Nuk
ატმოსფერულ ჰაერში კარგარეთა აეროალერგენების იდენტიფიცირება

თარიღი: 09 მარტი, 2018

ატმოსფერულ ჰაერში კარგარეთა აეროალერგენების იდენტიფიცირება და კონცენტრაციის განსაზღვრა მიმდინარეობს საქართველოს სამ დიდ ქალაქში (თბილისი, ქუთაისი და ბათუმი) 

 

კვლევითი ცენტრები

თბილისი არის საქართველოს დედაქალაქი. ის მდებარეობს მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, გადაჭიმულია 350 მ2 და მოიცავს 1 254 100 მოსახლეს. თბილისის კლიმატი გარდამავალია ტენიან სუბტროპიკულსა და საშუალოდ კონტინენტალურს შორის.

დედაქალაქის კლიმატზე ზემოქმედებენ აღმოსავლეთის მშრალი (ცენტრალური აზიის/ციმბირის) და დასავლეთის ნოტიო სუბტროპიკული (ატლანტიკური/შავი ზღვის) ჰაერის მასები.

ქუთაისი არის საქართველოს მეორე უმსხვილესი ქალაქი, რომელიც ამჟამად საკანონმდებლო დედაქალაქს წარმოადგენს. მისი მოსახლეობა 194 171 მოსახლეს შეადგენს. ის განლაგებულია დასავლეთ საქართველოში, იმერეთის რეგიონში, თბილისიდან დაშორებულია დასავლეთით 221 კმ-ის დაშორებით. ქუთაისი მდებარეობს მდინარე რიონის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 125-300 მეტრის სიმაღლეზე. ქუთაისში ნოტიო სუბტროპიკული კლიმატია.

 

ბათუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქია, იგი მნიშვნელოვანი პორტი და კომერციული ცენტრია. მისი მოსახლეობა 180,000 მოსახლეს შეადგენს. ბათუმი განლაგებულია შავი ზღვის სანაპიროზე ტენიანი სუბტროპიკული ზონის ჩრდილოეთ პერიფერიაზე. ქალაქის კლიმატზე ძლიერ გავლენას ახდენს შავი ზღვის ჰაერის ნაკადი. საქართველოსა და მთელს კავკასიაში ბათუმი ყველაზე ტენიანი ქალაქია.