Nuk
სა­კა­რან­ტი­ნე პი­რო­ბებ­ში გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ფსი­ქი­ატ­რი­ული პრობ­ლე­მე­ბი და ფსი­ქი­ატ­რის რჩე­ვე­ბი

თარიღი: 22 მაისი, 2020

ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ებ­აში ჯერ კი­დევ უხ­ერ­ხულ ტო­ნად მი­აჩ­ნი­ათ და თავს იკ­ავ­ებ­ენ — სა­ჭი­რო დროს მი­მარ­თონ ფსი­ქო­ლო­გებს, ფსი­ქი­ატ­რებს რჩე­ვის­თვის, სამ­კურ­ნა­ლოდ და ა.შ. დღეს, რო­ცა ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში მარ­თლაც ბევ­რს სჭირ­დე­ბა, ალ­ბათ, ფსი­ქო­ლო­გი­ური დახ­მა­რე­ბა და ფსი­ქი­ატ­რის რჩე­ვე­ბი, ამ­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მივ­მარ­თეთ ფსი­ქი­ატ­რს, თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სორს, თსუ-ის ვი­ცე-რექ­ტორს ნი­ნო ოკ­რი­ბე­ლაშ­ვილს, რო­მე­ლიც აქ­ტუ­ალ­ურ კითხვებ­ზე გვპა­სუ­ხობს.

თქვენ ყო­ველ­თვის სა­უბ­რობ­დით სტიგ­მა­ზე, რო­მე­ლიც ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ებ­აშია ფეხ­მო­კი­დე­ბუ­ლი. რო­გორ ფიქ­რობთ, დაძ­ლია სა­ზო­გა­დო­ებ­ამ სტიგ­მა თუ კვლავ ძა­ლა­შია ეს პობ­ლე­მა?
-  ზო­გა­დად, სტიგ­მა — ეს არ­ის ად­ამი­ან­ის მხრი­დან მე­ორე ად­ამი­ან­ის მო­რა­ლუ­რი გან­სჯა ის­ეთ სა­კითხებ­ში, რა­შიც ის „დამ­ნა­შა­ვე“ არ არ­ის. პრაქ­ტი­კუ­ლად, რო­ცა სტიგ­მა­ზე ვსა­უბ­რობთ, გან­სა­კუთ­რე­ბით მენ­ტა­ლუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის მქო­ნე პირ­თა მი­სა­მარ­თით, ეს სტიგ­მა მომ­დი­ნა­რე­ობს ში­შის­გან ან და­ცინ­ვის­გან მა­თი პრობ­ლე­მე­ბის მი­მართ, ამ­იტ­ომ ად­ამი­ანი ამ თით­ქოს­და „სირ­ცხვი­ლის დაღს“ გა­ურ­ბის და ცდი­ლობს — სა­კუ­თარ თავ­ზე ინ­ფორ­მა­ცია არ გა­ავ­რცე­ლოს, თა­ვი შე­იკ­ავ­ოს ექ­იმ­თან ვი­ზი­ტის­გან და, აქ­ედ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­რე სამ­ყა­როს­გან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ას­აც კი მი­მარ­თავს. ძა­ლი­ან ბევ­რი იმ­უშ­ავა ფსი­ქი­ატ­რთა სა­ზო­გა­დო­ებ­ამ იმ­ის­თვის, რომ ეს სტიგ­მა დაგ­ვეძ­ლია. ბევ­რი იმ­უშ­ავა სა­ზო­გა­დო­ებ­ამ­აც ამ თვალ­საზ­რი­სით. 2020 წელ­ში ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ება ბევ­რად უფ­რო გახ­სნი­ლია, ვიდ­რე ეს იყო 20 წლის წინ. დღეს უფ­რო ბევ­რი ად­ამი­ან­ის­გან გა­იგ­ებთ თა­მამ გა­ნაცხადს იმ­ის შე­სა­ხებ, რომ იგი იყო ფსი­ქო­ლოგ­თან, ფსი­ქი­ატ­რთან. ცო­ტა უჭ­ირთ, მა­ინც, ფსი­ქი­ატ­რის ხსე­ნე­ბა, მაგ­რამ, მი­უხ­ედ­ავ­ად ამ­ისა, ჩვენ წინ წა­ვე­დით და ეს დამ­ღა, ეს სირ­ცხვი­ლის გან­ცდა, გარ­კვე­ულ­წი­ლად, უკ­ვე დაძ­ლე­ულია. თუმ­ცა­ღა, რო­დე­საც სა­უბ­არია ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სით გა­მოწ­ვე­ული და­ავ­ად­ებ­ის კონ­ტექ­სტში სტიგ­მა­ზე, მინ­და ვთქვა, რომ დი­ახ, სტიგ­მას­თან მი­მარ­თე­ბით რა­ღაც პრობ­ლე­მე­ბი უკ­ვე სხვა კონ­ტექ­სტში გა­აქ­ტი­ურ­და. დღეს უკ­ვე სა­უბ­არია, რომ სტიგ­მა ეხ­ება არა მხო­ლოდ მენ­ტა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ად­ამი­ან­ებს, არ­ამ­ედ მათ, ვინც „კო­ვიდ 19“-ით და­ინ­ფი­ცირ­და. ეს მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა არ არ­ის. ძა­ლი­ან ბევ­რი ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე, რო­გორც ეს უცხო­ეთ­შია, შო­რი­დან უვ­ლის იმ ად­ამი­ან­ებს, ვინც კა­რან­ტინ­ში იყ­ვნენ ან ვი­საც, შე­საძ­ლოა, და­ავ­ად­ება ჰქონ­დეს. უფ­რო მეტ­საც გეტყვით, გარ­კვე­ული სო­ცი­ალ­ური დის­ტან­ცი­რე­ბა ის­ედ­აც ძა­ლი­ან კარ­გია, მაგ­რამ, ამ შემ­თხვე­ვა­ში, ეჭ­ვით უყ­ურ­ებ­ენ მედ-პერ­სო­ნალ­საც. ეს გა­და­სა­ლა­ხი პრობ­ლე­მაა. ჩვენ არ ვართ გა­მო­ნაკ­ლი­სი სამ­ყა­რო­ში. ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც აღ­მოჩ­ნდა „კო­ვიდ 19“-ის შემ­თხვე­ვე­ბი, კა­რან­ტინ­ში მყო­ფი ად­ამი­ან­ები, პა­ცი­ენ­ტე­ბი, მედ-პერ­სო­ნა­ლი, ის­ევე, რო­გორც ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის მქო­ნე პი­რე­ბი, გარ­კვე­ულ დის­ტან­ცი­რე­ბას გრძნო­ბენ ოჯ­ახ­ის წევ­რე­ბის­გა­ნაც კი.

თქვენ მუ­შა­ობთ სუ­იც­იდ­ის სა­კითხზე... იმ­ის­თვის, რომ თა­ვი­დან ავ­იც­ილ­ოთ ვი­რუ­სის პი­რო­ბებ­ში გა­მოკ­ვე­თილ ახ­ალ ყო­ფით თუ სუ­ლი­ერ პრობ­ლე­მებ­ზე მსგავ­სი რე­აგ­ირ­ებ­ის ფაქ­ტე­ბი, რა ქმე­დე­ბა და სტრა­ტე­გიაა სა­ჭი­რო?
- ძა­ლი­ან რთუ­ლი კითხვაა, რად­გან სუ­იც­იდ­სა და ეპ­იდ­ემი­ებს შო­რის კო­რე­ლა­ცი­აზე უფ­იქ­რი­ათ ექ­სპერ­ტებს, მაგ­რამ, მინ­და გითხრათ, რომ კონ­კრე­ტუ­ლი კო­რე­ლა­ცი­ის პოვ­ნა იმ კონ­ტექ­სტში, რომ ეპ­იდ­ემი­ებ­ის დროს მა­ტუ­ლობს სუ­იც­იდ­ის რის­კი, ას­ეთი რამ, ჯერ­ჯე­რო­ბით, არ არ­ის. თუმ­ცა­ღა, უცხო­ელი ექ­სპერ­ტე­ბი და, მათ შო­რის, ქარ­თვე­ლი ექ­სპერ­ტე­ბიც გა­მოთ­ქვა­მენ აზ­რს იმ­ის შე­სა­ხებ, რომ პოს­ტე­პი­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, გარ­კვე­ულ­წი­ლად, ეკ­ონ­ომ­იკ­ურ პრობ­ლე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რი­სას შე­იძ­ლე­ბა ად­ამი­ანს გა­უჩ­ნდეს ცუ­დი აზ­რე­ბის მოზღვა­ვე­ბა. ზო­გა­დად, ეპ­იდ­ემი­ებ­ის დროს ად­ამი­ან­ებ­ის ხან­გრძლი­ვი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის­ას, გა­სა­კუთ­რე­ბით ის ად­ამი­ან­ები, რომ­ლებ­საც მა­ნამ­დეც ჰქონ­დათ ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის გარ­კვე­ული პრობ­ლე­მე­ბი და, მათ შო­რის, სუ­იც­იდ­ური აზ­რე­ბი, შე­საძ­ლე­ბე­ლია ერ­თგვა­რად აღ­მოჩ­დნენ მოწყვლად­ნი სუ­იც­იდ­ური ქმე­დე­ბის მი­მართ. კი­დევ ერ­თხელ გა­ვუს­ვამ ხაზს — თუ ჩვენ ჩავ­თვლით, რომ ეპ­იდ­ემი­ები აღ­რმა­ვებს მარ­ტო­ობ­ის გან­ცდას და დეპ­რე­სი­ულ მიდ­რე­კი­ლე­ბებს ად­ამი­ან­ებ­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ სუ­იც­იდ­ური აქ­ტი­ვო­ბის მცი­რე­დად მა­ტე­ბის სუ­რა­თი მი­ვი­ღოთ. ეს არ­ის, უბ­რა­ლოდ, მო­საზ­რე­ბა და არ ეფ­უძ­ნე­ბა რა­იმე სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებს. რით ვუშ­ვე­ლოთ ამ პრობ­ლე­მას? უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ცნო­ბი­ლია, რომ სუ­იც­იდ­ის უკ­ან რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი დგას. თუ­კი ჩვენ ვიტყვით, რომ ესაა მარ­ტო­ობ­ით გა­მოწ­ვე­ული გა­უცხო­ებ­ის გან­ცდა, იგ­ივე, გა­რე სამ­ყა­როს­თან, სა­კუ­თარ თავ­თან და ასე შემ­დეგ, გარ­კვე­ულ­წი­ლად, თა­ვად მო­ქა­ლა­ქე­ებ­ის ვა­ლია ას­ეთი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ად­ამი­ან­ებ­ის იდ­ენ­ტი­ფი­კა­ცია შევ­ძლოთ. თუ პა­ცი­ენ­ტებს, რომ­ლებ­საც სუ­იც­იდ­ური აქ­ტი­ვო­ბა აღ­ენ­იშ­ნე­ბო­დათ და ის­ინი იყ­ვნენ ამ­ბო­ლა­ტო­რულ აღ­რიცხვა­ზე, ალ­ბათ, ფსი­ქი­ატ­რი­ული სერ­ვი­სე­ბის მიმ­წო­დებ­ლებ­მა ას­ეთი ად­ამი­ან­ები უკ­უკ­ავ­ში­რის­თვის უნ­და გა­მო­იწ­ვი­ონ და სა­ტე­ლე­ფო­ნო კონ­ტაქ­ტი და­ამ­ყა­რონ მათ­თან, რა­თა თა­ვი მარ­ტო არ იგ­რძნონ. ვინც მარ­ტო­სუ­ლად გრძნობს თავს და მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი აქ­ვს, ძა­ლი­ან დი­დი დახ­მა­რე­ბა შე­უძ­ლია გა­უწი­ოს, იგ­ივე, თსუ-ის ფსი­ქო­ლო­გი­ურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ფსი­ქო­ლო­გი­ური დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრმა, რო­მე­ლიც ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მა­ზე ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებს. ცენ­ტრი აბ­სო­ლუ­ტუ­რად უს­ას­ყიდ­ლოდ ემ­სა­ხუ­რე­ბა ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლებ­საც აქ­ვთ კითხვე­ბი ფსი­ქი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

სტრა­ტე­გია ძა­ლი­ან ბევ­რია! და კი­დევ — ძა­ლი­ან ფრთხი­ლად უნ­და იყ­ოს მას­მე­დია სუ­იც­იდ­ის ფაქ­ტე­ბის გა­შუ­ქე­ბი­სას და, გარ­კვე­ულ­წი­ლად, სუ­იც­იდ­ის ხელ­შემ­წყო­ბი, გა­მომ­წვე­ვი ფაქ­ტო­რე­ბი, რაც მი­ბაძ­ვის ემ­ოცი­ას აღ­ძრავს, უნ­და გა­მო­ირ­იცხოს.

სა­ყო­ველ­თაო სა­კა­რან­ტი­ნე პი­რო­ბებ­ში რამ­დე­ნად რთულ­დე­ბა ფსი­ქი­ატ­რი­ული პრობ­ლე­მე­ბი? რა სა­ხის პრობ­ლე­მებ­ზე შე­იძ­ლე­ბა სა­უბ­არი თქვე­ნი მხრი­დან?
- ზო­გა­დად, რო­დე­საც იწყე­ბა ას­ეთი ტი­პის დი­დი ეპ­იდ­ემი­ები, ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­ტუ­ლობს შფოთ­ვი­თი დარ­ღვე­ვე­ბის მქო­ნე ად­ამი­ან­თა რიცხვი. ეს არ­ის ის­ეთი დარ­ღვე­ვე­ბი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გავს ბუ­ნებ­რი­ვად არ­სე­ბულ სიმ­პტო­მა­ტი­კას ად­ამი­ან­ში, მაგ­რამ გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი, მო­ცუ­ლო­ბი­თი შფოთ­ვე­ბი არ­ღვევს მო­ქა­ლა­ქის ნორ­მა­ლურ აქ­ტი­ვო­ბას. ჯან­მრთე­ლი შფოთ­ვაა, რო­დე­საც ქუ­ჩა­ზე გა­დას­ვლი­სას ვნერ­ვი­ულ­ობთ, რად­გან ჩვენ „უშ­იშ­არი, ვი­თარ­ცა უხ­ორ­ცო“ ვერ ვიქ­ნე­ბით; წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა, პირ­ვე­ლი­ვე მან­ქა­ნის ბორ­ბლებ­ქვეშ აღ­მოვ­ჩნდეთ. დღე­საც, თუ ჩვენ გაცხო­ვე­ლე­ბუ­ლად ვა­დევ­ნებთ თვალ­ყურს ირ­გვლივ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს, ვით­ვა­ლის­წი­ნებთ სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბის მი­ერ მო­წო­დე­ბულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს — რო­გორ და­ვიც­ვათ თა­ვი და გა­რე­მო გარ­კვე­ული ინ­ფექ­ცი­ებ­ის­გან, ეს­ეც არ­ის ჯან­მრთე­ლი შფოთ­ვა. მაგ­რამ, იმ ად­ამი­ან­ებს, რომ­ლებ­საც ეპ­იდ­ემი­ის დაწყე­ბამ­დეც ჰქონ­დათ ფსი­ქი­კუ­რი დარ­ღვე­ვა შფოთ­ვი­თი აშ­ლი­ლო­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სით, უფ­რო გა­უმ­წვავ­დე­ბათ ჩვე­ული მდგო­მა­რე­ობ­ებ­ის აღ­ქმა. შფოთ­ვის ახ­ალი სა­ფუძ­ვე­ლი რო­ცა ჩნდე­ბა, ის­ინი უფ­რო ფარ­თო მას­შტა­ბით წარ­მო­აჩ­ენ­ენ თა­ვი­ანთ გან­ცდებს და სხე­ულ­ის პა­სუ­ხი შფოთ­ვა­ზე უფ­რო მწვა­ვედ წარ­მო­ჩინ­დე­ბა. ეს მდგო­მა­რე­ობა მე­დი­კა­მენ­ტო­ზურ ჩა­რე­ვას მო­ითხოვს. რაც შე­ეხ­ება ყვე­ლა­ზე რთულ პრობ­ლე­მას, რო­მელ­საც ვაწყდე­ბით ფსი­ქი­ატ­რე­ბი, ეს არ­ის მძი­მე ფსი­ქი­ატ­რი­ული პა­თო­ლო­გი­ებ­ის მარ­თვა სახ­ლის პი­რო­ბებ­ში ანუ დის­ტან­ცი­ური კავ­ში­რი, რო­ცა პა­ცი­ენ­ტი ყო­ველ­თვი­ურ­ად არ მო­დის ჩვე­ულ ვი­ზიტ­ზე. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქ­ვს ოჯ­ახს და მხარ­და­ჭე­რას (სა­უბ­არია იმ ოჯ­ახ­ის წევ­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც იზ­ოლ­აცი­ის ან კა­რან­ტი­ნის პი­რო­ბებ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან ას­ეთი ად­ამი­ან­ები გვერ­დით). არ­აფ­რით არ შე­იძ­ლე­ბა, ფსი­ქი­ატ­რი­ული პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ად­ამი­ან­ებ­მა ერთ მშვე­ნი­ერ დღეს შეწყვი­ტონ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბა. ვი­საც უკ­ვე დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბუ­ლი აქ­ვთ ფსი­ქი­ატ­რი­ული პა­თო­ლო­გი­ები, მინ­და ვურ­ჩიო, და­უკ­ავ­შირ­დნენ მკურ­ნალ ექ­იმს და თუ სა­ჭი­როა დო­ზი­რე­ბის ცვლი­ლე­ბა, მკურ­ნალ ექ­იმს ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა — დის­ტან­ცი­ურ­ად შეც­ვა­ლოს მე­დი­კა­მენ­ტის დო­ზი­რე­ბა.

მე­ორე მო­მენ­ტია კი­დევ, ეპ­იდ­ემი­ებ­ის დროს ხში­რად რთულ­დე­ბა ე.წ. აკ­ვი­ატ­ებ­ულ მდგო­მა­რე­ობ­ათა ნევ­რო­ზი. აკ­ვი­ატ­ებ­ულ მდგო­მა­რე­ობ­ათა ნევ­რო­ზის დროს პირ­ველ ად­გილ­ზეა ფიქ­რე­ბი დას­ნე­ბოვ­ნე­ბის და და­ბინ­ძუ­რე­ბის შე­სა­ხებ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სო­ცი­უმ­იდ­ან მო­დის ინ­ფორ­მა­ცია, რომ ას­ეთ­მა ად­ამი­ან­მაც ძა­ლი­ან ხში­რად მი­აქ­ცი­ოს პი­რად ჰი­გი­ენ­ას ყუ­რადღე­ბა და ამ დროს იგი ის­ედ­აც დიდ ყუ­რადღე­ბას იჩ­ენ­და ჰი­გი­ენ­ის მი­მართ. ამ­იტ­ომ, ქმე­დე­ბა გა­და­დის, პრაქ­ტი­კუ­ლად, უმ­არ­თავ რი­ტუ­ალ­ებ­ში. ამ შემ­თხვე­ვა­შიც, ას­ეთ­მა ად­ამი­ან­მა აუც­ილ­ებ­ელია კონ­სულ­ტა­ცია მი­იღ­ოს მკურ­ნა­ლი ექ­იმ­ის­გან, შე­საძ­ლოა სა­ჭი­რო გახ­დეს მე­დი­კა­მენ­ტე­ბის დო­ზი­რე­ბის ცვლი­ლე­ბაც.

იმ­ის­თვის, რომ ზო­გი­ერ­თმა არ „გა­რე­კოს“ სახ­ლის პი­რო­ბებ­ში და ახ­ალი რე­ალ­ობ­ის­გან გა­მოწ­ვე­ული პრობ­ლე­მე­ბის გა­მო, რო­გორ უნ­და მო­ვიქ­ცეთ?
- ძა­ლი­ან ბევ­რი რჩე­ვაა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და კი­დევ ერ­თხელ ვიტყვი, რომ ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ად­ამი­ან­ის­თვის — გარ­კვე­ული დის­ტან­ცი­რე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოს ნე­გა­ტი­ურ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან მი­მარ­თე­ბით და მარ­თოს ის ინ­ფორ­მა­ცი­ული ნა­კა­დე­ბი, რაც მო­დის მე­დი­იდ­ან. რას გუ­ლის­ხმობს ეს? დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აირ­ჩი­ოს მის­თვის ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი ორი ან სა­მი სა­ინ­ფორ­მა­ციო წყა­რო და დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ მძი­მე ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან ორ­ჯერ მე­ტად შე­ხე­ბა არ ჰქონ­დეს. ეს­ეც გა­და­ივ­ლის, ეპ­იდ­ემი­ები რჩე­ბა, ომ­ებ­იც მთავ­რდე­ბა და, სა­ბო­ლო­ოდ, ჩვენ, ად­ამი­ან­ები, უნ­და დავ­რჩეთ ახ­ალი გა­მოც­დი­ლე­ბით ამ დე­და­მი­წა­ზე და გა­ვაგ­რძე­ლოთ ცხოვ­რე­ბა. მინ­და, ერთ რა­მეს გა­ვუს­ვა ხა­ზი — ად­ამი­ანი ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად შფო­თავს მა­შინ, რო­დე­საც დღის წეს­რი­გი აქ­ვს, რო­ცა მან იცი — დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რის მე­რე რა უნ­და გა­აკ­ეთ­ოს. ამ­იტ­ომ, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია — დღე იყ­ოს გა­წე­რი­ლი, რო­გორც სას­კო­ლო გრა­ფი­კი, ისე. არ გა­მოგ­ვრჩეს რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი — ესაა პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე, პი­რად ჰი­გი­ენ­აზე, სახ­ლში ყოფ­ნის მი­უხ­ედ­ავ­ად თა­ვის გა­ლა­მა­ზე­ბა­ზე მუდ­მი­ვად ზრუნ­ვა, რად­გან ერ­თფე­როვ­ნე­ბა მო­საწყე­ნია. ამ­იტ­ომ, ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია — ყო­ვე­ლი დღე, გარ­კვე­ულ­წი­ლად, შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს ერ­თფე­რო­ვა­ნიც, მაგ­რამ, ამ­ავე დროს, და­ტო­ვეთ გრა­ფიკ­ში რა­ღაც სა­ათ­ები, რომ­ლის დრო­საც სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბებს გან­ვა­ხორ­ცი­ელ­ებთ. მა­გა­ლი­თად, არ და­გა­ვიწყდეთ მე­გობ­რებ­თან და­რეკ­ვა; აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ და გა­ვა­აქ­ტი­ურ­ოთ რა­ღაც ტა­ლან­ტი ჩვენ­ში და ვი­პო­ვოთ ის­ეთი რამ, რაც გვა­ინ­ტე­რე­სებს. ძა­ლი­ან ბევრ არ­ხზეა ფილ­მე­ბი, გაჩ­ნდა ელ­ექ­ტრო­ნულ წიგ­ნებ­ზე უფ­ას­ოდ წვდო­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. წიგ­ნი თუ არ გვა­ინ­ტე­რე­სებს, ვუს­მი­ნოთ მუ­სი­კას. მე მიკ­ვირს კი­დეც, რო­გორ ვცხოვ­რობ­დით 20, 30 წლის წინ, რო­დე­საც ინ­ტერ­ნეტ-სამ­ყა­რო არ არ­სე­ბობ­და. ამ წყა­როს შე­უძ­ლია მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა და ამ­აზე დი­დი აქ­ცენ­ტი უნ­და გა­ვა­კე­თოთ.

თქვენ რას საქ­მი­ან­ობთ ამ პე­რი­ოდ­ში? სახ­ლში დარ­ჩე­ნამ რა და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი ემ­ოცი­ები წარ­მოშ­ვა? რო­გო­რია ახ­ალი რუ­ტი­ნა?
- რამ­დე­ნა­დაც ძა­ლი­ან ბევრ რჩე­ვას ვიძ­ლე­ვი სხვე­ბის მი­მართ, არ ჩათ­ვა­ლოთ, რომ სა­კუ­თარ თავ­საც არ ვა­ყე­ნებ გარ­კვე­ული რუ­ტი­ნის წი­ნა­შე. მინ­და გითხრათ, რომ ჩე­მი კვი­რა ის­ევე არ­ის დატ­ვირ­თუ­ლი, რო­გორც იყო ად­რე, უბ­რა­ლოდ, დის­კომ­ფორ­ტია, გა­რეთ რომ ვერ გავ­დი­ვარ. მი­უხ­ედ­ავ­ად ამ­ისა, და­დე­ბი­თად ვუ­ყუ­რებ რა­ღა­ცებს. ერთ-ერ­თი და­დე­ბი­თი მო­მენ­ტია დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბა (სინ­ქრო­ნუ­ლიც და ას­ინ­ქრო­ნუ­ლიც). ოთხი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით ვკითხუ­ლობ ლექ­ცი­ებს, თით­ქმის ყო­ველ­დღი­ური ურ­თი­ერ­თო­ბა მაქ­ვს სტუ­დენ­ტებ­თან. მათ მა­ჯის­ცე­მა­საც ვუ­ყუ­რებ. ვი­ყი­დე რამ­დე­ნი­მე წიგ­ნი, რის­თვი­საც ჯერ ვერ მო­ვი­ცა­ლე, რად­გან ბევ­რმა სა­მეც­ნი­ერო ლი­ტე­რა­ტუ­რამ მი­იპყრო ჩე­მი ყუ­რადღე­ბა. ვთარ­გმნი რა­ღაც მა­სა­ლებ­საც, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია „კო­ვიდ-19“-თან და ვცდი­ლობ, რომ ამ­ის შე­სა­ხებ ჩვენს კო­ლე­გებ­საც გა­ვუ­ზი­არო.

დღეს სა­უბ­არია იმ­აზე, რომ ოჯ­ახ­ში იმ­ატა ძა­ლა­დო­ბის რის­კმა და მინ­და გითხრათ, ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ნე­გა­ტი­ური, რაც ხდე­ბა დღეს ოჯ­ახ­ებ­ში, იქ, სა­დაც არ­აჰ­არ­მო­ნი­ული იყო ცხოვ­რე­ბა, არ­ის კონ­ფლიქ­ტე­ბის მა­ტე­ბა. კა­რან­ტი­ნის პი­რო­ბებ­ში გა­იზ­არ­და ალ­კო­ჰო­ლი­სა და ნი­კო­ტი­ნის მოხ­მა­რე­ბა. ეს­ეც ხელს უწყობს გამ­ღი­ზი­ან­ებ­ლო­ბის მა­ტე­ბას.

მთა­ვა­რი, რაც მაჩ­ვე­ნა ამ ეპ­იდ­ემი­ამ, ესაა ის, რომ ჩვენ უნ­და და­ვუკ­ვირ­დეთ, ცო­ტა რიტ­მი და­ვაგ­დოთ და უფ­რო სწო­რად ვიცხოვ­როთ. ის ფუ­ფუ­ნე­ბა, რა­საც ჰქვია ვარ­ჯი­ში (ვერ ვა­ხერ­ხებ­დი აქ­ამ­დე), და­ვიწყე სახ­ლის პი­რო­ბებ­ში. სულ მე­გო­ნა, რომ ამ­ის დრო არ მქონ­და. თურ­მე ამ­ის დრო მქო­ნია.

სახ­ლში დარ­ჩე­ნა აკ­ვი­ატ­ება არ არ­ის, სახ­ლში დარ­ჩე­ნა — ეს აუც­ილ­ებ­ლო­ბაა. ჩვე­ნი სახ­ლში გა­ტა­რე­ბუ­ლი ერ­თი სა­ათი, ორი კვი­რის მერე, და­ახ­ლო­ებ­ით, სა­მი-ოთხი ად­ამი­ან­ის კე­თილ­დღე­ობ­აზე შე­იძ­ლე­ბა აის­ახ­ოს. ასე რომ, დავ­რჩეთ სახ­ლში, ვი­მუ­შა­ოთ თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ვი­მუ­შა­ოთ სა­ზო­გა­დო­ებ­ის გა­კე­თილ­შო­ბი­ლე­ბა­ზე და მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვუწყოთ ხე­ლი — ჩვე­ნი ხვა­ლინ­დე­ლი დღე რომ უფ­რო კე­თი­ლი, უფ­რო წარ­მა­ტე­ბუ­ლი და უფ­რო უკ­ეთ­ესი იყ­ოს.

წყარო: http://newspaper.tsu.ge/