Nuk
სელენეტი / Selenet

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): selenium
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Vefa Ilaҫ
  • მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
  • გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #100
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

ერთი ტაბლეტის შემადგენლობა:
სელენის L-მეთიონინი..........200 მკგ.

თვისებები: სელენის L-მეთიონინი ორგანულად დაკავშირებული სელენის ყველაზე ადვილად შეთვისებადი ფორმაა ადამიანის ორგანიზმისათვის. შედის ორასამდე ფერმენტისა და ჰორმონის შემადგენლობაში. სელენდამოკიდებულია ცოცხალ ორგანიზმებში არსებული ყველაზე ძლიერი და მთავარი ანტიოქსიდანტი გლუტათიონპეროქსიდაზა. შედის იმ ფერმენტის შემადგენლობაში, რომელიც ააქტიურებს თიროქსინს. სელენის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ნივთიერებათა ცვლის შენელება და გაცხიმოვნება.

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება: სელენი ითვლება ძლიერ კანცეროსტატიკულ აგენტად. იცავს დნმ-ის სტრუქტურას, აკონტროლებს უჯრედების ნორმალურ დაყოფას და ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას. ხელს უწყობს ორგანიზმიდან მომწამვლელი მეტალების გამოყოფას (კადმიუმი, ვერცხლისწყალი, ტყვია), რომლებიც აზიანებენ გულის კუნთს. სელენი გულის კუნთს იცავს ჟანგბადოვანი შიმშილისაგან. სელენი იცავს ფარისებრ ჯირკვალს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისაგან. ამცირებს ორგანიზმზე არასასურველი ეკოლოგიური ფაქტორების ნეგატიურ ზეგავლენას, რის შედეგადაც მცირდება პროფესიული დაავადებების განვითარების რისკი. ასტიმულირებს თმის ზრდას. ანელებს დაბერების პროცესს. 

გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში: 
- სელენის დეფიციტი
- ანტიოქსიდანტური თერაპია
- დაავადებები რომლების გამოწვეულია იმუნიტეტის დაქვეითებასთან, მწვავე და ქრონიკული ინფექციები
- იოდდეფიციტი
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები
- თირეოიდული ოფთალმოპათია
- მხედველობის სიმახვილის დაქვეითება (მაკულოდისტროფია), კატარაქტა
- სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი
- წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ჰიპერტროფია
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ათეროსკლეროზი
- კუნთოვანი დისტროფიები
- რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა, უნაყოფობა
- აუტოიმუნური დაავადებები (ართრიტი, წითელი მგლურა, ფსორიაზი)
- რევმატოიდული ართრიტი
- დერმატიტი, სოკოვანი ინფექციები, კვანძოვანი გამონაყარი


მიღების წესი და დოზირება:
მიიღება 3-დან 10 წლამდე 50-100 მკგ. დღეში, მოზრდილებში 100-200 მკგ. დღეში, ჭამის დროს. ნუ გადააჭარბებთ მითითებულ დოზას.

გვერდითი მოვლენები და წინააღმდეგჩვენებები:
ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #45, ბლისტერზე. 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების რეკომენდაციასთან ერთად.

შენახვის წესი: ინახება გრილ, მშრალ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

სად შევიძინოთ?