ტაბექსი / Tabex


რას წარმოადგენს ტაბექსი და რისთვის გამოიყენება 
ტაბექსი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ციტიზინს, რომელიც მოქმედებს მწეველის ორგანიზმზე ნიკოტინის მსგავსად. ტაბექსის გამოყენებით  შესაძლებელია თამბაქოსთვის თავის დანებება უსიამოვნო შეგრძნებების და დისკომფორტის გარეშე, რომელიც თან ახლავს სიგარეტზე უარის თქმას.
 ტაბექსი გამოიყენება  თამბაქოზე დამოკიდებულ ადამიანებში (ქრონიკული თაბაკიზმი), და ასევე, როგორც დამხმარე საშუალება, თამბაქოსთვის თავის დასანებებლად.

ტაბექსის გამოყენების წინ 
ნუ გამოიყენებთ ტაბექსს
- თუ თქვენ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) აქტიური ნივთიერების ან პრეპარატ ტაბექსის ნებისმიერი სხვა შემდგენელი ნაწილის მიმართ. 
- ცოტა ხნის წინ გადატანილი მიოკარდის ინფარქტი ან ცერებროვასკულარული ინციდენტი, არასტაბილური სტენოკარდია, გულის რითმის მოშლა (გულის არითმია), ათეროსკლეროზი. მძიმე არტერიული ჰიპერტენზია.
- თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი;

დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე პრეპარატ ტაბექსის გამოყენებისას:
ვინაიდან არ არის საკმარისი კლინიკური გამოცდილება ტაბექსის გამოყენების შესახებ, აუცილებელია სიფრთხილე  პაციენტებში შემდეგი დაავადებებით: 
- გულის იშემიური დაავადების სხვა ფორმები (გულის კუნთის სისხლმომარაგების დარღვევა)
- გულის უკმარისობა (გულის კუნთის სისუსტე);
- არტერიული ჰიპერტენზია (სისხლის მომატებული წნევა);
- სისხლძარღვოვანი დაავადებები
- სისხლძარღვების დაცობა
- ღვიძლის და თირკმლის დაავადებები;
- ჰიპერთირეოდიზმი (ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქცია);
- წყლულოვანი დაავადებები;
- თირკმელზედა ჯირკვლის ქრომაფინური სიმსივნეები;
- დიაბეტი;
- გასტროეზოფაგეალური რეფლუქსი (კუჭის წვენის გადასროლა საყლაპავის ქვედა ნაწილში, რაც ხშირად ვლინდება წვის შეგრძნებით);
- ფსიქიური დაავადებები (შიზოფრენიის ზოგიერთი ფორმა).

18 წლამდე ბავშვებში და 65 წელს ზემოთ ხანდაზმულებში ტაბექსის გამოყენების საკმარისი გამოცდილება არ არის.
ამ კატეგორიის პაციენტებში  ექიმთან წინასწარი კონსულტაციის  და რისკი/სარგებელის შეფარდების შეფასების გარეშე  ტაბექსის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

სხვა სამკურნალო პრეპარატების მიღება
გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ღებულობთ ან უახლოეს წარსულში იყენებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის რეცეპტის გარეშე გაცემულს.  
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იყენებთ ისეთ სამკურნალო საშუალებებს, როგორიცაა: თეოფილინი, როპინიროლი, კლოზაპინი ან ოლანზაპინი.  ამ შემთხევვებში შეიძლება გაძლიერდეს მათი გვერდითი მოვლენები.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იყენებთ ისეთ სამკურნალო საშუალებებს, როგორიცაა:
კარბაჰოლ ფიზოსტიგმინი, პირიდოსტიგმინი,  რივასტიგმინი, დისტიგმინი, გალანტამინი, მათი ტაბექსთან ერთად გამოყენების შემთხვევაში გვერდითი მოვლენების შესაძლო გაძლიერების გამო.

ანტიჰიპერლიპიდემიურ პრეპარატებთან (სტატინებთან) ერთად გამოყენება ზრდის მიალგიის გამოვლენის რისკს.
სისხლის წნევის დამწევ პრეპარატებტან ერთად ტაბექსის გამოყენებამ შეიძლება შეამციროს მათი ეფექტი.

ტაბექსის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
საკვები და სამელი არ ახდენენ ზეგავლენას ტაბექსის მოქმედებაზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი პრეპარატის გამოყენების წინ ჩაიტარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. ტაბექსით მკურნალობა ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული. 

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანებთან მუშაობა
არ არის მონაცემები ტაბექსის უარყოფით ზეგავლენაზე ისეთი საქმიანობების დროს, რომელიც ითხოვს  მომატებულ ყურადღებას და სწრაფ რეაქციას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტაბექსის შემადგენელი ზოგიერთი ნაწილის შესახებ
სამკურნალო პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენ გაგაჩნიათ აუტანლობა შაქრის ნებისმიერი სახეობის მიმართ, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს ტაბექსით მკურნალობის დაწყებამდე

როგორ გამოვიყენოთ ტაბექსი  
 მიიღეთ ტაბექსი ისე, როგოც ეს აღწერილია ფურცელ- ჩანართში. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოყენების წესი: ტაბლეტებს იღებენ პერორალურად ჭამის დროს, საკმარისი რაოდენობით წყლის დაყოლებით. 

დოზირება
მკურნალობა მიმდინარეობს შემდეგი სქემით:
- 1-3 დღე- თითო (1) ტაბლეტი ყოველ 2 საათში (6 ტაბლეტი დღეში). ამ დღეების განმავლობაში  მოსლაოდნელია მოწეული სიგარეტის რაოდენობის შემცირება.  თუ რეზულტატი არადამაკმაყოფილებელია, მკურნალობა წყდება და მისი გამეორება შესაძლებელია 2-3 თვის მერე.  Dდამაკმაყოფილებელი ეფექტის შემდეგ (მოწეული სიგარეტის რაოდენობის მნიშვნელოვნად  შემცირება),   მესამე დღის მერე მკურნალობა გრძელდება შემდეგი სქემით:
- 4 - 12  დღე – 1 ტაბლეტი ყოველ 2,5 საათში (5 ტაბლეტი დღე-ღამეში)
- 13 - 16  დღე – 1 ტაბლეტი ყოველ 3 საათში (4 ტაბლეტი დღე-ღამეში)
- 17 - 20  დღე – 1 ტაბლეტი ყოველ 5 საათში (3 ტაბლეტი დღე-ღამეში)
- 21 - 25  დღე – 1 -2 დღე-ღამეში.
თამბაქოს მოწევის საბოლოო შეწყვეტა უნდა მოხდეს მკურნალობის დაწყებიდან მე-5-ე დღეს. სამკურნალო კურსის დასრულების მერე პაციენტმა უნდა გამოიჩინოს ნებისყოფა და არ უნდა მოსწიოს არცერთი ღერი სიგარეტი. 

თუ მიიღეთ ტაბექსის ჭარბი დოზა 
თუ თქვენ მიიღეთ დანიშნულზე მაღალი დოზა, შეიძლება გამოგივლინდეთ გულისრევა, ღებინება, წარბი ოფლიანობა, ტრემორი, მხედველობის დარღვევა (გუგების გაფართოება), ზოგადი სისუსტე, გულის რითმის აჩქარება, კლონური კრუნჩხვები, გაძნელებული სუნთქვა.
ამ შემთხვევაში შეწყვიტეთ ტაბექსის მიღება და მიმართეთ ექიმს ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას კონსულტაციისათვის!

თუ თქვენ გამოტოვეთ ტაბექსის მიღება
თუ თქვენ გამოტოვეთ ერთი დოზა, მიიღეთ ის  რაც შეიძლება მალე. თუ მეორე დოზის მიღებამდე ცოტა დროა დარჩენილი, მიიღეთ ის ჩვეულებრივად. ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. 
გააგრძელეთ სამკურნალო პრეპარატის მიღება ისე, როგორც ეს მოცემულია ამ ფურცელ-ჩანართში.  
თუ თქვენ გაგიჩნდებათ ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

შესაძლო გვერდითი მოქმედება 
როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებს, ტაბექსს შეუძლია გვერდითი მოქმედებების გამოწვევა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს. 

შესაძლო გვერდითი მოვლენები არის სუსტად ან ზომიერად გამოხატული.  მათი უმრავლესობა დასაწყისში ვლინდება და ქრება მკურნალობის მიმდინარეობისას. 
ხშირად ის დაკავშირებულია თამბაქოსთვის თავის დანებებასთან და ვლინდება თავბრუხვევით, თავის ტკივილით და უძილობით.
ტაბექსით მკურნალობისას, განსაკუთრებით, დასაწყისში შესაძლოა გამოვლენდეს შემდეგი  გვერდითი მოვლენები:
- პირის სიმშრალე, გემოს და მადის შეცვლა, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, დიარეა.
- გულისცემა, ტკივილი გულმკერდის არეში,   გულის რითმის აჩქარება, არეტრიული წნევის სუსტად მომატება.
- ძილიანობა, მომატებული გაღიზიანებადობა
- სუნთქვის გაძნელება
- კუნთების ტკივილი
- წონის დაკარგვა, ოფლიანობა
თუ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება მიიღებს სერიოზულ სახეს ან თქვენ აღგენიშნებათ სხვა სიმპტომები, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართ-ფურცელში, გთხოვთ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს.  

როგორ ინახება ტაბექსი 
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში ტენისგან დასაცავად.
ინახება არაუმეტეს 25º C  ტემპერატურაზე. 
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ნუ გამოიყენებთ ტაბექსს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს. 
არ არის რეკომენდირებული სამკურანლო პრეპარატების გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ გაანადგუროთ თქვენთვის უსარგებლო სამკურნალო პრეპარატები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას. 

დამატებითი ინფორმაცია 
რას შეიცავს ტაბექსი 
- აქტიურ ნივთიერებას: ციტიზინი  (ცყტისინე) 1,5 მგ 
-დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ცელულოზას, მიკროკრისტალური ტიპი 102; ტალკი, მაგნიუმის სტეარატი
- დამფარავი აპკისებრი გარსი: პოლივინილური ალკოჰოლი, ნაწილობრივ ჰიდრლიზირებული, ტიტანის დიოქსიდი (E 171), მაკროგოლ 3350, ტალკი,  რკინის ოქსიდი წითელი (E172) , რკინის ოქსიდი ყვითელი (E172),  რკინის ოქსიდი შავი (E172).

ტაბექსის აღწერილობა და შეფუთვის შემცველობა  
ტაბლეტები- ბეჟი ფერის,  მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი,  გარსით დაფარული, დიამეტრი 6 მმ. 20 ტაბლეტი ბლისტერში მყარი, უფერო, გამჭვირვალე პვქ ფირისაგან/ალუმინის ფოლგისაგან; 5 ბლისტერი მუყაოს ყუთში ჩანართ-ფურცელთან ერთად.  

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: რეცეპტის გარეშე)