Nuk
ციკლოვალი / CYCLOVAL

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): valaciclovir
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტივირუსული საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: ჯი-ემ-პი
  • მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
  • გამოშვების ფორმა: 500მგ შემოგარსული ტაბლეტი №10
  • გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

შემადგენლობა

პრეპარატის ერთი ტაბლეტი (გარსით დაფარული) შეიცავს აქტიური ნივთიერების - ვალაციკლოვირის 500 მგ-ს. 
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლივინილპიროლიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, სილიციუმის დიოქსიდი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტივირუსული პრეპარატი.
ვალაციკლოვირი აბსორბციის შემდეგ ვალაციკლოვირჰიდროლაზას მოქმედებით მთლიანად და სწრაფად გარდაიქმნება აციკლოვირად. 
აციკლოვირი ხასიათდება სპეციფიკური მაინჰიბირებელი აქტივობით შემდეგი ვირუსების მიმართ: Herpes Simplex I და II ტიპი, Varicella zoster, ებშტეინ-ბარი, ციტომეგალოვირუსი, ჰერპესის ვირუსი 6 ტიპი. აციკლოვირი, ფოსფოლირებისა და აციკლოვირის ტრიფოსფატის აქტიურ ფორმაში გარდაქმნისთანავე, ახდენს ვირუსის დნმ-ის სინთეზის ინჰიბირებას. ფოსფორილირების პირველი სტადია მიმდინარეობს ვირუს-სპეციფიკური ფერმენტების მონაწილეობით, რომელიც სრულდება უჯრედული კინაზების მეშვეობით. სპეციფიკური ვირუსული ფერმენტებით აციკლოვირის აქტივაცია მნიშვნელოვნად ხსნის მის სელექტიურობას. 
აციკლოვირის ტრიფოსფატი კონკურენტულად აინჰიბირებს ვირუსის დნმ-პოლიმერაზას და, როგორც ნუკლეოზიდის ანალოგი, ჩაენაცვლება ვირუსის დნმ-ში, იწვევს დნმ-ის ჯაჭვის მთლიან წყვეტას, არღვევს დნმ-ის სინთეზის პროცესს და შესაბამისად აბლოკირებს ვირუსის რეპლიკაციას. 
პაციენტებში ნორმალური იმუნიტეტით, იშვიათად გვხვდება ვალაციკლოვირისადმი დაბალი (დაქვეითებული) მგრძნობელობის Herpes Simplex და Varicella zoster ვირუსები. თუმცა, აღნიშნული შესაძლებელია პაციენტებში იმუნიტეტის მძიმე დარღვევებით. აციკლოვირის მიმართ რეზისტენტობა განპირობებულია ვირუსის თიმიდინკინაზას დეფიციტით, ზოგიერთ შემთხვევაში - ვირუსული თიმიდინკინაზას ან დნმ-პოლიმერაზას სტრუქტურის დარღვევით.
შიგნით მიღების შემდეგ ვალაციკლოვირი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, სწრაფად და პრაქტიკულად მთლიანად გარდაიქმნება აციკლოვირად და ვალინად. აციკლოვირის ბიოშეღწევადობა 45%-ს შეადგენს და არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე. პლაზმის ცილებს უკავშირდება 15%. პაციენტებში, თირკმლის ნორმალური ფუნქციით, აციკლოვირის T1/2 შეადგენს 3 სთ-ს. ვალაციკლოვირი გამოიყოფა შარდთან ერთად აციკლოვირისა (დოზის 80%-ზე მეტი) და მისი მეტაბოლიტის სახით.

ჩვენებები
- - Herpes Simplex I და II ტიპით გამოწვეული კანისა და ლორწოვანი გარსების ინფექციების მკურნალობა (პირველადი და მორეციდივე გენიტალური ჰერპესის ჩათვლით);
- ლაბიალური ჰერპესის მკურნალობა;
- - Herpes Simplex I და II ტიპით გამოწვეული კანისა და ლორწოვანი გარსების ინფექციების (გენიტალური ჰერპესის ჩათვლით) რეციდივების პროფილაქტიკა (ვალაციკლოვირი გამოიყენება ჯანმრთელი პარტნიორის ინფიცირების რისკის შესამცირებლად, სუპრესიული თერაპიის სახით უსაფრთხო სქესობრივი კარშირის დაცვის ფონზე);
- - Varicella zoster ვირუსით გამოწვეული შემომსალტველი ჰერპესის მკურნალობა;
- ორგანოების ტრანსპლანტაციის დროს ციტომეგალოვირუსით გამოწვეული ინფექციის პროფილაქტიკა.

მიღების წესები და დოზები
ციკლოვალი პერორალურად მიიღება. პრეპარატი ინიშნება დაავადების მაქსიმალურად ადრეულ სტადიაზე.
Herpes Simplex-ით გამოწვეული ინფექციების მკურნალობისას მოზრდილებში ციკლოვალი ინიშნება 500 მგ 2-ჯერ დღეში. შედარებით მძიმე, პირველადი ინფექციის დროს მკურნალობა იწყება მაქსიმალურად ადრეულ სტადიაზე და უნდა გახანგრძლივდეს 5-დან 10 დღემდე. რეციდივის შემთხვევაში პრეპარატის დანიშვნა ოპტიმალურია პროდრომულ პერიოდში ან პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე და მკურნალობა გრძელდება 3-5 დღე. 
Herpes Simplex-ით გამოწვეული ინფექციების რეციდივების პროფილაქტიკის დროს, მოზრდილებში ნორმალური იმუნიტეტით, ინიშნება პრეპარატის 500 მგ ერთხელ დღეში. ხშირი რეციდივების შემთხვევაში (10 ან მეტი რეციდივი წელიწადში) შედარებით ეფექტურია პრეპარატის დღიური დოზის - 500 მგ-ის განაწილება 2 მიღებაზე (250 მგ 2-ჯერ დღეში). მოზრდილებში იმუნოდეფიციტით რეკომენდებულია 500 მგ 2-ჯერ დღეში. 
ჯანმრთელი პარტნიორის გენიტალური ჰერპესით დაინფიცირების პროფილაქტიკისათვის პაციენტებში შენარჩუნებული იმუნიტეტითა და წელიწადში 9-მდე გამწვავების რაოდენობით ინიშნება ციკლოვალის 500 მგ ერთხელ დღეში. 
ალტერნატიული თერაპიის სახით, ლაბიალური ჰერპესის მკურნალობისას ინიშნება 2 გ 2-ჯერ დღეში 1 დღის განმავლობაში. მეორე დოზა ინიშნება პირველი დოზის მიღებიდან დაახლოებით 12 საათის შემდეგ (და არანაკლებ 6 საათისა). ასეთი რეჟიმით მკურნალობისას მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 დღეს. მკურნალობა იწყება ყველაზე ადრეული სიმპტომების გამოვლენისთანავე (ქავილი, წვა და სხვა).
შემომსალტველი ჰერპესის მკურნალობისას მოზრდილებში ინიშნება 1 გ 3-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.
ციტომეგალოვირუსული ინფექციის პროფილაქტიკისას მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში რეკომენდებული დოზაა 2 გ 4-ჯერ დღეში. პრეპარატი ინიშნება ტრანსპლანტაციის შემდგომ ადრეულ სტადიაზე. პრეპარატის დოზა მცირდება კრეატინინის კლირენსის მიხედვით. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 90 დღეს, თუმცა შესაძლებელია გახანგრძლივდეს პაციენტებში, ინფექციის განვითარების მაღალი რისკით.
პაციენტებში თირკმლის უკმარისობით დოზა რეგულირდება კრეატინინის კლირენსისა და ჩვენების მიხედვით:

ჩვენებაკრეატინინის კლირენსი (კკ)ციკლოვალის დოზა
შემომსალტველი ჰერპესი15-30 მლ/წთ1 გ 2-ჯერ დღეში
< 15 მლ/წთ1 გ ერთხელ დღეში
Herpes Simplex-ით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა< 15 მლ/წთ500 მგ ერთხელ დღეში
ლაბიალური ჰერპესის მკურნალობა31-49 მლ/წთ1 გ 2-ჯერ 1 დღის განმავლობაში
15-30 მლ/წთ500 მგ 2-ჯერ დღეში 1 დღის განმავლობაში
< 15 მლ/წთ500 მგ ერთჯერადად
Herpes Simplex-ით გამოწვეული ინფექციების პროფილაქტიკა< 15 მლ/წთპაციენტებში ნორმალური იმუნიტეტით: 250 მგ ერთხელ დღეში
პაციენტებში იმუნოდეფიციტით: 
500 მგ ერთხელ დღეში
გენიტალური ჰერპესით ინფიცირების შესამცირებლად< 15 მლ/წთ250 მგ ერთხელ დღეში


პაციენტებში ჰემოდიალიზით რეკომენდებულია პრეპარატის მიღება ჰემოდიალიზის პროცედურის დამთავრებისთანავე, დოზით, რომელიც განკუთვნილია პაციენტებისათვის კრეატინინის კლირენსით < 15 მლ/წთ-ში.
ციტომეგალოვირუსული ინფექციის პროფილაქტიკისათვის რეკომენდებულია ციკლოვალის შემდეგი დოზირება:

კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ)ციკლოვალის დოზა
 ≥ ≤ 752 გ 4-ჯერ დღეში
50 - < 751.5 გ 4-ჯერ დღეში
25 - < 501.5 გ 3-ჯერ დღეში
10 - < 251.5 გ 2-ჯერ დღეში
< 10 ან დიალიზი1.5 გ 1-ჯერ დღეში

პაციენტებში ჰემოდიალიზით რეკომენდებულია ციკლოვალის დანიშვნა ჰემოდიალიზის დამთავრების შემდეგ. საჭიროა კკ ხშირი კონტროლი, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა თირკმლის ფუნქცია სწრაფად იცვლება.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დარღვევით დოზის კორექციას არ საჭიროებენ. 
ასაკოვანი პაციენტები დოზის კორექციას არ საჭიროებენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა.

გვერდითი მოვლენები
ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, დაღლილობა; შექცევადი ნევროლოგიური დარღვევები, როგორიცაა თავბრუსხვევა, გონების დაბინდვა, ჰალუცინაციები; იშვიათად – აგზნებადობა, ტრემორი, ატაქსია, დისართრია, ცნობიერების დარღვევა, გულყრები, ენცეფალოპათია; ძალიან იშვიათად – კომა (ძირითადად პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით ან სხვა ხელშემწყობი ფაქტორებით).
სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად – დისპნოე.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ტკივილი და დისკომფორტი მუცლის არეში, ღებინება, დიარეა, ანორექსია; იშვიათად – ღვიძლის ფუნქციური სინჯების შექცევადი დარღვევა.
ალერგიული რეაქციები: იშვიათად – გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსია.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – ლეოკოპენია (ძირითადად პაციენტებში დაქვეითებული იმუნიტეტით), თრომბოციტოპენია.
დერმატოლოგიური რეაქციები: გამონაყარი, ფოტოსენსიბილიზაცია; იშვიათად – ქავილი.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად – თირკმლის ფუნქციის დარღვევა; ძალიან იშვიათად – თირკმლის მწვავე უკმარისობა, თირკმლის კოლიკა (შესაძლოა დაკავშირებული იყოს თირკმლის ფუნქციის დარღვევასთან).

უკუჩვენება
- ვალაციკლოვირის, აციკლოვირის ან პრეპარატის სხვა კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა; 
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება აივ-ინფექციის კლინიკურად გამოხატული ფორმების დროს.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პერიოდში ვალაციკოვირი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პოტენციური სარგებელი დედისათვის აჭარბებს ნაყოფზე მისი უარყოფითი გავლენის რისკს.
აციკლოვირი, ვალაციკლოვირის ძირითადი მეტაბოლიტი, გამოიყოფა დედის რძეში. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება.

განსაკუთრებული მითითებები
პაციენტებში დეჰიდრატაციის რისკით, განსაკუთრებით ასაკოვან პაციენტებში, პრეპარატით მკურნალობის დროს საჭიროა ორგანიზმის ადეკვატური რეჰიდრატაცია.
ვალაციკლოვირით სუპრესიული თერაპია ამცირებს, მაგრამ მთლიანად არ გამორიცხავს სქესობრივი პარტნიორის გენიტალური ჰერპესით ინფიცირების რისკს. მკურნალობის პროცესში პარტნიორების მიერ დაცული უნდა იყოს უსაფრთხო სქესობრივი კავშირი. 
პაციენტებში, ნორმალური იმუნიტეტით, ძალიან იშვიათია აციკლოვირისადმი დაბალი მგრძნობელობის ვირუსები. ვირუსების დაბალი მგრძნობელობა განპირობებულია უჯრედებში თიმიდინკინაზას ფენოტიპური დეფიციტით. პაციენტები, ღვიძლის ფუნქციის დარღვევით (მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ღვიძლის ციროზით) პრეპარატის დოზის კორექციას არ საჭიროებენ. ღვიძლის დაავადებების დროს განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის დიდი დოზით დანიშვნის შემთხვევაში (4 გ/დღე-ღამეში ან მეტი). 
პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, მაღალია ნევროლოგიური გართულებების გამოვლინების რისკი.
ასაკოვანი პაციენტები დოზის კორექციას არ საჭიროებენ, თირკმლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევით მიმდინარე შემთხვევების გარდა. 
ვალაციკლოვირის ბავშვთა ასაკში გამოყენების მონაცემები არ არსებობს, რის გამოც ბავშვებში იგი არ ინიშნება.
პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: რამდენიმე დღის განმავლობაში ვალაციკლოვირის დიდი დოზით მიღების შემთხვევაში ვითარდება გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, გონების დაბინდვა.
მკურნალობა: პრეპარატის ტოქსიკური მოქმედების ნიშნების გამოვლენის მიზნით, პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ განსაკუთრებული სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. ჰემოდიალიზი მნიშვნელოვნად აძლიერებს სისხლიდან აციკლოვირის გამოდევნას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ვალაციკლოვირის სხვა პრეპარატებთან კლინიკური მნიშვნელობის მქონე ურთიერთგავლენა არ არის დადგენილი. აციკლოვირი შეუცვლელი სახით გამოიყოფა შარდთან ერთად აქტიური მილაკოვანი სეკრეციის მეშვეობით. ვალაციკლოვირის მიღების შემდეგ ციმეტიდინი და პრობენეციდი, რომლებიც აბლოკირებენ მილაკოვან სეკრეციას, ზრდიან აციკლოვირის AUC-ს და ამცირებენ მის კლირენსს. თუმცა, აღნიშნულ შემთხვევებში ვალაციკლოვირის დოზა კორექციას არ საჭიროებს აციკლოვირს ფართო თერაპიული ინდექსის გამო. 
აციკლოვირისა და მოფეტილის მიკოფენოლატის (იმუნოდეპრესანტი, ინიშნება ტრანსპლანტაციის დროს) ერთდროული მიღება ზრდის აციკლოვირის AUC-სა და უკანასკნელის არააქტიურ მეტაბოლიტს.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ვალაციკლოვირის დიდი დოზით (4 გ/დღე-ღამეში ან მეტი) მიღების შემთხვევაში პრეპარატებთან, რომლებიც არღვევენ თირკმლის ფუნქციას (მათ შორის ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი).
ნეფროტიქსიკური პრეპარატები ზრდიან თირკმლის უკმარისობისა და ცნს-ის ფუნქციის დარღვევის რისკს.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება 15-25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
შენახვის ვადა - 3 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაცემის წესი – რეცეპტით).

სად შევიძინოთ?