Nuk
ართროკელან უ D6 (ნატუროპათი) / Arthrokehlan U D6 (Naturopath)

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: SANUM
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: წვეთები 10 მლ
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

 

შემადგენლობა
10 მლ შეიცავს: Corynebacterium sp. DSM 4223 D6-ის წყალხსნარის 10 მლ-ს;

დამხმარე ნივთიერება: გამოხდილი წყალი

 

ჩვენება
ორგანიზმის დაცვითი ძალების სტიმულაცია,კიბოს საწინააღმდეგო თერაპიაში დამატებითი თერაპიის სახით

 

თვისებები
Arthrokehlan `U~-ს მიიღება ადამიანის კბილის გრანულომის, დაავადებული პულპის მქონე კბილებისა და ნუშურების ბაქტერიული ფლორის გამონაყოფის Siphonospora polymorpha DSM 4223-ის გადათესვის გზით. აღნიშნული კულტურიდან დოქტორ ფონ ბრემერის მეთოდით შეიქმნა ფორმოლტოქსოიდი (კულტურის გაუვნებელყოფილი ფილტრატი), რომელიც ინტრამუსკულური ინექციის შემდეგ ორგანიზმის დაცვითი ძალების მყარ სტიმულაციას იწვევს.

 

მიღების წესი და დოზირება

შიგნით მისაღებად: 5-10 წვეთი დღეში ერთხელ, საკვების მიღებამდე შესაზელად: 5-10 წვეთი დღეში ერთხელ დაზიანებულ ადგილზე ან იდაყვის ფოსოში

 

გვერდითი მოქმედებები

ცნობილი არ არის

 

უკუჩვენებები

არ გამოიყენება მწვავე ინფექციური დაავადებების დროს

 

გამოშვების ფორმები

წვეთები 10 მლ მოცულობის ფლაკონი

 

სად შევიძინოთ?