნე ჩვენი წელთაღრიცხვით) ინდურ სამკურნალო მცენარეს ,რომელიც გამოიყენება მეხსიერების გასაუმჯობესებლად,(აიურვედას მიმდევრები მას იყენებდნენ გრძელი წმინდა ჰიმნების დასაზეპირებლად).ეს მცენარე მნიშვნელოვნად ზრდის ტვინის ინტელექტუალურ და მენტალურ შესაძლებლობებს.

Huperzine-A -- ჰუპერზინ-A წარმოადგენს აცეტილქოლინესთრაზას ინჰიბიტორს.იგი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მეხსიერებას.რის  გამოც აქტიურად გამოიყენება ალცჰეიმერის დაავადების დროს.

Alpha-Glyceryl Phosphatidylcholine აუმჯობესებს მეხსიერებას აზროვნების უნარს , ზრდის  ნეირომედიატორის აცეტილქოლინის დონეს სისხლში

 

უკუჩვენება
-
ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდი;
-
პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

 

დოზირება და მიღების წესი:
მიიღება თითო კაფსულა  1-2ჯერ დღეში, უპირატესად საკვებთან ერთად.

 

გვერდითი მოვლენები:
იშვიათადკუჭ-ნაწლავის   თავის ტკივილი, კანზე გამონაყარი.


ვარგისიანობა  და  შენახვის პირობები:
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 10-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

სად შევიძინოთ?