დერმოვეიტი / DERMOVATE


კლობეტაზოლის პროპიონატი
ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
დერმოვეიტი კრემი და მალამო შეიცავს კლობეტაზოლის პროპიონატს 0.05 % წ/წ.

ფარმაცევტული ფორმა
კრემი და მალამო

კლინიკური მახასიათებლები
ჩვენება
დერმოვეიტი არის ძალიან ძლიერი, ადგილობრივი კორტიკოსტეროიდი, რომელიც ნაჩვენებია მოზრდილებში და 1 წელზე უფრის ასაკის ბავშვებში სტეროიდების მიმართ მგძნობიარე დერმატოზების ანთებითი და ქავილით გამოვლენილი სიმპტომების მოსახსნელად.
ეს მოიცავს შემდეგს:
- ფსორიაზი (ფართოდ გავრცელებული ფოლაქისებრი ფსორიაზის გარდა).
- რეკალციტრანტული დერმატოზები
- წითელი ბრტყელი ლიქენი
- დისკოიდური წითელი მგლურა
- კანის სხვა მდგომარეობები რომლებიც საკმარისად არ პასუხობს ნაკლებად აქტიურ სტეროიდებს.

დოზირება და მიღება
მალამო
მალამოები განკუთვნილია მშრალი, ლიქენიზირებული ან ქერცლოვანი დაზიანებისთვის.

კრემი
კრემი განკუთვნილია ნესტიანი და სველი და ზედაპირებისთვის. 
მოზრდილები, ხანდაზმულები და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები გამოიყენება თხელი ფენით, დაზიანებული უბნის დასაფარად საკმარისი რაოდენობა, დღეში ერთხელ ან ორჯერ, 4 კვირამდე, გაუმჯობესებამდე, შემდეგ გამოყენების სიხშირე მცირდება და მკურნალობა იცვლება უფრო ნაკლებაქტიური პრეპარატით. შეწოვისთვის, სახვევის გაკეთებამდე საჭიროა საკმარისი დრო. დერმოვეიტის განმეორებით ხანმოკლე კურსი შეიძლება ჩატარდეს გამწვავების კონტროლისთვის. უფრო მედგარ დაზიანებებზე, განსაკუთრებით როდესაც აღინიშნება ჰიპერკერატოზი დერმოვეიტის ეფექტის გაძლიერება შეიძლება დაზიანებული უბნის პილიეთილენით დაფარვით. ღამით შეხვევა ჩვეულებრივ იძლევა ადექვატურ შედეგს. შემდგომში გაუმჯობესება შეიძლება მიღწეული იქნას ნახვევის გარეშეც. თუ მდგომარეობა უარესდება ან არ უმჯობესდება 2-4 კვირის განმავლობაში, მკურნალობდა და დიაგნოზი უნდა შეფასდეს ხელახლა. მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს 4 კვირაზე დიდხანს. თუ აუცილებელია მკურნალობის გაგრძელება, უნდა გამოიყენონ ნაკლებად აქტიური პრეპარატი.
კვირის მაქსიმალურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 50მგ-ს კვირაში. ატოპიური დერმატიტი (ეკზემა) დერმოვეიტის კრემით და მალამოთი მკურნალობა კონტროლის მიღწევის და ტკივილის გაყუჩების შემდეგ უნდა მოიხსნას თანდათან. დერმოვეიტით მკურნალობის უეცარი მოხნის შემდეგ შეიძლება ადგილ ჰქონდეს ადრე არსებული დერმატოზების გამწვავება.
რეკალციტრანტული დერმატოზებიპაციენტები ხშირი რეციდივით როდესაც მწვავე ეპიზოდის მკურნალობა ეფექტურია ადგილობრივი კორდიკოსტეროიდებით, შეიძლება დაიწყოს ინტერმიტენტული დოზირება (დღეში ერთხელ, კვირაში ორჯერ სახვევის გარეშე). ეს სასარგებლოა რეციდივის შესამცირებლად.
გამოყენება უნდა გაგრძელდეს ყველა დაზიანებულ უბანზე და სადაც მოსალოდნელია რეციდივი. ეს რეჟიმი კომბინირებული უნდა იყოს ტკივილგამაყუჩებლების რუტინულ გამოყენებასთან. ეს მდგომარეიბა, მკურნაობის რისკი და სარგებელი უნდა შეფასდეს რეგულარულად.

ბავშვები
დერმოვეიტი უკუნაჩვენებია 1 წლამდე ბავშვებში. ბავშვებში უფრო მეტად მოსალოდნელია ადგილობრივი და სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარება, ისინი ზოგადად საჭიროებენ უფრო ხანმოკლე კურსს და ნაკლებად აქტიურ საშუალებებს ვიდრე მოზრდილები. დერმოვეიტის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე რათა დარწმუნდნენ რომ გამოიყენება მინიმალური თერაპიული რაოდენობა.

ხანდაზმულები
კლინიკურმა კვლევებმა არ გამოავლინა განსხვავება პასუხში ხანდაზმულებსა და ახალგაზრდა პაცინტებში. ხანდაზმულებში ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დაქვეითების უფრო მაღალმა სიხშირემ, სისტემური აბსორბციის შემთხვევაში შეიძლება გაახანგრძლივოს გამოყოფა. აქედან გამომდინარე უნდა გამოიყენონ მინიმალური რაოდენობა რაც შეიძლება ხანმოკლე დროის განმავლობაში.

თირკმლის/ღვიძლის დაზიანება
სისტემური აბსორბციის შემთხვევაში (როდესაც გამოყენება ხდება დიდ ზედაპირზე ან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობში) მეტაბოლიზმი და ელიმინაცია შეიძლება გახანგრძლივდეს და გაიზარდოს სისტემური ტოქსიკურობის რისკი. აქედან გამომდინარე კლინიკური შედეგის მისაღწევად უნდა გამოიყენონ მინიმალური რაოდენობა რაც შეიძლება ხანმოკლე დროის განმავლობაში.

უკუჩვენება
დერმოვეიტი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
- კანის არანამკურნალები ინფექციები
- როზაცეა
- ვულგარული აკნე
- ქავილი ანთების გარეშე
- პერიანალური და გენიტალური ქავილი
- პერიორალური დერმატიტი
დერმოვეიტი უკუნაჩვენებია 1 წლამდე ასაკის ბავშვებში დერმატოზების სამკურნალოდ, დერმატიტის ჩათვით.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
დერმოვეიტი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა კორტიკოსტერიოდების ან პრეპარატის ნებისმიერი შემავსებლის მიმართ. ადგილობრივი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (იხ. გვერდითი რეაქციები) შეიძლება გავდეს დაავადების სიმპტომებს. შეიძლება განვითარდეს ჰიპერკორტიციზმის მანიფესტაცია (კუშინგის სინდრომი) და შექცევადი ჰიპოთალამო-ჰიპოფიზ-ადრენალური რგოლის სუპრესია, რაც გამოიწვევს გლუკოკორტიკოიდების უკმარისობას, ადგილობრივი სტეროიდების სისტემური აბსორბციის გაზრდის გამო. თუ რომელიმე მათგანი აღინიშნა, რეოკმენდებულია პრეპარატის თანდათან მოხსნა მიღების სიხშირის შემცირებით ან უფრო ნაკლებაქტიური კორტიკოსტეროიდით ჩანაწვლებით. მკურნალობის უეცარმა მოხსნამ შეიძლება გამოიწვიოს გლუკოკორტიკოსტეროიდული უკმარისობა (იხ. გვერდითი რეაქიცები).

გაზრდილი სისტემური ეფექტების რისკ ფაქტორები:
- ადგილობრივი სტეროიდის ძალა და შემადგნელობა
- მიღების ხანგრძლივობა
- გამოყენება დიდ ზედაპირზე
- გამოყენება კანის დაფარულ უბანზე (მაგ. თითებს შორის ადგილი ან სახვევის ადგილები (ახაშობილები საფენებში).
- რქოვანა შრის გაზრდილი ჰიდრატაცია
- გამოყენება კანის თხელ ადგილზე, როგორიცაა სახე
- გამოყენება დაზიანებულ კანზე ან სხვა მდგომარეობა, როდესაც კანის ბარიერი დაზიანებულია
- მოზრდილებთან შედარებით, ბავშვებში და ახალშობილებში შეიძლება მოხდეს ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების დიდი რაოდენობით შეწოვა და ისინი შეიძლება უფრო მიდრეკილნი იყვნენ გვერდითი მოვლენებისადმი. ეს გამოწვეულია იმით, რომ ბავშვებს აქვთ კანის მოუმწიფებელი ბარიერი და მოზრდილებთან შედარებით სხეულის უფრო დიდი ზედაპირი.

ბავშები
ახალშობილებში და 12 წლამდე ბავშვებში. ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივ გამოყენებას უნდა მოერიდონ, რადგან შეიძლება განვითარდეს ადრენალური სუპრესია. ბავშვები, ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას უფრო მიდრეკილნი არიან ატროფიული ცვლილებებისადმი. თუ დერმოვეიტის გამოყენება საჭიროა ბავშვებში, რეკომენდებულია მკურნალობის შეზღუდვა, რამდენიმე დღეში ერთხელ გამოყენებით ინფექციების რიკი ოკლუზიისას ბაქტერიულ ინფექციებს ხელს უწყობს სითბო, სინესტე, რაც ვითარდება კანის შეხვევისას. სახვევების გამოყენებისას კანი უნდა გაიწმინდოს ახალი სახვევის დადებამდე.

გამოყენება ფსორიაზის დროს
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები სიფრთხილით უდნა გამოიყენონ ფსორიაზის დროს, რეციდივის საშიშროების, ტოლერანტობის განვითარების, გენერალიზებული პუსტულარული ფსორიაზის და ადგილობრივი ან სისტემური ტოქსიკურობის საშიშროების გამო, კანის ბარიერული ფუნქციის დაზიანების შედეგად. ფსორიაზის დროს გამოყენებისას საჭიროა პაციენტზე დაკვირვება.

თანმხლები ინფექციები
ანთებითი უბნების სამკურნალოდ საჭიროა შესაბამისი ანტიმიკრობული თერაპია. ინფექციის ნებისმიერი სახის დროს საჭიროა ადგილობრივი კორტიკოსტეროიდის მოხსნა და ანტიმიკრობული თერაპია. ფეხების ქრონიკული წყლულები ადგილორივი კორტიკოსტეროიდები ზოგჯერ გამოიყენება დერმატიტის სამკურნალოდ, ფეხების ქრონიკული წყლულების დროს. თუმცა ეს გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს ჰიპერმგრძნობელობის ადგილობრივ რეაქიცებთან და ადგილობრივი ინფექციების რისკის ზრდასთან.

სახეზე გამოყენება
სახეზე გამოყენება არასასურველია რადგან ეს უბანი უფრო მიდრეკილია ატროფიული ცვლილებებისადმი. სახეზე ხმარებისას მკურნალობა უნდა შეიზღუდოს რამდენიმე დღეში ერთხელ გამოყენებით.

გამოყენება ქუთუთოებზე
ქუთუთოებზე გამოყენებისას, საჭიროა სიფრთხილე, რათა პრეპარატი არ მოხვდეს თვალში, რადგან შეიძლება განმეორებითი გამოყენებისას განვითარდეს კატარაქტა და გლაუკომა.

ურთიერთქმედება
ერთდროულოი გამოყენება პრეპარატებთან, რომლებიც აინჰიბირებენ CYP3A4-ს (მაგ. რიტონავირი და იტრაკონაზოლი) აღინიშნება კორტიკოსტეროიდების მეტაბოლიზმის ინჰიბირება, რაც იწვევს სისტემური ექსპოზიციის ზრდას. ხარისხი, რომლის დროსაც ეს კლინიკური ურთიერთქმედება არის მნიშვნელოვანი, დამოკიდებულია დოზაზე და კორტიკოსტეროიდის გამოყენების გზაზე, აგრეთვე CYP3A4 ინჰიბიტორის აქტივობაზე.

ორსულობა და ლაქტაცია
ფერტილობა
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების ადამიანების ფერტილობაზე ეფექტის შესახებ მონაცემები არ არის. ვირთაგვებში კანქვეშ მიღებულ კლობეტაზოლს დამაკებაზე ეფექტი არ ქონდა, თუმცა ფერტილობა დაქვეითებული იყო მაღალი დოზებისას (იხ. პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები).

ორსულობა
არსებობს ორსულ ქალებში დერმოვეიტის გამოყენების შეზღუდული მონაცემები.
მაკე ცხოველებში კორტიკოსტეროიდების ადგილობრიად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების ანომალიები (იხ. პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები). ამ კვლევების მნიშვნელობა დადგენილი არ არის. დერმოვეიტის გამოყენება ორსულობის დროს უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის, აჭარბებს ნაყოფის პოტენციურ რისკს. გამოიყენება მინიმალიური რაოდენობა მინიმალური ხანგრძლივობით.

ლაქტაცია
ადგილობრივი კორიტკოსტერიოდების გამოყენების უსაფრთხოება ლაქტაციის დროს დადგენილი არ არის.
უცნობია, ადგილობრივმა კორტიკოსტეროიდები შეიძლება თუ არა შეიწოვოს ისეთი რაოდენობით, რომ გამოიყოს ლაქტატში. დერმოვეიტის გამოყენება ლაქტაციის დროს უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აჭარბებს ახალშობილის პოტენციურ რისკს. ლაქტაციის დროს გამოყენებისას დერმოვეიტი არ უნდა გამოიყენონ მკერდზე რათა ის არ მოხვდეს ბავშვის ორგანიზმში.

გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე
დერმოვეიტის ეფექტების შესასწავლად ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე კვლევები არ ჩატარებულა. ამ აქტივობის დამაზიანებელი ეფექტი არ განიხილება ადგილობრივი დერმოვეიტის გვერდით ეფექტთან.

გვერდითი რეაქციები
პრეპარატის გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია MედDღA სისტემით ორგანოთა კლასის და სიხშირის მიხედვით. სიხშირე განსაზღვრულია შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 ,<1/10), არახშირი (≥1/1,000 ,<1/100), იშვიათი (≥1/10,000 ,<1/1,000) ძალიან იშვიათი (<1/10,000), იზოლირებული შემთხვევების ჩათვლით.
პოსტმარკეტინგული მონაცემები
ინფექციები და ინფესტაციები
ძალიან იშვიათი ოპორტუნისტული ინფექციები
იმუნური სისტემის დარღვევები
ძალიან იშვიათი ადგილობრივი ჰიპერმგრძნობელობა
ენდოკრინული დარღვვები
ძალიან იშვიათი ჰიპოთალამო-ჰიპოფოზურ-ადრენალური რგოლის სუპრესია:
კუშინგოიდური ნაკვთები (მთვარისებრი სახე, სიმსუქნე), წონის მომატების/ზრდის გახანგრძლივება ბავშვებში, ოსტეოპოროზი, გლაუკომა, ჰიპერგლიკემია/გლუკოზურია, კატარაქტა, ჰიპოერტენზია, წონის მატება/სიმსუქნე, ენდოგენური კორტიზოლის დონის დაქვეითება, ალოპეცია. ტრიქორექსი.
კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
ხშირი: ქავილი, კანის ადგიობრივი წვა\კანის ტკივილი.
არახშირი: კანის ატროფია*, სტრიები, ტელეანგიექტაზია*
ძაიან იშვიათი: კანის გათხელება*, კანის დანაოჭება*, კანის სიმშრალე*, პიგმენტაციის ცვლილებები*, ჰიპერტრიქოზი, სხვა სიმპტომების გამწვავება, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, პუსტურალური ფსორიაზი, ერითემა, გამონაყარი, ურტიკარია .

ზოგადი დარღვევები და გამოყენების ადგილის მდგომარეობები
ძალიან იშვიათი: გამოყენების ადგილის გაღიზიანება/ტკივილი *კანის მოვლენები მეორადი ლოკალური ან/და სისტემური ეფექტები ჰიპოთალამო-ჰიპოფიზო ადრენალური რგოლის სუპრესიისა.

ჭარბი დოზირება
ნიშნები და სიმპტომები
ადგილობრივად გამოყენებული დერმოვეიტი, სისტემური ეფექტების გამოსაწვევად, შეიძლება შეიწოვოს საკმარისი რაოდენობით. მწვავე ჭარბი დოზირება ნაკლებსავარაუდოა, თუმცა ქრონიკული ჭარბი დოზირების შემთხვევაში ან არასათანადო გამოყენებისას, შეიძლება განვითარდეს ჰიპერკორტიზოლიზმის ნიშნები (იხ. გვერდითი მოვლენები).

მკურნალობა
ჭარბი დოზირების შემთხვევაში დერმოვეიტი უნდა მოიხსნას თანდათანობით, მიღების სიხშირის შემცირებით ან უფრო ნაკლებაქტიური კორტიკოსეტროიდის გამოყენებით, გლუკოკორტიკოსტეროიდული უკმარისობის რისკის გამო. შემდეგი მენეჯმენტი უნდა მოხდეს კლინიკური ჩვენების მიხედვით ან ნაციონალური მოწამვლის ცენტრის რეკომენდაციებით.

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
ფარმაკოდინამიკა
ათქ კოდი
D07AD კორტიკოსტეროიდები, ძალიან აქტიური (IV ჯგუფი).

მოქმედების მექანიზმი
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები მოქმედებს როგორც ანთების საწინააღმდეგო აგენტები ალერგიული რეაქციის გვიანი ფაზის ინჰიბირების მრავლობითი მექანიზმით, პოხიერი უჯრედების სიმკვრივის დაქვეითებით, ქემოტაქსისის დაქვეითებით და ეოზინოფილების აქტივაციით, ციტოკინების პროდუქციის დაქვეითებით ლიმფოციტების, მონოციტების, პოხიერი უჯრედების და ეოზინოფილების მიერ და არაქიდონის მჟავას მეტაბოლიზმის მაინჰიბირებელი მექანიზმით.

ფარმაკოდინამიური ეფექტები
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდებს, გააჩნია ანთების, ქავილის საწინააღმდეგო და ვაზოკონსტრიქციული მახასიათებლები.

ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები შეიძლება სისტემურად შეიწოვოს ინტაქტური ჯანმრთელი კანიდან. ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების პერკუტანული აბსორბციის ხარისხი განსაზღვრულია მრავალი ფაქტორით, ეპიდერმული ბარიერის ჩათვლით. ოკლუზია, ანთება ან/და სხვა დაავადება, რაც მიმდინარეობს კანში, შეიძლება აგრეთვე ზრდიდეს კანიდან აბსორბციას. პლაზმაში კლობეტაზოლის პროპიონატის საშუალო პიკური კონცენტრაცია 0.63ნანოგრამი/მლ აღინიშნა ერთ კვლევაში 30გ 0.05%-იანი კლობესტაზოლის მალამოს მეორე გამოყენებიდან 8 საათის შემდეგ, ჯანმრთელ პირებში ჯანმრთელი კანით. 30გ 0.05%-იანი კლობეტაზოლის პროპიონატის კრემის მეორე დოზის გამოყენების შემდეგ, პლაზმაში საშუალო პიკური კონცენტრაცია ოდნავ უფრო მღალი იყო ვიდრე მალამოს შემთხვევაში და აღინიშნა მიღებიდან 10 საათის შემდეგ. ცალკე კვლევაში საშუალო პიკური  კონცენტრაცია დაახლოებით 2.3ნანოგრამი/მლ და 4.6ნანოგრამი/მლ აღინიშნა პაციენტებში ფსორიაზით და ეკზემით 25გ კლობეტაზოლის პროპიონატის 0.05%-იანი მალამოს ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ.

განაწილება
აუცილებელია კორტიკოსტეროიდების სისტემური ექსპოზიციის ფარმაკოდინამიკური შეფასება, რადგან მოცირკულირე დონე ბევრად უფრო დაბალია ვიდრე აღმოჩენის დონე.

მეტაბოლიზმი
კანიდან აბსორბციის შემდეგ, ადგილობრიბი კორტიკოსტეროიდები გადის სისტემურად მიღებული კორტიკოსტეროიდების მსგავს გზას. მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში.

გამოყოფა
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები გამოიყოფა თირკმელებით. დამატებით ზოგიერთი კორტიკოსტეროიდი და მათი მეტაბოლიტები აგრეთვე გამოიყოფა ნაღვლით.

პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
კანცეროგენეზი/მუტაგენეზი
კანცეროგენეზი
კლობეტაზოლის პრიპიონატის კარცინოგენური პოტენციალირ შესაფასებლად ცხოველებზე ხანგრძლივი კვლევები არ ჩატარებულა.

გენოტოქსიკურობა
ბაქტერიული უჯრედების ინ ვიტრო შეფასებისას, კლობეტაზოლის პროპიონატი არ იყო მუტაგენური

ფერტილობა
ფერტილობის კვლევებში კლობეტაზოლის პროპიონატის კანქვეშ გამოყენებამ ვირთაგვებში, დოზით 6.25-50 მიკროგრამი/კგ/დღეში არ აჩვენა ეფექტი დამაკებაზე, ფერტილობა დაქვეითდა მხოლოდ დღეში 50მიკროგრამი/კგ გამოყენებისას.

ორსულობა
კლობეტაზოლის პროპიონატის კანქვეშ გამოყენებამ თაგვებში (≥100 მიკროგრამი/კგ/დღეში), ვირთაგვებში (400მიკროგრამი/კგ/დღეში), ან ბოცვრებში 1-10მიკროგრამი/კგ/დღეში) მაკეობის დროს გამოავლინა ნაყოფის ანომალიები მგლის ხახის ჩათვლით. ვირთაგვებზე კვლევაში, როდესაც ზოგიერთ ცხოველში აღინიშნა განვითარებაში ჩამორჩენა F1 თაობაში (≥100 მიკროგრამი/კგ/დღეში გამოყენებისას, გადარჩენა შემცირებული იყო 400მიკროგრამი/კგ/დღეში გამოყენებისას. მკურნალობასთან დაკავშირებული ეფექტები არ აღინიშნა F1 რეპროდუქციულ ქმედებაში ან F2 თაობაში.

ფარმაცევტული მახასიათებლები
შემავსებლების ჩამონათვალი
კრემი:
გლიცერილმონოსტეარატი
ცეტოსტეარილის სპირტი
ქლოროკრეზოლი
ნატრიუის ციტრატი
ლიმონმჟავა (მონოჰიდრატი)
გამოხდილი წყალი
აკლაცელი 165
ცვილის ჩამანაცვლებელი 6621
პროპილენგლიკოლი
მალამო:
პროპილენგლიკოლი
თეთრი რბილი პარაფინი
სორბიტანსესქვიოლატი
შეუთავსებლობა
შეუთავსებლობა განსაზღვრული არ არის.

შენახვის ვადა
ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე. (24 თვე)
სპეციალური უსაფრთხოების ზომები შენახვისთვის
კრემი
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
მალამო
ინახება არაუმეტეს 25-30°C ტემპერატურაზე. შენახვის პირობები დამოკიდებულია ლოკალურად რეგისტრირებულ შენახვის ვადაზე (ეხება ინფორმაციას შეფუთვაზე).

კონტეინერის ბუნება და შემადგენლობა
კრემი
ალუმინის ტუბი, შიგნიდან შემოგარსული რეზინის ეპოქსიდური ნაერთით, დახურული თავსახურით.

მალამო
დასაშლელი ალუმინის ტუბი, შიგნიდან შემოგარსული რეზინის ეპოქსიდური ნაერთით ან შემოუგარსავი, თავსახურით. ყველა შეფუთვა ყველა ქვეყანაში ხელმისაწვდომი არ არის.

აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გამოიყენება ექიმის დანიშნულებით)

ინსტრუქცია გამოყენებისთვის/შენახვა
სპეციალური მოთხოვნები ამ პროდუქტის გამოყენების ან შენახვისთივს არ არსებობს.