Nuk
ტორაგამა 10 მგ / Toragamma® 10 mg


1. რა არის ტორაგამა 10მგ ტაბლეტები  და რისთვის გამოიყენება ის?

ტორაგამა10მგ ტაბლეტები არის შარდმდენი და წნევის დამწევი საშუალება, რომელიც განეკუთვნება მარყუჟოვან დიურეზული პრეპარატების ჯგუფს.

ტორაგამა10მგ ტაბლეტები გამოიყენება

ნაჩვენებია შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ და თავიდან ასაცილებლად:

გულის კუნთების ფუნქციის მოშლით გამოწვეული სითხის დაგროვება  ქსოვილებში და/ან სხეულის ღრუებში.

2. რა უნდა გაითვალისწინოთ ტორაგამა 10მგ ტაბლეტების მიღებამდე?

ტორაგამა 10მგ ტაბლეტები არ უნდა მიიღოთ:
- თუ ალერგიული ხართ ტორასემიდის, სტრუქტურულად მსგავსი ნივთიერებების ან მე-6 თავში ჩამოთვლილი დამხმარე ნივთიერებების მიმართ
- თუ თირკმელების მიერ არ ხდება შარდის გამოყოფა (ანურია)
- თუ დარღვეული გაქვთ ღვიძლის ფუნქცია, რასაც თან ახლავს გონების დაბინდვა (კომა ან პრეკომა)
- დაბალი წნევის დროს (ჰიპოტონია)
- ცირკულაციური ფუნქციის მოშლის დროს (ჰიპოვოლემია)
- ნატრიუმის ან კალიუმის ნაკლებობის დროს (ჰიპონატრიემია, ჰიპოკალიემია)
- შარდის ნაკადის შეფერხების დროს (მაგალითად პროსტატას პათოლოგიური გადიდების საფუძველზე)
-  ლაქტაციის პერიოდში

უსაფრთხოება და განსაკუთრებული მითითებები

ტორაგამა 10მგ ტაბლეტების მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

ვინაიდან არ არის საკმარისი კვლევები ჩატარებული, რეკომენდირებული არ არის პრეპარატის მიღება შემდეგ შემთხვევებში:
- პოდაგრა
- მაღალი ხარისხის პათოლოგიური გულისცემა და გულის რეჟიმის დარღვევა (მაგ.: სინოატრიალური ბლოკადა, მეორე ან მესამე ხარისხის AV ბლოკადა)
- მჟავა-ტუტოვანი ბალანსის პათოლოგიური ცვლილებები
- ერთდროული მკურნალობა ლითიუმით და გარკვეული ანტიბიოტიკებით - ამინოგლიკოზიდები, ცეფალოსპორინები)
- სისხლის ანალიზში პათოლოგიური ცვლილებები (მაგ.: თრომბოციტოპენია ან ანემია, იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დაქვეითება)
- თირკმლის ფუნქციის დარღვევა, რაც გამოწვეულია იმ ნივთიერებებით, რომლებიც აზიანებენ თირკმელს.
ტორაგამა10მგ ტაბლეტების მიღებამ შეიძლება დოპინგის კონტროლზე დადებითი პასუხი აჩვენოს.

ბავშვები

იქიდან გამომდინარე, რომ 12 წლამდე ბავშვებში არ ჩატარებულა საკმარისი კვლევები, არ არის რეკომენდირებული მათთვის ტორაგამა10მგ ტაბლეტების გამოყენება.

ტორაგამა10მგ ტაბლეტების მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, იღებდით ან აპირებთ მიიღოთ რაიმე სხვა პრეპარატი.

ტორაგამა 10მგ ტაბლეტები ზრდის წნევის დამწევი სხვა საშუალებების, განსაკუთრებით აგფ-ინჰიბიტორების ეფექტს. თუ ტორაგამა 10მგ ტაბლეტებით მკურნალობისას დამატებით გამოიყენება აგფ-ინჰიბიტორები ან ტორაგამა 10მგ ტაბლეტებით მკურნალობის დასრულებისთანავე მიიღება ეს ინჰიბიტორები, შესაძლებელია ამან გამოიწვიოს წნევის ძლიერი ვარდნა.

ტორაგამა 10მგ ტაბლეტების მიღებით გამოწვეულ შესაძლო კალიუმის ნაკლებობას შეიძლება შედეგად მოჰყვეს პარალელურად გამოყენებული დიგიტალისის შემცველი პრეპარატების გვერდითი ეფექტების მომატება.

ტორაგამა 10მგ ტაბლეტებმა შესაძლოა შეამცირონ დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტების ეფექტი.

პრობენეციდმა (რომელიც გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ) და გარკვეული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებმა (მაგ. ინდომეტაცინი, აცეტილსალიცილის მჟავა) შესაძლებელია შეამციროტორაგამა10მგ ტაბლეტების შარდმდენი და წნევის დამწევი ეფექტი.

იმ შემთხვევაში როდესაც მკურნალობისას სალიცილატი დიდი დოზით გამოიყენება (ტკივილგამაყუჩებელი და რევმატიზმის სამკურნალო მედიკამენტები) ტორაგამა10მგ ტაბლეტები აძლიერებს მათ ეფექტს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

განსაკუთრებით მაშინ როდესაც ტორაგამა10მგ ტაბლეტების დიდი დოზა გამოიყენება, ამან შესაძლებელია გამოიწვიოს შემდეგი გვერდითი ეფექტების გაუარესება:

სმენის და თირკმელების დაზიანება ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკებთან ერთად გამოყენებისას (მაგ. კანამიცინი, გენტამიცინი, ტობრამიცინი) ცისპლატინის ნაერთის (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სიმსივნის სამკურნალოდ) და ცეფალოსპორინის (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ინფექციური დაავადებების დროს) გამოყენებისას.

ტორაგამა10მგ ტაბლეტებმა შესაძლებელია გამოიწვიოს თეოფილინის (ასთმის სამკურნალო მედიკამენტი) და კურარეს მსგავსი პრეპარატების მიორელაქსური ეფექტის გაძლიერება.

საფაღარათო საშუალებებმა და კუჭქვეშა ჯირკვლის ჰორმონებმა (მინერალო- და გლუკოკორტიკოიდები მაგ.კორტიზონი) შესაძლებელია გაზარდოტორაგამა10მგ ტაბლეტებით გამოწვეული კალიუმის კარგვა.

ლითიუმისა და ტორაგამა10მგ ტაბლეტების ერთად გამოყენებისას შესაძლებელია სისხლში ლითიუმის კონცენტრაცია და ლითიუმის გვერდითი ეფექტი გულზე და თირკმელებზე გაიზარდოს.

ტორაგამა10მგ ტაბლეტებმა შეიძლება შეაციროს არტერიების მგრძნობელობა ვაზოდილატატორების მიმართ (მაგ  ადრენალინი, ნორადრენალინი).

ქოლესტირამინთან (მედიკამენტი, რომელიც ამცირებს სისხლში ლიპიდებს) ერთად გამოყენებისას შესაძლებელია შემცირდეს ტორაგამა10მგ ტაბლეტების შეწოვა კუჭნაწლავის ტრაქტიდან და შესაბამისად მისი ეფექტიც.

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ორსულად ხართ, გეგმავთ ან ვარაუდობთ რომ ხართ ორსულად, აგრეთვე თუ ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

ორსულობა

არ არის საკმარისი კლინიკური კვლევები წარმოდგენილი, თუ როგორ მოქმედებს ტორაგამა 10მგ ტაბლეტები ნაყოფზე.

ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა, რომლის დროსაც გამოყენებული იქნა ტორაგამა10მგ ტაბლეტების აქტიური ნივთიერება ტორასემიდი, არ აჩვენა რაიმე ტერატოგენური ეფექტი, თუმცა აქტიური ნივთიერების დიდი დოზით გამოყენების შემდეგ ნაყოფზე და მშობელ ცხოველზე დაფიქსირდა საზიანო ეფექტი.

რადგან არ არსებობს დამატებითი მონაცემები შესაძლებელია ტორაგამა10მგ ტაბლეტების გამოყენება ორსულობის დროს თუ თქვენი ექიმი ჩათვლის, რომ მისი გამოყენება აუცილებელია. დასაშვებია მხოლოდ ყველაზე მცირე დოზის მიღება.

ლაქტაცია

არ არსებობს მონაცემები გადადის თუ არა ძუძუთი კვების დროს ტორაგამა10მგ ტაბლეტების აქტიური ნივთიერება ტორასემიდი ადამიანის ან ცხოველის რძეში. ასე რომ არ გამოიყენოთ ტორაგამა10მგ ტაბლეტები ძუძუთი კვების დროს. თუ თქვენი ექიმი გადაწყვეტს, რომ თქვენ აუცილებლად უნდა მიიღოთ ტორაგამა10მგ ტაბლეტები ბავშვი გადაიყვანეთ ხელოვნურ კვებაზე.

მანქანის მართვა და დანადგარებთან მუშაობა

ტორაგამა10მგ ტაბლეტების თერაპიული დოზებით გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს რეაქციისუნარიანობის ისეთი შეცვლა, რომ უსაფრთხოების ზომების გარეშე მაგ. ტრანსპორტის მართვას, დანადგარებთან მუშაობას ცუდი შედეგი მოჰყვეს. განსაკუთრებით კი მკურნალობის საწყის ეტაპზე, დოზის გაზრდისას, პრეპარატის შეცვლისას, დამატებითი პრეპარატის პირველად მიღებისას და ალკოჰოლთან ერთად გამოყენებისას.

3. ტორაგამა 10მგ ტაბლეტების მიღების წესი

მიიღეთ პრეპარატი ექიმის დანიშნულებისამებრ. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზები

მკურნალობა იწყება დღეში  5მგ ტორასემიდით. შეგიძლიათ შეიძინოთ შესაბამისი დოზა.

ეს დოზა არის როგორც წესი შემანარჩუნებელი დოზა

დოზის გაზრდა დასაშვებია დღეში 1 ტაბლეტამდე (შეესაბამება 10მგ ტორასემიდს), თუ ჩვეულებრივი დოზა დღეში 5მგ ტორასემიდი არ არის საკმარისი.

ასეთ შემთხვევაში მიიღება ტორაგამა 10მგ დღეში 1 ტაბლეტი (შეესაბამება 10მგ ტორასემიდს), ავადმყოფობის სიმძიმიდან გამომდინარე შეიძლება დოზის გაზრდა ტორაგამა 10მგ დღეში 2 ტაბლეტამდე (შეესაბამება 20მგ ტორასემიდს).

პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძის ფუნქციის დარღვევა

იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ეს მედიკამენტი დიდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული, რადგან შესაძლებელია სისხლში მოიმატოს ტორასემიდის კონცენტრაციამ.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმული პაციენტებისთვის არ არის რეკომენდაციები ალტერნატიული დოზირების რეჟიმის შესახებ.

ბავშვები

არ არსებობს საკმარისი მონაცემები, 10მგ ტაბლეტების 12 წლამდე ბავშვებში მოქმედების, აქედან გამომდინარე მათთვის აღნიშნული პრეპარატის დანიშვნაა არ არის რეკომენდირებული.

მიღების წესი

მიიღეთ ტაბლეტი მთლიანად საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად დილით. ტორაგამა 10მგ ტაბლეტები მიიღება საკვებთან ან საკვების გარეშე.

ტაბლეტს აქვს შუაში ღარი ადვილად რომ გაყოთ ტაბლეტი, თუ მთლიანს ვერ ყლაპავთ.

პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა

როგორც წესი ამ პრეპარატით მკურნალობა ხანგრძლივია ან ვიდრე ქსოვილებიდან არ გაიწოვება დაგროვილი სითხე. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს თქვენი ექიმი.

ჭარბი დოზა

ტორაგამა 10მგ ტაბლეტების ჭარბი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სითხის და მარილის ჭარბი დოზით გამოყოფა, რასაც შეიძლება მოჰყვეს გონების დაბინდვა, წნევის დაცემა, კოლაფსი და კუჭ-ნაწლავის პრობლემები. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ ტორაგამა 10მგ ტაბლეტის მიღება

თუ მიიღეთ მცირე დოზა ან საერთოდ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, შესაძლოა გაგიუარესდეთ ჩივილები, მაგალითად წონაში მატება, ქსოვილში სითხის შეკავება და ა.შ.

დროულად გახსენების შემთხვევაში მიიღეთ შესაბამისი დოზა, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მიიღოთ ორმაგი დოზა, გააგრძელეთ მკურნალობა ჩვეულ რეჟიმში.

ტორაგამა 10მგ ტაბლეტების მიღების შეწყვეტა

მკურნალობის თვითნებურმა შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს ჩივილების გაუარესება. მკურნალობის შეწყვეტამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. გვერდითი მოვლენები

როგორც ნებისმიერ სხვა პრეპარატს, ტორაგამა 10მგ ტაბლეტებსაც გააჩნიათ გვერდითი მოვლენები, რომლებიც ყველას შემთხვევაში არ ვლინდება. ქვემოთ ჩამოთვლილია, თუ რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი.

ხშირად (10-დან 1 პაციენტის შემთხვევაში)
· მჟავა-ტუტოვანი დისბალანსის მომატება (მეტაბოლური ალკალოზი). კუნთების სპაზმი (განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე), შარდის მჟავას და სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მომატება, სისხლის ლიპიდების (ტრიგლიცერიდები, ქოლესტერინი) მომატება, სისხლში კალიუმის ნაკლებობა (ჰიპოკალიემია), რაც დაკავშირებულია დაბალკალიუმიან დეიტასთან, ასევე ღებინება, დიარეა საფაღარათო საშუალებების გადაჭარბებული გამოყენების შემდეგ და იმ პაციენტებში, რომელთაც დაქვეითებული აქვთ ღვიძლის ფუნქცია. დოზებისა და მკურნალობის ხანგრძლივობიდან გამომდინარე შესაძლებელია აღინიშნოს მარილისა და წყლის ბალანსის დარღვევა, განსაკუთრებით მაგ. სისხლში სითხის დაკარგვა (ჰიპოვოლემია), სისხლში კალიუმის და/ან ნატრიუმის ნაკლებობა (ჰიპოკალიემია და/ან ჰიპონატრიემია).
· კუჭ-ნაწლავის პრობლემები (მაგ. მადის დაკარგვა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა) განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე.
· ღვიძლში გარკვეული ენზიმების მომატება (გამა GT).
· თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, სისუსტე (განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე).

იშვიათად(100-დან 1 პაციენტის შემთხვევაში)
· სისხლში კრეატინინის და შარდოვანას მომატება, შარდის ნაკადის შეფერხების შედეგად შესაძლებელია პაციენტს აღენიშნოს შარდის შეკავება.
· პირის სიმშრალე, სმენის პრობლემები, სიცივის შეგრძნება სახსრებში (პარესთეზია).

ძალიან იშვიათად (10 000-დან 1 პაციენტის შემთხვევაში)
· სისხლის შედედების ზრდის შედეგად შესაძლებელია აღინიშნოს თრომბოემბოლური გართულებები, გონების დაბინდვა, წნევის დაცემა (ჰიპოტონია), ცირკულაციური ფუნქციის მოშლა, გულის კუნთებში და ტვინში ცირკულაციის დაქვეითება. შედეგად შეიძლება მოყვეს მაგალითად გულის არითმია, მკერდის არეში ტკივილები (სტენოკარდია), მწვავე მიოკარდიული დარღვევა და გონების უეცარი დაკარგვა (სინკოპა).
· პანკრეატიტი
· ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ქავილი (პრურიტუსი), ანთებითი ცვლილებები კანზე (ეგზანთემა), შუქზე მგრძნობელობა (ფოტომგრძნობელობა), კანის მწვავე რეაქციები
· ერითროციტების, ლეიკოციტების და თრომბოციტების შემცირება
· მხედველობის გაუარესება, ხმაური ყურებში, სმენის დაქვეითება.

გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან ის შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს.

პრეპარატის პირველად მიღებისას რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, აღარ მიიღოთ ტორაგამა 10მგ ტაბლეტები.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

გვერდითი მოვლენების შემჩნევის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ექიმს მიმართეთ აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, თუ შეამჩნევთ ისეთ სიმპტომებს, რაც გამოყენების ინსტრუქციაში არ არის მითითებული.

5. ტორაგამა 10მგ ტაბლეტების შენახვის პირობები

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისგან დაცულ ადგილას. არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ვადა იწურება მითითებული თვის ბოლო დღეს.

აღნიშნული პრეპარატი შეინახეთ მშრალ ადგილას თავისივე ყუთში. განსაკუთრებული ტემპერატურის შერჩევა არ არის აუცილებელი.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. შეეკითხეთ ფარმაცევტს პრეპარატის უტილიზაციის შესახებ

6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ტორაგამა 10მგ ტაბლეტი

აქტიური ნივთიერება: ტორასემიდი

1 ტაბლეტი შეიცავს 10მგ ტორასემიდს

დამხმარე ნივთიერებებია:

მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაღალდისპერსიული სილიციუმის ოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი (Ph.Eur)(მცენარეული).

ტორაგამა 10მგ ტაბლეტების ვიზუალური მხარე და შეფუთვის შიგთავსი

თეთრი მრგვალი ტაბლეტები ცალ მხარეს ღარით.

 

სად შევიძინოთ?