Nuk
ნინო ჩოგოვაძე:"ჩვენთან აქტუალურია სუროგაციის ინსტიტუტი, რომელიც ბევრ ქვეყანაში აკრძალულია"

თარიღი: 21 თებერვალი, 2018

უშვილობა ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ თემად ითვლება. მისი გამომწვევი მიზეზები კი თითოეული წყვილის შემთხვევაში სხვადასხვაგვარია. რა იწვევს უშვილობას და ამ კუთხით რა მეთოდებს სთავაზობს თანამედროვე მედიცინა წყვილებს. უშვილობის პრობლემებზე მედიცინის დოქტორი, მეან-გინეკოლოგი ნინო ჩოგოვაძე საუბრობს.

 

როგორია დღეს საქართველოში უშვილობის სტატისტიკა?

ნინო ჩოგოვაძე: უშვილობა წყვილის პრობლემაა, მაშინ როდესაც მათ ერთი წლის განმავლობაში აქვთ დაუცველი ურთიერთობა და ორსულობა არ დგება. 40% შესაძლოა იყოს მამაკაცის პრობლემით გამოწვეული, 45% წარმოადგენს ქალის ფაქტორს, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში მიზეზი ორივე პარტნიორში თანაბრადაა. საშუალო სტატისტიკით უშვილობა არის 10-20%-მდე წყვილებში.

 

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რამდენად სწორად იგებენ უშვილობის პრობლემას პაციენტები?

ნინო ჩოგოვაძე: დღეს შედარებით გამარტივებულია პრობლემა. ექიმთან მოდიან დროულად და აღარ არის ეს დიდად სტრესული. გარდა ამისა, მამაკაცების პრობლემაც აღარ დგას და თავიდანვე თანაბრად იტარებენ წყვილები გამოკვლევებს, შესაბამისად შედეგიც დადებითი და დროულია.

 

რაც შეეხება გამოკვლევებს, რამდენად მარტივი ან რთულია პროცესი?

ნინო ჩოგოვაძე: პირველ რიგში ვადგენთ მიზეზს და შესაბამისია გამოკვლევებიც. უშვილობის პრობლემას აქვს სხვადასხვა სახის გამომწვევი ფაქტორი. ეს შესაძლოა იყოს: ჰორმონალური პრობლემები, საშვილოსნოს მილების დაზიანება, საკვერცხეების დაზიანებით გამოწვეული უშვილობა, იმუნოლოგიური, ფსიქოგენური და სტრესით გამოწვეული უშვილობა. რაც შეეხება 20%-ში ეს პრობლემა იდიოპათიურია (მიზეზი უცნობია).

 

ამ ფაქტორებიდან ყველაზე ხშირი მიზეზი რომელია?

ნინო ჩოგოვაძე: ყველაზე ხშირია ჰორმონალური პრობლემით გამოწვეული პათოლოგებიები, შემდეგ უკვე მილების პრობლემით გამოწვეული პრობლემები.

 

არის შემთხვევები, როდესაც აბორტი იწვევს უშვილობას?

ნინო ჩოგოვაძე: აბორტი არ აქვს მნიშვენლობა ეს პირველია თუ შემდგომი, უკავშირდება ინვაზიურ პროცესს, როდესაც ხდება საშვილოსნოს ხელოვნური გზით გამოფხეკა. ადრე, როდესაც ფხეკდნენ საშვილოსნოს სპეციალური ინსტრუმენტით, ზიანდებოდა საშვილოსნოს კედლები, რომელიც მომავალში იწვევდა ინფექციებს, ანთებით პროცესებს და სხვადასხვა სახის პრობლემებს. 

 

რაც შეეხება ასაკს. შესაძლოა ასაკში დაგეგმილი ორსულობა აღმოჩნდეს უშვილობის ერთ-ერთ მიზეზი?

ნინო ჩოგოვაძე: 38 წლამდე ითვლება რომ ქალი არის აქტიურ რეპროდუქციულ ასაკში, შემდეგ უკვე საკვერცხის ფუნქცია მნიშვნელოვნადად ქვეითდება, ასევე მცირდება ენდომეტრიუმში აქტიური პროცესი. სტატისტიკურად, დაფეხმძიმების უფრო დიდი შანსი ახალგაზრდა ქალბატონებს აქვს. თუმცა დღეს უკვე მედიცინა განვითარებულია და გარკვეული ასაკი პრობლემად აღარ ითვლება. 

 

რაც შეეხება გამოკვლევებს, რამდენად ხანგრძლივი და რთული პროცესია?
ნინო ჩოგოვაძე: საკმაოდ რთული პროცესია. გამოკვლევები მოიცავს - საშვილოსნოს მილების გამტარობის შემოწმებას, ასევე საკვერცხის გამოკვლევას. გარდა ამისა, ხდება მამაკაცის გამოკვლევა, სპერმატოგენეზის კონტროლი, ჰორმონული სპექტრი, იმუნოლოგიური გამოკვლევა და ა.შ

 

გამოკვლევების შემდეგ იწყება მკურნალობის ეტაპები...

 

ნინო ჩოგოვაძე: ინვიტრო განაყოფიერებამ დიდი პროგრესი განიცადა და დაეხმარა ბევრ უშვილო წყვილს ყოლოდათ შვილი. ეს ნამდვილად არის მომავლის ტექნოლოგია. ასევე იყო რამდენიმე შემთხვევა როდესაც მოხდა საშვილოსნოს გადანერგვა. თუმცა ჩვენს ქვეყანაში აქტუალურია სუროგაციის ინსტიტუტი, რომელიც ბევრ ქვეყანაში აკრძალულია. 

და ბოლოს, რაც მთავარია წყვილებში უნდა მოიხსნათ სტრესის პროცესი, დღეს ბევრი საშუალებაა იმისთვის, რომ დადგეს ნანატრი ორსულობა და ყველა წყვილს აქვს ამის შესაძლებლობა.

წყარო: https://4u.ge