Nuk

 

სოფო ცერცვაძე მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს რესპირაციული და აბდომინური დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

 

მისი სამედიცინო და სამეცნიერო ინტერესების ძირითადი სფერო პედიატრიული რესპირაციული მედიცინაა.

 

მან გაიარა საქართველოს უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის და სკრენტონის უნივერსიტეტის (აშშ) ერთობლივი სასწავლო პროგრამა ჰოსპიტალურ მენეჯმენტში.

 

ის არის თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსი, ამერიკული პროგრამის პედიატრიული კლერკშიფის პედაგოგი, დავით ტვილდიანისა და საქართველოს უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული მოდულის ლექტორი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი.

 

სოფო ცერცვაძეს გავლილი აქვს სტაჟირება ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკაში (ავსტრია), ევროპის რესპირაციული საზოგადოების საზაფხულო პედიატრიულ სკოლაში და ემორის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში (ატლანტა, აშშ).

 

ის არის აგრეთვე:

საქართველოს რესპირაციული ასოციაციის წევრი;

საერთაშორისო კონგრესების საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;

50-მდე საერთაშორისო კონფერენციის და სემინარის მონაწილე:

22 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

 

იაშვილის კლინიკის რესპირაციული და აბდომინური მედიცინის დეპარტამენტები გამორჩეულია საქართველოს მასშტაბით.

 

აქ სასუნთქი და გასტროინტესტინალური სისტემების ნებისმიერი მწვავე თუ ქრონიკული

პათოლოგიების მართვა მულტიდისციპლინური მეთოდით-ეროვნული პროტოკოლების და აშშ-ს და ევროპის წამყვანი ასოციაციების რეკომენდაციების მიხედვით მიმდინარეობს.

 

დიაგნოსტიკის პროცესში აქტიურად ვთანამშრომლობთ ლუგარის ლაბორატორიასთან.