Nutricia
რატომ არის მზის სხივები განსაკუთრებით საშიში ბავშვებისთვის და რამდენი ხანი იცავს მზისგან დამცავი პატარას კანს

თარიღი: 09 ივლისი, 2020

რატომ არის მზის სხივები განსაკუთრებით საშიში ბავშვებისთვის და რამდენი ხანი იცავს მზისგან დამცავი პატარას კანს?
ზღვა ნებისმიერი ბავშვის საყვარელი კურორტია. მზიან სანაპიროზე თამაში არასდროს არის პატარებისთვის საკმარისი, თუმცა ამ დროს მშობლები განსაკუთებული გამოწვევის წინაშე დგებიან – როგორ დაიცვან პატარები მზის ულტრაიისფერი სხივებისგან ისე, რომ ზღვაზე ყოფნით პატარებმა სარგებელიც მიიღონ. ულტრაიისფერი სხივების მავნებლობის შესახებ ყველას სმენია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რეალურად რა სხივებია ეს და რატომ არის მავნებელი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მზის სხივებისგან დაცვა მხოლოდ ზღვის სანაპიროზე არ არის საჭირო. ყოველდღიურად მზეზე გასვლისას აუცილებელია მისგან სათანადოდ დაიცვათ თავი და განსაკუთრებით დაიცვათ თქვენი პატარები.

რა არის ულტრაიისფერი სხივები?
ულტრაიისფერი სხივები სამ ჯგუფად იყოფა: А, В და С. ადამიანისთვის ყველაზე საშიშია – С, თუმცა ის დედამიწის ზედაპირამდე ვერ აღწევს. С სხივებისგან ოზონის შრე გვიცავს.

А ნაწილის გრძელი ტალღები,  დედამიწის ზედაპირამდე მოღწეული ულტრაიისფერი გამოსხივების 90-95% შეადგენს.  გააჩნია უფრო ღრმა ფენებში შეღწევის უნარი, იწვევს  სხვადასხვა  ალერგიების პროვოცირებას და იმუნიტეტის დასუსტებას. მას „დაბერების სხივებსაც“ უწოდებენ, რადგან ამ ტიპის სხივების კანზე მოხვედრისას, ჩქარდება ნაოჭების წარმოქმნის პროცესი.  

B ოზონის სფეროში თავისუფლად გადის, თან დროთა განმავლობაში სულ უფრო ინტენსიურად. სწორედ ის მოქმედებს კანის ზედა ფენებზე და მათში მელანინის გამომუშავების სტიმულაციას ახდენს, რაც კანის გამუქებას იწვევს.   მელანინი  არის ბუნებრივი ფილტრი  მზის ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან  დასაცავად, მის გარეშე კანი გაცილებით ადრე დაბერდებოდა, ასევე კანის კიბოს  გაჩენის მომეტებულ რისკს ექნებოდა ადგილი.

რატომ არის მზის სხივები განსაკუთრებით საშიში პატარებისთვის?
ახალშობილის კანში  მცირე რაოდენობის მელანოციტებია, რომლებიც ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით მელანინს წარმოქმნიან. ამიტომ  ზაფხულის პერიოდში წლამდე ასაკის ბავშვის ღია მზის სხივების ქეეშ გაყვანა  კატეგორიულად აკრძალულია.

თუმცა, მზის სხივები გონივრულ ფარგლებში აუცილებელია ბავშვის ჯანმრთელობისთვის და D ვიტამინის გამომუშავებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანია, ბავშვის სასეირნოდ გაიყვანოთ, როცა მზე ნაკლებად აქტიურია-დილით  11 სთ-მდე და საღამოს 6-ის შემდეგ.

როგორ დავიცვათ ბავშვი ულტრაიისფერი სხივებისგან?
მზეზე გასვლის მომენტში ეცადეთ, ბავშვს ღია ფერის, ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელი ჩააცვათ. აუცილებელია, მზეზე  ბავშვს ეხუროს ქუდი.  

ბავშვის  დამატებითი დაცვისთვის უნდა გამოიყენოთ  მზისგან დამცავი   ისეთი საშუალებები, რომლებიც შეიცავენ   A და  B სხივების  მოქმედების საწინააღმდეგო  კომპლექსური დაცვის  ფილტრებს. საქართველოს ბაზარზე ასეთია გერმანული ბრენდი  „ბიუბხენი“, რომლის პროდუქცია განკუთვნილია მგრძნობიარე კანისთვის. ის შეიცავს კომბინირებულ   UVA/UVB  ფილტრების სისტემას, რომელიც  უზრუნველყოფს  მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან  ხანგრძლივ დაცვას.
გამოიყენება ბავშვებისთვის 6 თვიდან, ასევე  მოზრდილებისთვის.   არის წყალგამძლე. ადვილად ნაწილდება კანზე. არ შეიცავს  მინერალურ ზეთებს, არომატიზატორებს, საღებავებს და კონსერვანტებს.   ასევე არ შეიცავს ოკტოკრილენს. ოკტოკრილენი არის ნივთიერება, რომელსაც იყენებენ კოსმეტიკურ წარმოებაში. ის გადის კანის ბარიერს და აქვს ჰორმონის მსგავსი მოქმედება. არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ოკტოკრილენი  იწვევს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას და ზრდის მელანომის წარმოქმნის რისკს. ევროკავშირის ქვეყნებში ოკტოკრილენის გამოყენება აკრძალულია.

რას ნიშნავს აბრევიატურა
SPF და რამდენი უნდა იყოს?
მზისგან დამცავ საშუალებებზე აღნიშნული აბრევიატურა - SPF იშიფრება, როგორც მზისგან დამცავი ფაქტორი (Sun Protection Factor). SPF კოეფიციენტით  შეიძლება განვსაზღვროთ მზეზე უსაფრთხოდ ყოფნის პერიოდი  შემდეგი ფორმულით:  N X SPF, სადაც N -არის დრო მზეზე გასვლიდან კანის  სიწითლის დაწყებამდე  ანუ კანის ბუნებრივი თავდაცვის პერიოდი, რომელიც კანის ტიპზეა დამოკიდებული. ეს არის  5 წთ  თეთრი კანის  შემთხვევაში, 10 წთ - საშუალო კანისთვის, 15 წთ - მუქი კანისთვის. კანის ბუნებრივი თავდაცვის საშუალო დრო ბავშვებში არის 5 წუთი. მაგ; მზისგან დამცავი რძე SPF 30-ით გამოყენებისას მზეზე უსაფრთხოდ ყოფნის დრო არის 150 წთ ( 5X 30).

დამცავის მოქმედების დროის გასვლის შემდეგ აუცილებელია მისი ხელმეორედ წასმა. ბანაობის შემდეგ კანის პირსახოცით გამშრალების შემთხვევაშიც, აუცილებელია დამცავის თავიდან წასმა.