Nuk
ყოველკვირეული პროგნოზი

თარიღი: 06 აგვისტო, 2018

15.05.2023-21.05.2023

საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით კვირის განმავლობაში მოსალოდნელია ტემპერატურის მერყეობა, პერიოდულად წვიმა და ქარიანი ამინდი.

მუხის (Quercus) და წიფლის (Fagus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება.

ფიჭვის (Pinus) მტვრის მარცვლები დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება, თუმცა მის მტვრის მარცვლებს არ აქვს ალერგენული თვისებები.

ცხენისწაბლას (Aesculus) მტვრის მარცვლები მცირე რაოდენობით იქნება შეწონილი ჰაერში.

ერთეული სახით დაფიქსირდება ჯვაროსნების (Brassicaceae) და მჟაუნას (Rumex) მტვრის მარცვლები.

ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე ბალახოვანი მცენარეების, მარცვლოვნების (Poaceae) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება.

სოკოვანი ალერგენების: ალტერნარიას (Alternaria) და კლადოსპორიუმის (Cladosporium) სპორების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება.