Nuk
გასტრიტი ბავშვებში

თარიღი: 16 ოქტომბერი, 2016

გასტრიტი ბავშვებში: რისკ ფაქტორები, სიმპტომები და მკურნალობის შესაძლებლობები.

საუბრობს ბავშვთა გასტროენტეროლოგი ბატონი დავით მახათაძე

გასტრიტი გახლავთ კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადება. რომლის ძირითად ეტიოლგიურ  ფაქტორად დღესდღეობით ჰელიკობაქტერია - Helikobacter pylori  მიიჩნევა. გასტრიტის მაპროვოცირებელ ფაქტორებს განეკუთვნება არასწორი კვება, სტრესი და სხვ. ჰელიკობაქტერიით პირველადი დასნებოვნება , როგორც წესი, ხდება ოჯახში:  საერთო ჭურჭლით, დაუბანელი ხელებით და ა.შ. დაინფიცირებიდან რამოდენიმე წლის განმავლობაშიც კი , შესაძლოა არ აღინიშნებოდეს არანაირი სიმპტომი. თუმცა ანთებითი ცვლილებები კუჭის ლორწოვანში ამ დროს  უკვე მიმდინარეობს და ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოხდეს  კლინიკური გამოვლინება მადის დარღვევის, კუჭის არეში ტკივილის და დისკომფორტის, გულისრევის შეგრძნების სახით .

 ხშირად ეს პერიოდი ემთხვევა სკოლის დაწყების პერიოდს ,როდესაც ბავშვის ცხოვრებაში ჩნდება დამატებითი პირობები გასტრიტის განვითარებისათვის. ეს არის ძლიერი ფსიქოემოციური  დატვირთვა და ნორმალური კვებითი რეჟიმის უგულებელყოფა. ამ დროს სადილი ხშირად ჩანაცვლდება ჩიპსებით ან ე.წ “Fast Food”-ით( სწრაფი კვების ობიექტები), რასაც ემატება გაზიანი  ტკბილი სასმელი.

შედარებით იშვიათი , მაგრამ მნიშვნელოვანი მიზეზი ე.წ სასკოლო გასტრიტისა შესაძლოა გახდეს სტრესი. სტრესის, ფსიქოემოციური დატვირთვისა და გადაღლის ფონზე ირღვევა კუჭის ლორწოვანის სისხლმომარაგება, მის ზედაპირზე ჩნდება წერტილოვანი დეფექტები, რაც შემდგომში საფუძვლად უდევს ეროზიის და წყლულის განვითარებას.

ყველა დედამ უნდა იცოდეს გასტრიტის გამწვავების პირველი და მნიშვნელოვანი ნიშნები
        ყრუ და შემაწუხებელი ტკივილი და დისკომფორტი კუჭის არეში
        ბოყინი ან არასასიამოვნო სუნი პირიდან
        სწრაფი დანაყრებისა და კუჭის სისავსის შეგრძნება ჭამის დროს
        მადის დაქვეითება

სკოლის მოსწავლეთა 50 %–ზე მეტია    Helicobacter pylori-ს  მატარებელი. ბაქტერიის გააქტიურების პროვოცირებას  სწორედ არასწორი კვება და სტრესული სიტუაციები იწვევს.

დღესდღეობით არსებობს შემუშავებული სქემა კუჭის წყლულოვანი დაავადებების მკურნალობისათვის. თუმცა საწყის ეტაპზე, როდესაც საქმე გვაქვს გასტრიტის პირველად გამოვლინებასთან, ასეთი მძიმე მკურნალობის დაწყება ანტიბიოტიკებით შესაძლოა საზიანო გახდეს ბავშვის ორგანიზმისათვის.

აუცილებელია კვების რეჟიმის მოწესრიგება და სტრესული სიტუაციებისაგან ბავშვის არიდება. თუმცა ეს მიდგომა  შემცირებს  მხოლოდ გამწვავებების რიცხვს. ხოლო კუჭში დაბუდებული ინფექციის გავრცელებისაგან არ დაგვიცავს.

დღესდღეობით ჩვენს ბაზარზე გამოჩნდა პრეპარატი ჰელინორმი (lactobacillus reuteri)–ეს გახლავთ პრობიოტიკი, ე.წ. მეგობარი ბაქტერია. გერმანელი მეცნიერების მიერ დამტკიცებულია, რომ  იგი ეფექტურად ებრძვის  Helicobacter pylori–ს .   მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჰელინორმი იცავს ბავშვის ორგანიზმს ანტიბიოტიკოთერაპიისაგან. მას პრაქტიკულად არ გააჩნია გვერდითი მოვლენები და მისი გამოყენება დაშვებულია 6 წლის ასაკის ზემოთ. დოზირება -  ერთი კაფსულა ერთჯერადად დღეში,  ოთხი კვირის განმავლობაში. ჰელინორმს გააჩნია სტატუსი GRAS - აღიარებულია როგორც უსაფრთხო (generally recognized as safe).ასევე  აღიარებულია FDA - ის მიერ  (Food and Drug Administration). ამგვარად თუ თქვენს ბავშვს აქვს არასასიამოვნო შეგრძნებები კუჭ– ნაწლავის მხრივ, აქვს დაქვეითებული მადა, სუნი პირიდან, ბოყინი.  დღეს უკვე შესაძლებელია პროფილაქტიკის მიზნით მივიღოთ ჰელინორმი და გარკვეულწილად დავიცვათ ჩვენი პატარა ბაქტერიის შემდგომი მავნე ზემოქმედებისაგან.