Nuk
ნორმოლიპი / Normolip


ფერმენტირებული წითელი ბრინჯი, ტიტრირებული 5% მონაკოლინი - 200 მგ.
მონაკოლინ K - 10 მგ.
გამა ორიზანოლი - 90 მგ
კოენზიმ Q10 - 10 მგ
პოლიკოზანოლის  60% ოქტაკონაზოლი - 5 მგ.
ქრომის პიკოლინატი ექვივალენტური ქრომის  - 200 მკგრ.

ფარმაკოლოგიური თვისება:
ფერმენტირებული წითელი ბრინჯი:
წარმოადგენს სისხლში ქოლესტერინის დონის ბუნებრივ მარეგულირებელ საშუალებას, ჰეპატოტოქსიური მოქმედების გარეშე.
მონაკოლინ K: 
 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ-კოენზიმ A რედუქტაზას ფერმენტის აქტივობის ინჰიბირებით თრგუნავს ღვიძლის დონეზე   ქოლესტერინის წარმოქმნას ,რის შედეგადაც  სისხლის პლაზმაში მცირდება  საერთო ქოლესტერინის მაჩვენებლი, ტრიგლიცერიდები , დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები.
გამა ორიზანოლი : მიიღება ბრინჯის ქერქის ზეთისგან . ის გავლენას ახდენს პლაზმურ ქოლესტერინის საერთო დონეზე .
კოენზიმ Q10 :   მთავარ როლს  თამაშობს ბიოენერგეტიკული რეაქციების რეგულაციაში, ის ერთადერთი ცხიმში ხსნადი ანტიოქსიდანტია,მისი მოქმედებით  მცირდება დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციას სისხლში
პოლიკოზანოლის  60% ოქტაკოზანოლი პოლიკოზანოლი  ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონესღვიძლში ქოლესტერინის პროდუქციას, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას.
ქრომი:  გავლენას ახდენს შაქრისა და ცხიმების მეტაბოლიზმის პროცესზე.

ჩვენებები: ჰიპერტრიგლიცერიდემია, ჰიპექოლესტერინემია, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების  მაღალი შემცველობა სისხლში , სინთეზური სტატინების აუტანლობა-განსაკუთრებით ღვიძლის დაზიანების ფონზე, მეტაბოლური სინდრომი.

მიღების წესი და დოზირება: 1 ტაბლეტი დღეში 1 ჯერ დიდი ოდენობით წყალთან ერთად.კვების შემდეგ

გვერდითი მოვლენები: ინდივიდუალური აუტანლობა რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.

უკუჩვენება: ფეხმძიმობა, ლაქტაცია, პრეპარატი განკუთვნილია მოზრდილთათვის,

სხვა წამლებთან ურთიერთობა: არ მიიღება ლიპიდური ცვლის მაკორეგირებელ სხვა საშუალებასთან  ერთად.
                                                        

შენახვის პორობები და ვადები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.                                                

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე
წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს                                                                                                                                                                                

სად შევიძინოთ?