Nuk
არკომაგი კაფსულა / Arcomag B6


საკვები დანამატი ოკეანის მაგნიუმის და ვიტამინ B6-ის შემცველობით

 

შემადგენლობა: 

ოკეანის მაგნიუმი (ოქსიდის სახით), მალტოდექსტრინი. ანტიაგლომერანტი - მაგნიუმის სტეარატი, ვიტამინი B6. კაფსულის გარსი - ჟელატინი.

 

საშუალო ნუტრიციული ინფორმაცია:

1 კაფსულა შეიცავს

% NRV

2 კაფსულა შეიცავს

% NRV

ვიტამინი B6

1მგ

71%

2მგ

142%

მაგნიუმი

150მგ

40%

300მგ

80%


ფარმაკოლოგიური თვისებები:

მაგნიუმი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მინერალს, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მონაწილეობას იღებს 300-ზე მეტ ფერმენტულ პროცესში. მის მრავალფეროვან ფუნქციებს შორის აღსანიშნავია ნერვული და ძვალ-კუნთოვანი სისტემების გამართული ფუნქციონირება, არტერიული წნევისა და გულის რითმის რეგულირება და იმუნური სისტემის გაძლიერება. მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს თამაშობს გლუკოზის ცვლაში და ინსულინის მეტაბოლიზმში. მაგნიუმის დეფიციტი იწვევს შფოთვას და დეპრესიას. 

B6 ვიტამინი (პირიდოქსინი) წარმოადგენს წყალში ხსნად ვიტამინს, რომელსაც ადამიანი იღებს საკვებთან ერთად. მისი მრავალფეროვანი ფუნქციებიდან აღსანიშნავია მონაწილეობა ნეიროტრანსმიტერების (სეროტონინი, დოფამინი) სინთეზში. შესაბამისად, მისი დეფიციტი დაკავშირებულია დეპრესიის სიმპტომებთან, გუნება-განწყობის გაუარესებასთან. B6 ვიტამინი აუმჯობესებს თავის ტვინის ფუნქციონირებას, ამცირებს თვალის დაავადებების განვითარების რისკს. იგი აქვეითებს გულისრევისა და ღებინების სიმპტომებს ორსულობის დროს.

 

ჩვენებები:

• ძილის დარღვევა;

• ნევროზი, გაღიზიანებადობა, შფოთვა, დეპრესია;

• ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვა;

• ასთენია;

• შაკიკი;

• კუნთების ტკივილი და სპაზმი, კუნთების კრამპი;

• არტერიული ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, არითმია;

• მეტაბოლური სინდრომი, ინსულინრეზისტენტობა.

• პრემენსტრულური სინდრომი, პირველადი დისმენორეა;

• ორსულთა ტოქსიკოზი;

• ნაადრევი მშობიარობის პროფილაქტიკა;

• საშვილოსნოს ტონუსის მატება, პლაცენტარული სისხლის მიმოქცევის მოშლა, ნაყოფის კვების გაუარესება;

მიღების წესი და დოზირება:

ბავშვები 6-14 წლამდე: 1 კაფსულა დღეში. 

ბავშვები 15 წლის ზევით და მოზრდილები: 2 კაფსულა დღეში. 

პრეპარატი მიიღება მოზრდილი ჭიქით წყლის მიყოლებით. 

 

განსაკუთრებული მითითებები: 

გამოიყენება 6 წლის ასაკიდან.

საკვებ დანამატს არ შეუძლია ჩაანაცვლოს სრულფასოვანი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. 

 

ორსულობა და ლაქტაცია: გამოიყენება ორსულებში და მეძუძურ დედებში.

 

შენახვის პირობები: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

სად შევიძინოთ?