არტერიონი / Arterion
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- მწარმოებელი კომპანია: Zendel
- მწარმოებელი ქვეყანა: ესპანეთი
- გამოშვების ფორმა: კაფსულა #60
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
არეგულირებს სისხლის არტერიული წნევას, აუმჯობესებს მეტაბოლურ მაჩვენებლებს,იცავს ენდოთელიუმსა და გულ–სისხძარღვთა სისტემას.
სრული ანოტაცია
კუნელი
კუნელს აქვს კარდიოვასკულარული ფარმაკოლოგიური აქტივობა, მათ შორის: ვაზოდილატაციური ეფექტი, პოზიტიური ინოტროპული ეფექტი, ენდოთელიუმის დამცავი მოქმედება და ჰიპოტენზიური ეფექტი.
ზეითუნის ზეთი
ზეითუნის ზეთს აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება, იცავს ენდოთელიუმს და არეგულირებს ქსოვილების მიერ გლუკოზის შეწოვას.
ნიორი
შეიცავს ალიცინს, სხვადასხვა ენზიმს, მინერალებსა და 17 ამინომჟავას. ალიცინი არის მთავარი ბიოაქტიური ნაერთი.
ნიორი თავის ბიოლოგიურ აქტივობას ავლენს ენდოთელიუმის რელაქსაციის, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბირებისა (ჰიპოტენზიური ეფექტი) და თრომბოციტების აგრეგაციის შემცირების გზით.
უკუჩვენებები
არ გამოიყენოთ მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ან ცნობილი ალერგიის შემთხვევაში.
სიფრთხილის ზომები
საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად.
არ უნდა გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
დოზირება და მიღების წესი
დოზირების ფორმა: კაფსულები
მიღების ფორმა: პერორალური
მიღების წესი: 4 კაფსულა დღეში საუზმემდე, ან 2 კაფსულა საუზმემდე და 2 სადილამდე.
არასასურველი გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენები არ არის აღწერილი.
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას.
შეუთავსებლობები
უცნობია.
შენახვა
არ შეინახოთ 25OC-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ მონოდოზის შემცველობა ორიგინალ შეფუთვაში.
დეტალები:
აქტიური ინგრედიენტები-ერთ კაფსულაზე
კუნელის ზეთის მაცერატი - 200 მგ
ზეითუნის ფოთლის ზეთის მაცერატი - 200 მგ
ნიორის ზეთის მაცერატი - 100 მგ