ტრიოვიტი / Triovit


შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს:
ბეტა-კაროტინი (პროვიტამინი A) 10 მგ
ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტამინი E) 40 მგ
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) 100 მგ
სელენი (კომპლექსი საფუარებით)
დამხმარე ნივთიერებები:
ტალკი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, დლ-ალფა-ტოკოფეროლი, ასკორბილპალმიტატი, ნატრიუმის ასკორბატი, საქაროზა, ჟელატინი, სიმინდის სახამებელი, ეთილცელულოზა, ჟელატინის კარბოჰიდრატი.

კაფსულის გარსის შემადგენლობა:
ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი, საღებავი ქინოლონი ყვითელი (E104), საღებავი აზორუბინი (E122), საღებავი წითელი 4R (E124), მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი.
აღწერა
მოალუბლისფრო-წითელი ფერის კაფსულები, კაფსულის შემცველობა – ფხვნილების ნარევი მოწითალო-მოყავისფრო, ყავისფერი და მოყვითალო-თეთრი ფერის. 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
პოლივიტამინი მიკროელემენტებით.

ათქ კოდი 
A11AA03.

ფარმაკოლოგიური მოქმედება
ასკორბინის მჟავას (ვიტამინი c), ბეტა-კაროტინსა (რომელიც ორგანიზმში გარდაიქმნება A ვიტამინად) და ტოკოფეროლს (ვიტამინი E) გააჩნიათ ანტიოქსიდანტური მოქმედება, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმს იცავენ თავისუფალი რადიკალების მავნე მოქმედებისაგან.
A, E ვიტამინები და ბეტა-კაროტინი ანეიტრალებენ თავისუფალ რადიკალებს, ბლოკავენ რა მათ შეჯვარებულ ელექტრონს და იცავენ უჯრედოვანი მემბრანების ლიპიდებს დაზიანებისაგან. 
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) მოქმედებს უჯრედის წყლოვან გარემოში თავისუფალი რადიკალების გაუვნებელყოფის რეაქციებში. 
A, C და E ვიტამინები ავსებენ და აძლიერებენ ერთმანეთის ანტიოქსიდანტურ მოქმედებას.
ვიტამინ-ანტიოქსიდანტების ეფექტიანობა დამოკიდებულია იმ ფაქტზე, რომ ისინი გამოიყენება იზოლირებულად ან ერთმანეთთან კომბინაციაში. სელენი წარმოადგენს გლუტატიონპეროქსიდაზას ფერმენტის შემადგენელ ნაწილს. 
გლუტატიონპეროქსიდაზა არის უჯრედის ანტიოქსიდანტური დაცვის შემადგენელი ნაწილი და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოქსიდანტების მიერ უკვე მიყენებული დაზიანებების აღდგენაში და თავისუფალი რადიკალების წარმოქმნის ჯაჭვური რეაქციის შეწყვეტაში. გლუტატიონპეროქსიდაზა ახდენს თავისუფალი რადიკალების ჟანგვის ყველაზე ტოქსიკური პროდუქტების ლიპოპეროქსიდების ნეიტრალიზებას. C, E ვიტამინების, ბეტა-კაროტინისა და სელენის კომბინაცია არის რაციონალური ანტიოქსიდანტური მოქმედების გამოსავლენად.
ვიტამინ-ანტიოქსიდანტების დამცავი თვისებები ვლინდება გარემოს არახელსაყრელი ფაქტორებისადმი ორგანიზმის მდგრადობის მომატებაში, ორგანიზმის დამცავი თვისებების გაძლიერებაში, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაში, ხელს უწყობს ორგანიზმის დაბერების პროცესის შეფერხებას. 

გამოყენების ჩვენებები
ტრიოვიტის კაფსულების მიღება რეკომენდებულია:
ვიტამინ-ანტიოქსიდანტებისა და სელენის დეფიციტისას;
არასრულფასოვანი კვებისას და არაბალანსირებული დიეტისას;
მავნე საწარმოო პირობებში მუშაობისას;
არახელსაყრელი ეკოლოგიური გარემოს მქონე რეგიონებში, განსაკუთრებით, დიდ ქალაქებში ცხოვრებისას;
ნიკოტინზე დამოკიდებულებისას;
მზით აქტიური დასხივების ზემოქმედებისას (ზაფხულში გარუჯვისას)
ინტენსიური ფიზიკური და გონებრივი დატვირთვებისას.

გამოყენების წესი და დოზები
მოზრდილებისა და 15 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისათვის რეკომენდებულია დღეში 1-2 კაფსულა ტრიოვიტის მიღება. 10 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში შეიძლება დღეში ერთი კაფსულის მიღება ექიმის რეკომენდაციით.
კაფსულები მიიღება შიგნით, ჭამის შემდეგ, წყლის მცირე რაოდენობის მიყოლებით. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 2 თვეს. განმეორებითი კურსები ტარდება ექიმის რეკომენდაციით.

გვერდითი მოქმედება
იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები პრეპარატის ცალკეულ კომპონენტებზე.
კაფსულებში შემავალი ბეტა-კაროტინის ხანგრძლივი მიღებისას შეიძლება აღინიშნოს კანის გაყვითლება და შარდის ფერის შეცვლა. ეს მოვლენები უსაფრთხოა, თუმცა საჭიროებს პრეპარატის მოხსნას, რის შემდეგაც ეს რეაქციები გადის.
პრეპარატი ტრიოვიტი მიიღება ჭამის შემდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება აღინიშნოს სიმძიმის შეგრძნება კუჭის არეში ან მეტეორიზმი.

უკუჩვენებები
პრეპარატში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტისადმი მომატებული მგრძნობელობა.
A და E ჰიპერვიტამინოზი.
10 წლამდე ბავშვთა ასაკი.

ზედოზირება
მაღალი დოზების მიღების შედეგად (დღეში 15 კაფსულაზე მეტი) შეიძლება აღინიშნოს გულისრევა, პირღებინება, კანისა და ფრჩხილების გაყვითლება. ასეთ შემთხვევებში, რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.
მკურნალობა: სიმპტომატური.

განსაკუთრებული მითითებები
ბეტა-კაროტინის ხანგრძლივი მიღების შემდეგ შეიძლება აღინიშნოს კანის საფარის გაყვითლება, რაც საშიში არ არის და გადის პრეპარატის მოხსნის შემდეგ.

ორსულობა და ძუძუთი კვება
ტრიოვიტის მიღება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდებში შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

ზემოქმედება ავტომობილებისა და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე
ზემოქმედება ავტომობილებისა და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე გამოვლენილი არ არის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
იმავდროულად სხვა ვიტამინური, ვიტამინურ-მინერალური პრეპარატების მიღებისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია ჰიპერვიტამინოზის რისკის გამო.

შენახვის პირობები
შეინახეთ არა უმეტეს 25oC ტემპერატურის პირობებში სინათლისა და ტენისაგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი

გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.


შეფუთვა

10 კაფსულა ბლისტერში.

მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.


მწარმოებელი

“კრკა დ.დ.”, ნოვო მესტო, შმარიეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია