Nuk
კო-რენიტეკი / CO-RENITEC


საერთაშორისო არაპატენტური დასახელება: ენალაპრილი და დიურეტიკები. 
აღწერა
ყვითელი, მრგვალი, ორმხრიამოზნექილი, ტალღოვანკიდეებიანი ტაბლეტები: ერთ მხარეს გრავიურა MშD 718,მეორე მხარეს-ნაპრალი. 

შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: ენალაპრილის მალეატი 20მგ და ჰიდროქლორთიაზიდი 12,5მგ. 

დამხმარე ნივთიერებები: წყლიანი ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის პრეჟელატინიზებული სახამებელი, ნატრიუმის ბიკარბონატი, სიმინდის სახამებელი, საღებავი რკინის ყვითელი ოქსიდი. 

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი საშუალებები. აგფ ინჰიბიტორები და დიურეტიკები. 
ათქ კოდი: С09ВА02.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ენალაპრილის მალეატი
ანგიოტენზინ გარდამქნელი ფერმენტი (აგფ) წარმოადგენს პეპტიდილდიპეპტიდაზას, რომელიც აკატალიზებს ანგიოტენზინ I-ს გარდაქმნას პრესორულ სუბსტანცია ანგიოტენზინ II-ად. აგფინჰიბირება იწვევს პლაზმაში ანგიოტენზინ II-ს დაქვეითებას, რაც იწვევს რენინის აქტივობის მომატებას (რენინის გამოთავისუფლებისას უარყოფითი უკუკავშირის მოხსნის შედეგად) და ალდოსტერონის სეკრეციის შემცირებას. 
აგფ არის კინინაზა II-ის იდენტური.ამგვარად, ენალაპრილი აგრეთვე შეიძლება ბლოკავდეს ბრადიკინინის დაშლას, რომელიც წარმოადგენს ძლიერ სისხლძარღვთაგამაფართოებელ პეპტიდს. თუმცა მოცემული ეფექტის როლი ენალაპრილის თერაპიულ მოქმედებაში ჯერ შესწავლილი არ არის. სავარაუდოა, რომ მექანიზმი, რომლის შედეგადაც ენალაპრილი აქვეითებს არტერიულ წნევას, ძირითადად მდგომარეობს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის დათრგუნვაში, რომელიც მთავარ როლს თამაშობს არტერიული წნევის რეგულაციაში; ენალაპრილი ჰიპოტენზიურ მოქმედებას ახდენს არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულიმ პაციენტებშიც, რომლებსაც აღენიშნებათ რენინის სისტემის დაბალი აქტივობა.

ჰიდროქლორთიაზიდი
ჰიდროქლორთიაზიდი-შარდმდენი და ანტიჰიპერტენზიული საშუალება, რომელიც ზრდის პლაზმაში რენინის აქტივობას. თუმცა მარტო ენალაპრილი ავლენს ჰიპოტენზიური მოქმედებას ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში რენინის დაბალი დონით,  ამ პირებში ჰიდროქლორთიაზიდთან ერთად გამოყენება იწვევს არტერიული წნევის უფრო გამოხატულ დაქვეითებას. 
ორმაგი ბლოკადის კვლევა 
ორმაგი ბლოკადის ორ დიდ რანდომიზებულ კვლევაში (ONTARGET da VA NEPHRON-D) შესწავლილი იყო აგფ ინჰიბიტორების გამოყენება ანგიოტენზინ II-ს რეცეპტორების ბლოკერებთან ერთად. ONTARGET კვლევა (მიმდინარე კლინიკური კვლევა ტელმისარტანის გამოყენებით მონოთერაპიის სახით ან რამიპრილთან კომბინაციაში) ტარდებოდა პაციენტების მონაწილეობით, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა ან ცერებროვასკულური დაავადებები, ან ორგანული პათოლოგიით გართულებული 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი.  VA NEPHRON-D  (The Veterans Affairs Nephropathy in Diabetes) კვლევა ტარდებოდა 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით და დიაბეტური ნეფროპათიით დაავადებულ პაციენტებში. ამ კვლევებში არ აღინიშნა მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა თირკმლის ფუნქციაზე და/ან გულ-სისხლძარღვთა სისტემას, აგრეთვე სიკვდილიანობის მაჩვენებელზე; აღინიშნა ჰიპერკალიემიის, თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღევის და/ან ჰიპოტენზიის რისკის მომატება (მონოთერაპიასთან შედარებით). მსგავსი ფარმაკოდინამიური თვისებების გათვალისწინებით ეს შედეგები აგრეთვე ეხება აგფ სხვა ინჰიბიტორებს და ანგიოტენზინ II-ს ბლოკერებს, ამიტომ ეს პრეპარატები ერთად არ უნდა გამოიყენონ დიაბეტური ნეფროპათიით დაავადებულ პაციენტებში.  ALTITUDE (Aliskiren Trial in Type 2 Diabetes Using Cardiovascular and Renal Disease Endpoints) კვლევა ჩატარდა ალისკირენის დამატების უპირატესობის შეფასებისთვის აგფ ინჰიბიტორებით ან ანგიოტენზინ II-ს რეცეპტორების ბლოკერებით თერაპიაზე 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით და თირკმლის ქრონიკული უკმარისობით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირებში ან ამ დაავადებების კომბინაციისას. კვლევა ნაადრევად შეწყდა გვერდითი რეაქციების მომატებული რისკის გამო. სასიკვდილო გამოსავლის სიხშირე გულ-სისხლძარღვთა დარღვევის და ინსულტის გამო ბევრად მაღალი იყო ალისკირენის ჯგუფში პლაცებოსთან შედარებით, ხოლო გვერდითი რეაქციები სრიოზული მოვლენების ჩათვლით (ჰიპერკალიემია, ჰიპოტენზია და თირკმლის ფუნქციის დარღვევა) უფრო ხშირად აღინიშნებოდა ალისკირენის ჯგუფში. 

ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია
პერორალური გამოყენებისას ენალაპრილი სწრაფად შეიწოვება, შრატში მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს ერთი საათის განმავლობსაში. შარდით გამოყოფაზე გაანგარიშებით, ენალაპრილის მალეატის პერორალური გამოყენებისას ენალაპრილის აბსორბციის მაჩვენებელი შეადგენს დაახლოებით 60%-ს. შეწოვის შემდეგ ენალაპრილი სწრაფად და ექსტენსიურად ჰიდროლიზდება ენალაპრილატად-ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ძლიერ ინჰიბიტორად.შრატში ენალაპრილატის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა ენალაპრილის მალეატის პერორალური მიღებიდან 3-4 საათის შემდეგ.შარდში ძირითად კომპონენტს წარმოადგენს ენალაპრილატი, რომელიც შეადგენს დოზის დაახლოებით 40%-ს და ენალაპრილი უცვლელი სახით.ენალაპრილატად გარდაქმნის გარდა არ არსებობს ენალაპრილის მნიშვნელოვანი მეტაბოლიზმის ნიშნები. 
შრატში ენალაპრილის კონცენტრაციის პროფილი ხასიათდება პროლინგირებული ტერმინალური ფაზით, სავარაუდოდ აგფ-სთან დაკავშირების შედეგად.ადამიანებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით შრატში ენალაპრილატის წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა ენალაპრილ მალეატის პერორალური მიღებიდან მეოთხე დღეს. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ენალაპრილ მალეატის აბსორბციაზე. ენალაპრილის აბსორბციის მოცულობა და ჰიდროლიზი  მსგავსია სხვადასხვა დოზების მიღებისას რეკომენდებული თერაპიული დიაპაზონის ფარგლებში. 

განაწილება
ცხოველების კვლევებმა აჩვენა, რომ ენალაპრილი ცუდად გადის ან არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერში; ენალაპრილატი არ აღწევს თავის ტვინში. ენალაპრილი აღწევს პლაცენტურ ბარიერში. ჰიდროქლორთიაზიდი გადის პლაცენტურ ბარიერს და არ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში. 
ბიოტრანსფორმაცია
ენალაპრილატად გარდაქმნის გარდა არ არსებობს ენალაპრილის გამოხატული მეტაბოლიზმის ნიშნები. ჰიდროქლორთიაზიდი არ მეტაბოლიზდება, მაგრამ სწრაფად გამოიყოფა თირკმელებით. 
გამოყოფა
თირკმლისფუნქციისდარღვევა
თირკმლისფუნქციისდარღვევისმქონეპაციენტებშიძლიერდებაენალაპრილისდაენალაპრილატისექსპოზიცია.მსუბუქიდაზომიერიდარღვევისშემთხვევაში (კრეატინინისკლირენსი 40-60მლ/წთ) ენალაპრილატისАUC სტაციონარულმდგომარეობაში (5მგ-სმიღებისშემდეგდღეშიერთხელ) დაახლოებითორჯერუფრომაღალიაჯანმრთელპაციენტებთანშედარებით. თირკმლისფუნქციისმძიმედარღვევისას (კრეატინინი ≤ 30 მლ/წთ),ენალაპრილატისАUC დაახლოებით 8-ჯერიზრდება. ენალაპრილმალეატისრამდენიმედოზისშემდეგენალაპრილატისნახევარგამყოფისეფექტურიპერიოდიხანგრძლივდებათირკმლისამგვარიუკმარისობისასდადროსტაციონარულმდგომარეობაშიმეტია (იხ. პარაგრაფი “გამოყენებისმეთოდიდადოზირება”). ენალაპრილატისსისხლისნაკადიდანგამოყოფაშეიძლებაჰემოდიალიზისსაშუალებით. დიალიზისკლირენსი 62მლ/წთ. 

ლაქტაცია:
მშობიარობის შემდგომ პერიოდში ერთჯერადი დოზის 20მგ-ს გამოყენებისას 5 ქალისრძეში ენალაპრილის მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენდა საშუალოდ 1,7 მკგ//ლ-ს (0,54-დან 5,9მკგ/ლ-მდე) პრეპარატის მიღებიდან 4-6 საათის შემდეგ. ენალაპრილატის მაქსიმალური დონე შეადგენდა საშუალოდ 1,7მკგ/ლ-ს (1,2-2,3 მკგ/ლ); მაქსიმალური დონეები მიიღწეოდა სხვადასხვა დროს 24 საათიანი პერიოდის განმავლობაში. რძეში მაქსიმალური დონის მონაცემებიდან გამომდინარე ძუძუთი კვების დროს ბავშვის ორგანიზმში პრეპარატის მაქსიმალური მოხვედრა შეადგენს დედის მიერ მიღებული დოზის 0,16%-ს (კორექციით სხეულის მასაზე). 
ქალებში, რომლებიც პერორალურად იღებდნენ ენალაპრილს დღეში 10მგ დოზით 11 თვის განმავლობაში, რძეში ენალაპრილის მაქსიმალური დონე შეადგენდა 2მკგ/ლ-ს დოზის მიღებიდან 4 საათის შემდეგ, ენალაპრილატის მაქსიმალური დონე-0,75მკგ/ლ-ს დოზის მიღებიდან. დაახლოებით 9 საათის შემდეგ.ენალაპრილის და ენალაპრილატის რძეში განსაზღვრული საერთო რაოდენობა 24 საათის განმავლობაში შეადგენდა 1,44 და 0.63მკგ/ლ-ს. რძეშიენალაპრილატის დონე არ განისაზღვრა ერთ დედაში ერთჯერადი 5მგ დოზის მიღებიდან (<0.2მკგ/ლ) 4 საათის შემდეგ და 10მგ-ს მიღების შემდეგ ორ დედაში; ენალაპრილის დონე განსაზღვრული არ ყოფილა. 

მიღების ჩვენება
კო-რენიტეკი® ნაჩვენებია მსუბუქი ან ზომიერი ხარისხის არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობისთვის პაციენტებში, რომელთა მდგომარეობაც სტაბილიზებული იყო პრეპარატის ცალკეული კომპონენტების იგივე დოზებით გამოყენებისას.

გამოყენების მეთოდი და დოზირება
გამოყენების მეთოდი. პერორალურად, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. 
დოზირება
პრეპარატ კო-რენიტეკის დოზა უნდა განისაზღვროს პირველ რიგში ენალაპრილ მალეატის გამოყენების გამოცდილებიდან გამომდინარე. 
მოზრდილები
ესენციური ჰიეპერტენზია
ჩვეული დოზა-1 ტაბლეტი დღეში ერთხელ.აუცილებლობისას დოზა შეიძლება გაიზარდოს დღეში ერთხელ 2 ტაბლეტამდე. 
დიურეტიკებით წინა მკურნალობა
პრეპარატ კო-რენიტეკის პირველი დოზის მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს სიმპტომური ჰიპოტენზია. ხშირად ჰიპოტენზია აღინიშნება პაციენტებში წყლის ან მარილების ბალანსის დარღვევით ადრე დიურეტიკების გამოყენების გამო. დიურეტიკებით თერაპია უნდა შეწყდეს პრეპარატ კო-რენიტეკით მკურნალობის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე. 
დოზირება თირკმლის ფუნქციის დარღვევისას
თიაზიდები შეიძლება არასაკმარისად ეფექტური დიურეტიკები იყოს პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღევით და არაეფექტურია კრეატინინის 30მლ/წთ და ნაკლები კლირენსისას (ანუ თირკმლის ფუნქციის ზომიერი ან მძიმე დარღვევისას).
ვინაიდან ენალაპარილის საწყისი დოზა პაციენტებში თირკმლის ზომიერი უკმარისობით(კრეატინინის კლირენსით >30-<80მლ/წთ)შეადგენს 5-10მკგ-ს, ასეთ პაციენტებში კო-რენიტეკის დანიშვნა საწყის თერაპირად რეკომენდებული არ არის. (იხ. `ფარმაკოდინამიკური თვისებები).
პაციენტებში, კრეატინინის კლირენსით >30-<80მლ/წთ, პრეპარეტი კო-რენიტეკი უნდა გამოიყენონ მხოლოდ ყოველი კომპონენტის დოზის ცალკე შერჩევის შემდეგ. 
გამოყენება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში
კლინიკურ კვლევებში ერთდროულად გამოყენებული ენალაპრილის მალეატის და ჰიდროქლორთიაზიდის ეფექტურობა და ატანა შეთავსებადი იყო არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ ხანდაზმული ასაკის და უფრო ახალგაზრდა პაციენტებში.
ბავშვებში გამოყენება
ბავშვებში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. 
ქმედება ტაბლეტის გამოტოვების შემთხვევაში.
მიიღეთ გამოტოვებული ტაბლეტი მაშინვე, როგირც კი გაგახსენდებათ. თუკი შემდგგომი დოზის მიღების დრო მოახლოებულია, მაშინ გამოტოვეთ მიღება. დაუშვებელია პრეპარეტის ზედმეტი დოზის მიღება გამოტოვებული ტაბლეტის კომპენსირებისთვის.  წამლის მომდევნო დოზა უნდა მიიღოთ ჩვეულ დროს. დაუშვებელია პრეპარატის ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებულის კომპენსირებისთვის. 

გვერდითი მოქმედება
ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი გვერდითი რეაქციის განვითარებისას, ასევე იმ მოვლენების შემთხვევაში, რომლებიც ინსტრუქციაში აღნიშნული არ არის საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია. 
კო-რენიტეკი® ჩვეულებრივ კარგად აიტანება. კლინიკურ კვლევებში გვერდითი რეაქციები იყო მსუბუქი და ტრანზიტორული, უმრავლეს შემთხვეევბში თერაპიის შეწყვეტა საჭირო არ გახდა. ყველაზე ხშირად აღწერილია თავის ტკივილი და ხველა. 
შემდეგი გვერდითი რეაქციები აღწერილია პრეპარატ კო-რენიტეკის®, მხოლოდ ენალაპრილის ან მხოლოდ ჰიდროქლორთიაზიდის გამოყენებისას კლინიკურ კვლევებში და პოსტმარკეტინგული გამოყენებისას: ძალიან ხშირი   ≥1/10; ხშირი ≥1/100, <1/10); ნაკლებად ხშირი ≥1/1 000, <1/100;იშვიათი ≥1/10 000,<1/1 000;ძალიან იშვიათი <1/10 000;უცნობია-განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემებით. 
ინფექციები და ინვაზიები: ნაკლებად ხშირი-სიალოადენიტი. 
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: არახშირი-ანემია (მათ შორის აპლაზიური და ჰემოლიზური); იშვიათი-ნეიტროპენია, ჰემოგლობინის დონის დაქვეითება, ჰემატოკრიტის დაქვეითება, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა, ლეიკოპენია, პანციტოპენია, ლიმფადენოპათია, აუტოიმუნური დაავადებები. 
დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ: უცნობია-ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატური სეკრეციის სინდრომი. 
დარღვევები კვების და მეტაბოლიზმის მხრივ: ხშირი-ჰიპოკალიემია, ქოლესტერინის დონის მომატება, ტრიგლიცერიდების დონის მომატება, ჰიპერურიკემია; არახშირი-ჰიპოგლიკემია, ჰიპომაგნიემია, პოდაგრა**; იშვიათად-გლუკოზის დონის მომატება; ძალიან იშვიათად-ჰიპერკალციემია. 
დარღვევები ნერვული სისტემის და ფსიქიკის მხრივ: ხშირი_თავის ტკივილი, დეპრესია, სინკოპე, გემოვნების დარღვევები; არახშირი-ცნობიერების დაბინდვა, ძილიანობა, უძილობა, მომატებული აგზნებადობა, პარესთეზია, ვერტიგო, ლიბიდოს დაქვეითება**; იშვიათი-პათოლოგიური სიზმრები, ძილის დარღვევა, პარეზი (ჰიპოკალიემიის გამო). 
მხედველობის დარღვევები: ძალიან ხშირი-მხედველობის სიმკვეთრის დარღვევა. 
დარღვევები სმენის და ლაბირინთის მხრივ: არახშირი: ყურებში ხმაური. 
დარღვევბი გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ძალიან ხშირი-თავბრუსხვევა; ხშირი-ჰიპოტენზია, ორთოსტაზური ჰიპოტენზია, რიტმის დარღვევა, სტენოკარდია, ტაქიკარდია; არახშირი-ალები, გულისცემის გახშირება, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი*, შესაძლოა ჭარბი ჰიპოტენზიის გამო მაღალი რისკ ჯგუფის პაციენტებში; იშვიათი-რეინოს ფენომენი. 
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყრის მხრივ: ძალიან ხშირი-ხველა; ხშირი-დისპნოე; არახშირი-რინორეა, ტკივილი ყელში და ხმის ჩახლეჩა, ბრონქოსპაზმი/ასთმა; იშვიათი-ფილტვის ინფილტრატები, რესპირატორული დისტრესი (პნევმონიტის და ფილტვის შეშუპების ჩათვლით), რინიტი, ალერგიული ალვეოლიტი/ეოზინოფილური პნევმონია. 
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან ხშირი-გულისრევა; ხშირი - დიარეა, მუცლის ტკივილი; არახშირი-ილეუსი, პანკრეატიტი, ღებინება, დისპეფსია, შეკრულობა, ანორექსია, კუჭის გაღიზიანება, პირის სიმშრალე, პეპტიური წყლული, მეტეორიზმი**; იშვიათი-სტომატიტი/აფტოზური წყლულები, გლოსიტი; ძალიან იშვიათი-ინტესტინალური ანგიონევროზული შეშუპება. 
დარღვევები ჰეპატობილიარული ტრაქტის მხრივ: იშვიათი-ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის ნეკროზი (შეიძლება ქონდეს ფატალური გამოსავალი), ჰეპატიტი (ჰეპატოცელულარული ან ქოლესტაზური), სიყვითლე, ქოლეცისტიტი (კერძოდ პაციენტებში ნაღვლკენჭოვანი დაავადებით). 
დარღვევები კანის და კანქვეშა უჯრედისის მხრივ: ხშირი-გამონაყარი (ეკზანთემა), მომატებული მგრძნობელობა/ანგიონევროზული შეშუპება (სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, სახმო ნაპრალის და/ან ხორხის ანგიონევროზული შეშუპება); არახშირი-დიაფორეზი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ალოპეცია; იშვიათი-მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ექსფოლიატური დერმატიტი, ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი, პურპურა, კანის წითელი მგლურა, პემფიგუსი, ერითროდერმია.
აღწერილია სიმპტომთა კომპლექსი, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ყველა ან რამდენიმე ჩამოთვლილ სიმპტომს: ცხელება, სეროზიტი, ვასკულიტი, მიალგია/მიოზიტი, ართრალგია/ართრიტი, დადებითი ტესტი ანტინუკლეარულ ანტისხეულებზე  (АНА), ედს მომატება, ეოზინოფილია და ლეიკოციტოზი. შეიძლება განვითარდეს გამონაყარი, ფოტომგრძნობელობა და სხვა დერმატოლოგიური რეაქციები.
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემის, შემაერთებელი და ძვლოვანი ქსოვილის მხრივ: ხშირი-კუნთოვანი სპაზმები***, არახშრი-ართრალგია**. 
დარღვევები თირკმლის და შარდის გამომყოფი გზების მხრივL არახშირი-თირკმლის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის უკმარისობა, პროტეინურია; იშვიათი-ოლიგურია, ინტერსტიციალური ნეფრიტი. 
დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ: არახშირი-იმპოტენცია; იშვიათი-გინეკომასტია. 
ზოგადი მდგომარეობის და პრეპარატის გამოყენების მეთოდთან დაკავშირებული დარღვევები: ძალიან ხშირი-ასთენია; ხშირი-ტკივილი გულმკერდში, დაღლილობა; არახშირი-სისუსტე, ცხელება. 
ლაბორატორიული მაჩვენებლები: ხშირი-ჰიპერკალიემია, შრატში კრეატინინის მომატება; არახშირი-შარდოვანას დონის მომატება, ჰიპონატრიემია; იშვიათი-ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, ბილირუბინის მომატება შრატში. 
*კლინიკურ კვლევებში პლაცებოს და აქტიური კონტროლის ჯგუფში სიხშირის მაჩვენებელი შედარებადი იყო. 
**აღინიშნა მხოლოდ ჰიდროქლორთიაზიდის გამოყენებისას 12,5 და 25მგ დოზით.
***”კუნთოვანი სპაზმების” რეაქციის სიხშირე განსაზღვრულია როგორც “ხშირი” ჰიდროქლორთიაზიდის გამოყენებისას 12,5 და 25მგ დოზით, თუმცა ამ რეაქციის სიხშირე ჰიდროქლორთიაზიდის 6მგ დოზით გამოყენებისას განსაზღვრულია როგორც “არახშირი”. 

უკუჩვენება
• მომატებული მგრძნობელობა ენალაპრილ მალეატის, ჰიდროქლორთიაზიდის ან პრეპარატ კო-რენიტეკის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი სხვა პრეპარატის მიმართ. 
• თირკმლის ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევები (კრეატინინის კლირენსი ≤30 მლ/წთ). 
• ანურია. 
• ანამნეზში ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებით მკურნალობასთან დაკავშირებული ანგიონევროზული შეშუპება. 
• მემკვიდრული ან იდიოპათიური ანგიონევროზული შეშუპება. 
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატების მიმართ, რომლებიც წარმოადგენს სულფონამიდის წარმოებულებს. 
• ღვიძლის ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევა.
• თირკმლის არტერიის სტენოზი. 
• ალისკირენის შემცველ პრეპარატებთან ერთად გამოყენება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში და პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე <60მლნ/1.73მ2). 
• ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრი. 

დოზის გადაჭარბება
არ არსებობს სპეციფიური ინფორმაცია პრეპარატ კო-რენიტეკის დოზის გადაჭარბების მკურნალობის შესახებ. მკურნალობა სიმპტომური და შემანარჩუნებელია, პრეპარატ კო-რენიტეკის გამოყენება უნდა შეწყდეს და საჭიროა პაციენტის ინტენსიური გამოკვლევა. შემოთავაზებული ღონისძიებები მოიცავს შემდეგს: ღებინების პროვოცირებას, აქტივირებული ნახშირის მიღებასან საფაღარათო საშუალებების გამოყენებას თუ პრეპარატი მიღებული იყო ცოტა ხნის წინ, აგრეთვე დეჰიდრატაციის, ელექტროლიტური დისბალანსის და არტერიული ჰიპოტენზიის კორექციას მიღებული პროცედურების თანახმად. 
ენაპაპრილის მალეატი
დოზის გადაჭარბების ძირითად გამოვლენას, რომელიც აღწერილია ამ დრომდე, წარმოადგენს გამოხატულიარტერიული ჰიპოტენზია, რომელიც ვითარდება პრეპარატის მიღების შემდეგ6 საათის განმავლობაში და ახლავს რენინ-ანგიოტენზინის სისტემის ბლოკადა, აგრეთვე სტუპორი.აგფ ინჰიბიტორების დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ცირკულაციურ შოკს, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევას, თირკმლის უკმარისობას, ჰიპერვენტილაციას, ტაქიკარდიას, პალპიტაციას, ბრადიკარდიას, თავბრუსხვევას, შფოთვას და ხველას. აღწერილია, რომ ენალაპრილის მალეატის 300მგ და 440მგ დოზით მიღების შემდეგ შრატში ენალაპრილატის დონეებიპრეპარატის თერაპიული დოზით გამოყენების დროს აღნიშნულ მაჩვენებლებზე 100და 200-ჯერ მაღალი იყო. 
დოზის გადაჭარბებისას რეკომენდებულ მკურნალობას წარმოადგენს ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის ინტრავენური შეყვანა. თუ ვითარდება არტერიული ჰიპოტენზია, პაციენტი უნდა დააწვინონ ჰორიზონტალურად, აწეული ფეხებით.აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია განიხილონ ანგიოტენზინ II-ს ინფუზური შეყვანის და/ან კატექოლამინების ინტრავენური შეყვანის საკითხი. თუ პრეპარატი გამოყენებული იყო ცოტა ხნის წინ, ტარდება ზომები, რომლებიც მიმართულია ენალაპრილატის მალეატის ორგანიზმიდან გამოყოფისკენ (როგორიცაა ღებინების გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა, აბსორბენტების და ნატრიუმის სულფატის მიღება). საერთო სისხლის მიმოქცევიდან ენალაპრილატის გამოყენება შეიძლება ჰემოდიალიზის საშუალებით. ბრადიკარდიისას, რომელიც გამძლეა ჩატარებული თერაპისიადმი, ნაჩვენებია პეისმეიკერის გამოყენება. საჭიროა ორგანიზმის ცხოველქმედების ძირითადი მაჩვენებლების, შრატში ელექტროლიტების და კრეატინინის დონის კონტროლი. 
ჰიდროქლორთიაზიდი
დოზის გადაჭარბების ყველაზე ხშირად აღნიშნულ ნიშნებს და სიმპტომებს წარმოადგენს ელექტროლიტების დეფიციტის სიმპტომები (ჰიპოკალიემია, ჰიპოქლორემია, ჰიპონატრიემია) და დეჰიდრატაციის ნიშნები ჭარბი დიურეზის შედეგად. დიგიტალისის პრეპარატების ერთდროული მიღებისას ჰიპოკალიემიამ შეიძლება გაამწვავოს გულის არითმია. 

უსაფრთხოების ზომები
ენალაპრილის მალეატი-ჰიდროქლორთიაზიდი
არტერიული ჰიპოტენზია და ელექტროლიტური დისბალანსი
სიმპტომური ჰიპოტენზია იშვიათად აღინიშნება პაციენტებში გაურთულებელი არტერიული ჰიპერტენზიით. იმ პირებს შორის, რომლებიც იღებენ კო-რენიტეკს სიმპტომური ჰიპოტენზია უფრო ხშირია პაციენტებში წყლის ბალანსის დარღვევით, მაგ დიურეტიკებით თერაპიის, მარილების შეზღუდული შემცველობის დიეტის, დიარეის ან ღებინების შემდეგ. ამგვარ პაციენტებში რეგულარულად, დროის გარკვეული ინტერვალით საჭიროაშრატში ელექტროლიტების დონის განსაზღვრა. განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს მიდგომა გულის იშემიური დაავადების და ცერებროვასკულური დაავადების მქონე პაციენტებში, რადგან არტერიული წნევის ზედმეტად დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი. სიმპტომური ჰიპოტენზია აღინიშნა არტერიული ჰიპერტენზიით და გულის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით ან მის გარეშე. ამგვარი მდგომარეობა უფრო ხშირად ვითარდება პაციენტებში გულის უკმარისობის უფრო ხშირი ხარისხით, რაც გამოწვეულია მარყუჟოვანი დიურეტიკების დიდი დოზების გამოყენებით, ჰიპონატრიემიით ან თირკმლის ფუნქციის გაუარესებით. ამგვარ პაციენტებში მკურნალობა უნდა დაიწყოს ექიმის დაკვირვების ქვეშ, აგრეთვე ყურადღებით უნდა დააკვირდნენ პაციენტის მდგომარეობას პრეპარატ კო-რენიტეკის და/ან დიურეტიკის დოზის ცვლილებისას. ანალოგიური მოქმედებები უნდა გამოიყენონ პაციენტებში გულის იშემიური დაავადებით ან ცერებროვასკულური დაავადებით, რადგან არტერიული წნევის ზედმეტად დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი. 
არტერიული ჰიპოტენზიის განვითარებისას პაციენტი უნდა დააწვინონ ზურგზე და აუცილებლობისას ინფუზიურად უნდა შეიყვანონ ნატრიუმის ქლორიდის ფიზიოლოგიური ხსნარი. დროებითი ჰიპოტენზია არ წარმოადგენს უკუჩვენებას პრეპარატის შემდგომი გამოყენებისთვის. თუ მოცირკულირე სისხლის მოცულობის ნორმალიზაციის შემდეგ ვითარდება არტერიული წნევის მომატება, თერაპია შეიძლება ჩვეული დოზებით განახლდეს.
ზოგიერთ პაციენტში გულის უკმარისობით და ნორმალური ან დაბალი არტერიული წნევით პრეპარატ კო-რენიტეკის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევის დამატებითი დაქვეითება. ამგვარი ეფექტი პროგნოზირებადია და არ წარმოადგენს პრეპარატის მოხსნის მიზეზს, თუ ჰიპოტენზია სიმპტომურია, შეიძლება საჭირო გახდეს დოზის დაქვეითება და/ან დიურეტიკის და/ან პრეპარატ კო-რენიტეკის მოხსნა.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
აღწერილია ენალაპრილის მიღებასთან დაკავშირებული თირკმლის უკმარისობის განვითარება, რაც უპირატესად აღინიშნა პაციენტებში გულის მძიმე უკმარისობით ან თირკმლის ძირითადი დაავადებით თირკმლის არტერიის სტენოზის ჩათვლით. დროული დიაგნოსტიკის და შესაბამისი მკურნალობისას ენალაპრილის მიღებასთან დაკავშირებული თირკმლის უკმარისობა, როგორც წესი, შექცევადია. 
კო-რენიტეკი არ უნდა დაინიშნოს პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით (კრეატინინის კლირენსი <80მლ/წთ და >30მლ/წთ), სანამ ენალაპრილის დოზის ტიტრაცია არ მიაღწევს დოზირებას მოცემულ პრეპარატში. არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ ზოგიერთ პაციენტში თირკმლის არსებული დაავადების ნიშნის გარეშე ენალაპრილის და დიურეტიკების ერთად გამოყენებისას აღინიშნებოდა სისხლში შარდოვანას და კრეატინინის მომატება. ამგვარი მოვლენის განვითარებისას პრეპარატი კო-რენიტეკი უნდა მოიხსნას და უნდა განიხილონ საკითხი თირკმლის არტერიის შესაძლო სტენოზზე. 
რენინ ანგიოტენზინ ალდოსტერონის (რაას) ორმაგი ბლოკადა
აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერების ან ალისკირენის გამოყენება ზრდის ჰიპოტენზიის, ჰიპერკალიემიის და თირკმლის ფუნქციის გაუარესების (მწვავე უკმარისობის ჩათვლით). 
რაას ორმაგი ბლოკადა აგფ ინჰიბტორებიდ ანგიოტენზინ II-ს რეცეპტორების ბლოკერების ან ალისკირენის კომბინაციით რეკომენდებული არ არის. თუ ორმაგი ბლოკადა აუცილებელია, მას ატარებენ მხოლოდ სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ, ხდება თირკმლის ფუნქციის, ელექტროლიტების დონის და არტერიული წნევის მუდმივი კონტროლი. აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერები ერთდად არ უნდა მიიღონ დიაბეტური ნეფროპათიით დაავადებულ პაციენტებში. 
ჰიპერკალიემია
ენალაპრილისდადაბალდოზიანიდიურეტიკისკომბინირებულიგამოყენებისასარშეიძლებაჰიპერკალიემიისგანვითარებისრისკისგამორიცხვა. 
ლითიუმი
როგორც წესი რეკომენდებული არ არის ლითიუმის გამოყენება ენალაპრილთან და დიურეტიკებთან კომბინაციაში. 
ლაქტოზა
პრეპარატ კო-რენიტეკის 1 ტაბლეტის შემადგენლობაში შედის 200მგ-ზე ნაკლები ლაქტოზა. პაციენტებმა ისეთი იშვიათი მემკვიდრული დაავადებებით, როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ლაპა ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, მოცემული პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ. 
გამოყენება ბავშვებში
ბავშვებშიპრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. 
ენალაპრილის მალეატი
აორტის სტენოზი/ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია
როგორც ყველა სხვა ვაზოდილატატორი, აგფ ინჰიბიტორები სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში მარცხენა პარკუჭის სარქვლის ობსტრუქციით და გამოსავალი ტრაქტის სტენოზით, ამგვარი პრეპარატების გამოყენებას უნდა მოერიდონ კარდიოგენური შოკის და ჰემოდინამიურად მნიშვნელოვანი ობსტრუქციის შემთხვევაში. 
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
აღინიშნა ენალაპრილის გამოყენებასთან დაკავშირებული თირკმლის უკმარისობის განვითარება, უპირატესად პაციენტებში გულის მძიმე უკმარისობით ან თირკმლის ძირითადი დაავადებით თირკმლის არტერიის სტენოზის ჩათვლით. დროული დიაგნოსტიკის და შესაბამისი მკურნალობისას ენალაპრილის გამოყენებასთან დაკავშირებული თირკმლის უკმარისობა, როგორც წესი, შექცევადია. 
რენოვასკულური ჰიპერტენზია
თუ თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზით ან თირკმლის ერთადერთი არტერიის სტენოზით დაავადებული პაციენტი იღებს აგფ ინჰიბიტორებს,   არსებობს ჰიპოტენზიის და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მომატებული რისკი.
თირკმლის ფუნქციის დასუსტება შეიძლება განვითარდეს შრატის კრეატინინის დონის მსუბუქი ცვლილების დროსაც.ასეთ პაციენტებში მკურნალობა უნდა დაიწყოს დაბალი დოზით და ექიმის დაკვირვების ქვეშ, დოზა სიფრთხილით უნდა გაიზარდოს და უნდა გაკონტროლდეს თირკმლის ფუნქცია. 
პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ ჰემოდიალიზი
ენალაპრილის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებშიც აუცილებელია დიალიზის ჩატარება თირკმლის უკმარისობის დროს. აღწერილია ანაფილაქსიური რეაქციები პაციენტებში, რომლებშიც ტარდებოდა დიალიზი მაღალგანვლადი მემბრანების (მაგ, AN 69®) გამოყენებით და აგფ ინჰიბიტორებით ერთდროული მკურნალობა. ამგვარი პაციენტების შესახებ უნდა გადაწყდეს დიალიზისთვის სხვა ტიპის მემბრანის გამოყენების საკითხი ან უნდა დაინიშნოს სხვა კლასის ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი.
თირკმლის ტრანსპლანტაცია
არ არსებობს ენალაპრილის გამოყენების გამოცდილება პაციენტებში, რომლებმაც  ცოტა ხნის წინ გადაიტანეს თირკმლის ტრანსპლანტაცია. ამ მიზეზით ენალაპრილით მკურნალობა რეკომენდებული არ არის. 
ღვიძლის უკმარისობა
აგფ ინჰიბიტორების იშვიათ გამოყენებას  ახლდა სინდრომი, რომელიც იწყება ქოლესტაზური სიყვითლით ან ჰეპატიტით და პროგრესირებს ფულმინანტურ ნეკროზულ ჰეპატიტამდე, ზოგჯერ სასიკვდილო გამოსავლით. ამ სინდრომის მექანიზმი ცნობილი არ არის. პაციენტებში, რომლებიც იტარებენ აგფ ინჰიბირტორებით მკურნალობას, რომლებშიც განვითარდა სიყვითლე ან ღვიძლის ფერმენტების დონის გამოხატული მომატება, აგფ ინჰიბიტორი უნდა მოიხსნას და უნდა დაწესდეს შესაბამისი სამედიცინო მეთვალყურეობა. 
ნეიტროპენია/აგრანულოციტოზი
პაციენტებში, რომლებიც იღებენ აგფ ინჰიბიტორებს,აღწერილია ნეიტროპენიის/აგრანულოციტოზის, თრომბოციტოპენიის და ანემიის განვითარება. ნეიტროპანია იშვიათად ვითარდება პაციენტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით და სხვა რისკის ფაქტორების გარეშე. ენალაპრილი უნდა გამოიყენონ განსაკუთრებული სიფრთხილით პაციენტებში სისხლძარღვთა კოლაგენური დაავადებით, პირებში, რომლებიც იტარებენ იმუნოდეპრესანტებით, ალოპურინოლით ან პროკაინამიდით მკურნალობას ან ასეთი რისკის ფაქტორების კომბინაციისას, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში. ზოგიერთ პაციენტში აღინიშნა სერიოზული ინფექციები, რომელთა დროსაც (რამდენიმე შემთხვევაში) არ აღინიშნა პასუხი ინტენსიურ ანტიბიოტიკოთერაპიაზე. თუ ენალაპრილი ინიშნება ამგვარ პაციენტებში, რეკომენდებულია პერიოდულად ლეიკოციტების დონის განსაზღვრა; აგრეთვე პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ აუცილებელია ექიმს შეატყობინონ ინფექციის ნებისმიერი ნიშნების განვითარების შესახებ.
ჰიპერკალიემია
ზოგიერთ პაციენტში, რომელიც იღებს აგფ ინჰიბიტორებს ენალაპრილის ჩათვლით, აღინიშნა შრატში კალიუმის დონის მომატება. 
ჰიპერკალიემიის განვითარების რისკ ფაქტორები მოიცავს თირკმლის ფუნქციის დარღვევას, თირკმლის ფუნქციის გაუარესებას, ასაკს (>70 წელი), შაქრიან დიაბეტს, ინტერკურენტულ მდგომარეობებს, კერძოდ დეჰიდრატაციას, გულის მწვავე უკმარისობას, მეტაბოლურ აციდოზს და კალიუმშემნახველი დიურეტიკების ერთდროულ მიღებას (როგორიცაა სპირონოლაქტონი, ეპლერენონი, ტრიამტერინი ან ამილორიდი), კალიუმის დანამატებს ან კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელებს; აგრეთვე სხვა პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც ასოცირებულია შრატში კალიუმის დონის მომატებასთან (მაგ. ჰეპარინი). კალიუმის დანამატების გამოყენებამ, კალიუმდამზოგველი დიურეტიკების ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების გამოყენებამ, კერძოდ პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით შეიძლება გამოიწვიოს შრატში კალიუმის დონის მნიშვნელოვანი მომატება. ჰიპერკალიემია შეიძლება იყოს სერიოზული, ზოგჯერ ფატალური არითმიის მიზეზი. თუ აუცილებელია ენალაპრილის და ნებისმიერი ზემოაღნიშნული პრეპარატის ერთდროულად მიღება, ეს პრეპარატები სიფრთხილით უნდა გამოიყენონ და ხშირად უნდა გაკონტროლდეს შრატში კალიუმის დონე.
ჰიპოგლიკემია
დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ პერორალურ ანტიდიაბეტური პრეპარატებს ან ინსულინს, აგფ ინჰიბიტორების დანიშვნისას აუცილებელია ინტენსიური მონიტორინგი ჰიპოგლიკემიის გამოსავლენად, განსაკუთრებით კომბინირებული თერაპიის პირველი თვის განმავლობაში. 
მომატებული მგრძნობელობა/ანგიონევროზული შეშუპება
პაციენტებში, რომლებიც იყენებენ აგფ ინჰიბიტორებს ენალაპრილ მალეატის ჩათვლით, აღწერილია სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, სახმო ნაპრალის და/ან ხორხის ანგიონევროზული შეშუპების განვითარება. ეს რეაქციები შეიძლება განვითარდეს მკურნალობის პერიოდში ნებისმიერ დროს. ამგვარ შემთხვევებში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატ კო-რენიტეკის გამოყენება და უნდა დაწესდეს შესაბამისი დაკვირვება პაციენტის მდგომარეობაზე, რათა დარწმუნდნენ, რომ სიმპტომები სრულად გაქრა პაციენტის გამოწერამდე. იმ შემთხვევებშიც, როდესაც აღინიშნება მხოლოდ ენის შეშუპება რესპირატორული დისტრესის გარეშე, აუცილებელია პაციენტის მდგომარეობაზე ხანგრძლივი დაკვირვება, რადგან ანტიჰისტამინური პრეპარატებით და კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა შეიძლება არასაკმარისი იყოს. 
ძალიან იშვიათად აღინიშნა ფატალური შემთხვევები ანგიონევროზული შეშუპების შედეგად, რომელსაც ახლდა ხორხის ან ენის შეშუპება.პაციენტებში ენის, სახმო ნაპრალის ან ხორხის შეშუპებით უფრო შესაძლებელია სასუნთქი გზების ობსტრუქციის განვითარება, განსაკუთრებით იმ პირებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ სასუნთქი გზების ობსტრუქციის ქირურგიული მკურნალობა. იმ შემთხვევებში, როდესაც ენის, სახმო ნაპრალის ან ხორხის შეშუპებამ შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზების ობსტრუქცია, დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს შესაბამისი თერაპია, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ეპინეფრინის ხსნარის კანქვეშ შეყვანას 1:1000 (0,3-0,5მლ) და/ან სასუნთქი გზების გამავლობის შემანარჩუნებელ ღონისძიებებს.
ანგიონევროზული შეშუპება უფრო ხშირად აღინიშნა ნეგროიდული რასის პაციენტებში, რომლებიც იღებენ აგფ ინჰიბიტორებს, ვიდრე სხვა რასის პაციენტებში. თუმცა საერთო ჯამში ითვლება, რომ ნეგროიდული რასის პაციენტებში ანგიონევროზული შეშუპების რისკის მომატებულია.
პაციენტებში ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპებით, რომელიც დაკავშირებული არ არის აგფ ინჰიბიტორების გამოყენებასთან, შეიძლება უფრო მაღალი იყოს ანგიონევროზული შეშუპების რისკი აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას. 
ანაფილაქსიური რეაქციები დესენსიბილიზაციის ჩატარებისას სიფრიფანაფრთიანების შხამით
პაციენტებში, რომლებიც გფ ინჰიბიტორებს იყენებდნენ სიფრიფანაფრთიანების შხამით დესენსიბილიზაციის ჩატარებისას, იშვიათად ვითარდებოდა სიცოცხლისთვის საშიში ანაფილაქსიური რეაქციები. მსგავსი რეაქციების განვითარება შეიძლება აიცილონ დესენსიბილიზაციის ჩატარების დაწყებამდეაგფ ინჰიბიტორების მიღების დროებით შეწყვეტით. 
ანაფილაქსიური რეაქციები დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (დსლპ) აფერეზის ჩატარების დროს
პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ აგფ ინჰიბირტორებს დექსტრანის სულფატით დსლპ აფერეზის ჩატარების დროს, იშვიათად ვითარდებოდა სიცოცხლისთვის საშიში ანაფილაქსიური რეაქციები. მსგავსი რეაქციების აცილება შეიძლება აფერეზის სენასის დაწყებამდე აგფ ინჰიბიტორების გამოყენების დროებით შეწყვეტით. 
ხველა
აგფ იჰნიბიტორების გამოყენების დროს აღინიშნა ხველის შემთხვევები. როგორც წესი ხველა არაპროდუქტიულია, მდგრადია და ქრება თერაპიის შეწყვეტის შემდეგ. ხველა, რომელიც ვითარდება აგფ ინჰიბიტორების გამოყენების შედეგად, უნდა გაითვალისწინონ დიფერენციული დიაგნოზისას. 
ქირურგია/ანესთეზია
პაციენტებში, რომლებშიც ტარდება ფართო ქირურგიული ჩარევები ან ანესთეზია იმ საშუალებების გამოყენებით, რომლებიც იწვევს არტერიული ჰიპოტენზიის განვითარებას, ენალაპრილმა შეიძლება დაბლოკოს ანგიოტენზინ II-ს წარმოქმნა რენინის კომპენსატორული გამოთავისუფლების შედეგად. არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში, რომელიც აიხსნება მსგავსი მექანიზმით, მისი კორექცია შეიძლება მოცირკულირე სისხლის მოცულობის გაზრდისგზით. 
ორსულობა
აგფ ინჰიბიტორები არ უნდა გამოიყენონ ორსულობის დროს. თუ აუცილებელია აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის გაგრძელება, პაციენტს, რომელიც ორსულობას გეგმავს, უნდა დაენიშნოს ალტერნატიული ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი ორსულობის დროს უსაფრთხოების დადგენილი პროფილით.თუ ორსულობა დადგენილია, აგფ ინჰიბიტორების გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და აუცილებლობისას უნდა დაინიშნოს ალტერნატული მკურნალობა.
ეთნიკური განსხვავება
როგორც სხვა აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას, ნეგროიდული რასის პაციენტებში ენალაპრილი ნაკლებ ეფექტურია არტერიულიწნევის დაქვეითებაში სხვა რასის პირებთან შედარებით. შესაძლოა ეს აიხსნება ჰიპერტენზიით დაავადებულ ნეგროიდული რასის პაციენტებში  დაბალაქტიური რენინის სისტემის დომინანტობით.
ჰიდროქლორთიაზიდი
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
თიაზიდები რეკომენდებული არ არის პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღევეით, აგრეთვე კრეატინინის კლირენსისას 30მლ/წთ ან ქვემოთ (მაგ. თირკმლის ფუნქციის ზომიერი ან მძიმე ხარისხის დარღვევა). კო-რენიტეკი არ უნდა დაინიშნოს პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით (კრეატინინის კლირენსი <80 მლ/წთ), სანამ ყოველი კომპონენტით დოზის ტიტრაცია არ მიაღწევს მოცემული კომბინირებული პრეპარატის დოზას. 
ღვიძლის დაავადებები 
თიაზიდები სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით ან ღვიძლის პროგრესული დაავადებებით, რადგან წყლის და ელექტროლიტების ბალანსში მინიმალური ცვლილებები შეიძლება იწვევდეს ღვიძლისმიერი კომის განვითარებას. 
მეტაბოლური და ენდოკრინული ეფექტები
თიაზიდებით თერაპია შეიძლება იწევვდეს გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევას. რიგ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს ჰიპოგლიკემიური საშუალებების, მათ შორის ინსულინის დოზის კორექცია. თიაზიდები შეიძლება აქვეითებდეს შრატში ნატრიუმის, მაგნიუმის და კალიუმის დონეს. 
ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონის მომატება შეიძლება დაკავშირებული იყოს თიაზიდური დიურეტიკებით მკურნალობასთან: თუმცა პრეპარატ კო-რენიტეკის გამოყენებისას, რომელიც შეიცავს ქლორთიაზიდს 12,5 მგ დოზით, აღწერილია მინიმალური ეფექტები ან მათი არ არსებობა. ამას გარდა, კლინიკურ კვლევებში 6მგ ჰიდროქლორთიაზიდის გამოყენებისას არ აღინიშნა გლუკოზის, ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების, ნატრიუმის, მაგნიუმის ან კალიუმის დონეზე კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა.
თიაზიდები შეიძლება აქვეითებდეს შარდით კალციუმის გამოყოფას, აგრეთვე შეიძლება წარმოადგენდეს შრატში კალციუმის დონის პერიოდულად და უმნიშვნელოდ მომატების მიზეზს კალციუმის მეტაბოლიზმის დარღვევის არ არსებობისას. გამოხატული ჰიპერკალციემია შეიძლება მიუთითებდეს ფარულ ჰიპერპარათიროეზზე. თიაზიდების გამოყენება უნდა შეწყდეს პარათიროიდული ჯირკვლების ფუნქციის გამოკვლევის ჩატარებამდე. ცალკეულ პაციენტებში თიაზიდებით თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერურიკემია და/ან პოდაგრა. ჰიპერურიკემიაზე ამგვარი გავლენა დოზადამოკიდებულია. ამას გარდა ენალაპრილი შეიძლება აძლიერებდეს შარდის მჟავას შარდით გამოყოფას და ამგვარად ასუსტებდეს ჰიდროქლორთიაზიდის ჰიპერურიკემიულ ეფექტს. როგორც ყველა პაციენტში, რომელიც იღებს დიურეტიკებს, პერიოდულად უნდა განისაზღვროს შრატში ელექტროლიტების დონე. 
თიაზიდები (ჰიდროქლორთიაზიდის ჩათვლით) შეიძლება იყოს სითხის ან ელექტროლიტების დისბალანსის მიზეზი (ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია და ჰიპოქლორემიული ალკალოზი). სითხის და ელექტროლიტების დისბალანსის ნიშნები: ქსეროსტომია, წყურვილი, სისუსტე, ლეთარგია, ძილიანობა, შფოთვა, ტკივილი და კუნთების სპაზმები, კუნთების სისუსტე, არტერიული ჰიპოტენზია, ოლიგურია, ტაქიკარდია და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები, როგორიცაა გულისრევა და ღებინება. 
თიაზიდური დიურეტიკების გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ჰიპოკალიემია, ენალაპრილის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება დააქვეითოს დიურეტიკებით ინდუცირებული ჰიპოკალიემია. ჰიპოკალიემიის განვითარების რისკი უფრო მაღალია პაციენტებში ღვიძლის ციროზით, ინტენსიური დიურეზით, საკვებით ელექტროლიტების არაადექვატური მიღებისას, აგრეთვე პირებში, რომლებიც იღებენ ერთდროულად კორტიკოსტეროიდებს ან ადენოკორტიკოტროპულ ჰორმონს (აკტჰ). 
ცხელ პერიოდში შეშუპების მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ჰიპონატრიემია. როგორც წესი, აღნიშნავენ ქლორიდების მსუბუქი ხარისხის დეფიციტს, რაც არ მოითხოვს მკურნალობის შეწყვეტას.
თიაზიდები აძლიერებს შარდით მაგნიუმის გამოყოფას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპომაგნიემია.
ანტიდოპინგური ტესტი
ამ პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ჰიდროქლორთიაზიდი შეიძლება იყოს ანტიდოპინგური ტესტის დადებითი ანალიზის შედეგებისმიზეზი.
მომატებული მგრძნობელობა
პაციენტებში, რომლებიც იღებენ თიაზიდებს, შეიძლება განვითარდეს მგრძნობელობის რეაქცია ანამნეზში ალერგიის და ბრონქული ასთმის არსებობის მიუხედავად. თიაზიდების გამოყენების დროს აღწერილია სისტემური წითელი მგლურას გამწვავების და აქტივაციის შემთხვევები.

გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში
ორსულობა
აგფ ინჰიბიტორები
აგფ ინჰიბიტორების გამოყენება ორსულობის პირველი ტრიმესტრის განმავლობაში რეკომენდებული არ არის და უკუნაჩვენებია მეორე და მესამე ტრიმესტრის დროს. 
ორსულობის პირველი ტრიმესტრის განმავლობაში აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას ტერატოგენური რისკის შესახებ ეპიდემიოლოგიური მონაცემები სარწმუნო არ არის; თუმცა არ უნდა გამოირიცხოს ამგვარი რისკის მცირედ მომატება. 
თუ აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობა აუცილებელია პაციენტებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, უნდა დაინიშნოს ალტერნატული ანტიჰიპერტენზული მკურნალობა ორსულობის პერიოდში უსაფრთხოების დადგენილი პროფილით.თუ ორსულობა დიაგნოსტირებულია, აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და აუცილებლობისას უნდა დაინიშნოს ალტერნატული მკურნალობა.
ცნობილია, რომ ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში აგფ ინჰიბიტორების გამოყენებაიწვევს ფეტოტოქსიურობას (თირკმლის ფუნქციის დასუსტება, ოლიგოჰიდრამნიონი, ქალას ძვლების ოსიფიკაციის შეფერხება) და ნეონატალურ ტოქსიურობას (თირკმლის უკმარისობა, ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია). 
აღინიშნა დედის ოლიგოჰიდრამნიონის განვითარება სავარაუდოდ ნაყოფის თირკმლის ფუნქციის დასუსტების გამო, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კიდურების კონტრაქტურა, ქალა-სახის დეფორმაცია და ფილტვის ჰიპოპლაზია.
თუ ორსულობის მეორე ტრიმესტრის განმავლობაში გამოიყენებოდა აგფ ინჰიბიტორები, თირკმლის ფუნქციის და ქალას ძვლების შემოწმებისთვის რეკომენდებულია ულტრაბგერითი გამოკვლევა. არტერიული ჰიპოტენზიის გამოსავლენად უნდა გამოიკვლიონ ის ახალშობილები, რომელთა დედებიცაგფ ინჰიბიტორებს ხშირად იყენებდნენ.
ჰიდროქლორთიაზიდი 
ორსულობის პერიოდში,კერძოდ პირველი ტრიმესტრის განმავლობაში ჰიდროქლორთიაზიდის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. ცხოველებზე მოცემული კვლევები არასაკმარისია. ჰიდროქლორთიაზიდი აღწევს პლაცენტურ ბარიერში. ჰიდროქლორთიაზიდის ფარმაკოლოგიური მოქმედების შედეგად ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში მისი გამოყენება შეიძლება აუარესებდეს ფეტოპლაცენტურ პერფუზიას და ნაყოფში და ახალშობილში იწვევდეს ისეთ გვერდით რეაქციებს, როგორიცაა იქტერობა, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები და თრომბოციტოპენია. 
ჰიდროქლორთიაზიდი არ უნდა გამოიყენონ ორსულების შეშუპების, ორსულთა ჰიპერტენზიის ან პრეეკლამფსიის სამკურნალოდ, რადგან არსებობს პლაზმის მოცულობის და პლაცენტური პერფუზიის შემცირების რისკი, აგრეთვე არ არსებობს დაავადების მიმდინარეობაზე სასარგებლო ეფექტი.
ჰიდროქლორთიაზიდი არ უნდა გამოიყენონ ორსულ ქალებში ესენციური ჰიპერტენზიის სამკურნალოდ, გარდა იშვიათი შემთხვევისა, როცა ალტერნატიული მკურნალობა შეუძლებელია. 
ძუძუთი კვება
ენალაპრილი
შეზღუდული ფარმაკოკინეტიკური მონაცემები მიუთითებს Pრძეში. პრეპარატის ძალიან დაბალ კონცენტრაციაზე, თუმცა ამგვარი კონცენტრაცია კლინიკურად მნიშვნელოვანი არ არის, სასურველი არ არის პრეპარატ კო-რენიტეკის გამოყენება დღენაკლი ახალშობილების ძუძუთი კვებისას, აგრეთვე მშობიარობის შემდეგ პირველი კვირების განმავლობაში, რადგან არსებობს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და თირკმელზე მოქმედების ჰიპოთეტური რისკი, აგრეთვე არასაკმარისია კლინიკური გამოცდილება. შედარებით უფროსი ასაკის ბავშვებში შეიძლება განიხილონ მეძუძური დედის კო-რენიტეკით მკურნალობის საკითხი, თუ ეს აუცილებელია დედისთვის და ბავშვი იმყოფება დაკვირვების ქვეშ არასასურველი რეაქციების გამოსავლენად. 
ჰიდროქლორთიაზიდი
ჰიდროქლორთიაზიდი რძეში მცირე რაოდენობით გამოიყოფა. მაღალი დოზით თიაზიდები იწვევს ინტენსიურ დიურეზს და შეიძლება თრგუნავდეს რძის გამოყოფას.ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატ კო-რენიტეკის გამოყენება რეკომენდებული არ არის.თუ პრეპარატი კო-რენიტეკი გამოიყენება ძუძუთი კვების პერიოდში, მისი დოზა უნდა იყოს მინიმალური.
ბავშვებში გამოყენება
ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. 

გავლენა ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვისას უნდა ახსოვდეთ თავბრუსხვევის ან დაღლილობის განვითარების შესაძლებლობა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ენალაპრილის მალეატი-ჰიდროქლორთიაზიდი
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისეტმის (რაას) ორმაგი ბლოკადა
კლინიკურმა კველვებმა აჩვენა, რომ რაას ორმაგი ბლოკადა აგფ ინჰიბიტორის, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერების ან ალისკირენის კომბინაციით მხოლოდ რაას-ზე მოქმედი პრეპარატის გამოყენებასთან შედარებით დაკავშირებულია ისეთი გვერდითი რეაქციების უფრო მაღალ სიხშირესთან, როგორიცაა ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია და თირკმლის ფუნქციის დაქვეითება (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩავლით).
სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები
ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენება შეიძლება აძლიერებდეს ენალაპრილის და ჰიდროქლორთიაზიდის ჰიპოტენზიურ ეფექტს. ნიტროგლიცერინთან და სხვა ნიტრატებთან ან სხვა ვაზოდილატატორებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება დამატებით დააქვეითოს არტერიული წნევა. 
ლითიუმი
აგფ ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას აღინიშნა შრატში ლითიუმის კონცენტრაციის და მისი ტოქსიურობის მომატება. თიაზიდური დიურეტიკების ერთდროული გამოყენება შეიძლება დამატებით ზრდიდეს ლითიუმის დონეს და იწვევდეს ლითიუმის ტოქსიურობის რისკს თუ გამოიყენება აგფ ინჰიბიტორები. 
პრეპარატ კო-რენიტეკის გამოყენება ლითიუმის პრეპარატებთან ერთად რეკომენდებული არ არის, მაგრამ თუ ამგვარი კომბინაცია აუცილებელია,  ინტენსიურად უნდა გაკონტროლდეს შრატში ლითიუმის დონე. 
არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებები (აასს), ციკლოოქსიგენაზა-2-ის (ცოგ-2) სელექციური ინჰიბიტორების ჩათვლით. 
აასს, ცოგ-2 სელექციური ინჰიბიტორების ჩათვლით, შეიძლება ასუსტებდეს დიურეტიკების და სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ეფექტს. ამ მიზეზით ანგიოტენზინ II-ს რეცეპტორების ანტაგონისტების, აგფ ინჰიბიტორების ან დიურეტიკების ანტიჰიპერტენზიული ეფექტები შეიძლება დასუსტდეს აასს-ს გამოყენებისას ცოგ-2 სელექციური ინჰიბიტორების ჩათვლით.
აასს-ს (ცოგ-2 ინჰიბიტორების ჩათვლით) და ანგიოტენზინ II-ს რეცეპტორის ანტაგონისტების ან აგფ ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება ავლენს შრატში კალიუმის დონის მომატების მხრივ დამატებით ეფექტს და შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის დარღვევა. ეს ეფექტები, როგორც წესი, შექცევადია. იშვიათად შეიძლება განვითარდეს თირკმლის უკმარისობა, კერძოდ პაციენტებში თირკმლის დასუსტებული ფუნქციით (მაგ. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ან პაციენტებში დეჰიდრატაციით, იმ პირების ჩათვლით, რომლებიციტარებენ დიურეტიკებით მკურნალობას). ამიტომ პრეპარატების ამგვარი კომბინაცია სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებში თირკმლის დასუსტებული ფუნქციით. 
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ორმაგი ბლოკადა
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა ანგიოტენზინური რეცეპტორების ბლოკერების, აგფ ინჰიბიტორების ან რენინის პირდაპირი ინჰიბიტორების მიღებისას (მაგ. ალისკირენი) ასოცირდება არტერიული ჰიპოტენზიის, შოკის, ჰიპერკალიემიის და თირკმლის ფუნქციის ცვლილების (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით) მომატებულ რისკთან მონოთერაპიასთან შედარებით. პაციენტებში, რომლებიც იღებენ კო-რენიტეკს და რაას-ზე მოქმედ სხვა პრეპარატებს ინტენსიურად უნდა გაკონტროლდეს არტერიული წნევა, თირკმლის ფუნქცია და ელექტროლიტების დონე. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში პრეპარატი კო-რენიტეკი  არ უნდა დაინიშნოს ალისკირენთან ერთად. პრეპარატ კო-რენიტეკთან ერთად ალისკირენის გამოყენებას უნდა მოერიდონ პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით (გფს<60მლ/წთ). 
ენალაპრილის მალეატი
კალიუმდამზოგველი დიურეტიკები და კალიუმის დანამატები
აგფ იჰნიბიტორები ასუსტებს კალიუმის დაკარგვას, რაც გამოწვეულია დიურეტიკების გამოყენებით. კალიუმდამზოგველი დიურეტიკები (როგორიცაა სპირონოლაქტონი, ეპლერენონი, ტრიამტერინი ან ამილორიდი), კალიუმის დანამატები ან კალიუმის შემცველი მარილების შემცვლელები შეიძლება იწვევდეს შრატში კალიუმის დონის მნიშვნელოვან მომატებას. თუ ჰიპოკალიემიის გამო ნაჩვენებია ამგვარი პრეპარატების ერთდროული გამოყენება, მკურნალობა უნდა ჩატარდეს სიფრთხილით და საჭიროა შრატში კალიუმის დონის ხშირი კონტროლი.
დიურეტიკები (თიაზიდური და მარყუჟოვანი დიურეტიკები)
დიურეტიკების მაღალი დოზებით მკურნალობამ შეიძლება გამოწვიოს დეჰიდრატაცია და ჰიპოტენზიის რისკი ენალაპრილით მკურნალობის დასაწყისში. ჰიპოტენზური ეფექტი შეიძლება შესუსტდეს დიურეტიკის მოხსნით, ორგანიზმში სითხის მოცულობის ან მარილის მოხმარების გაზრდით. 
ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური პრეპარატები,
საანესთეზიო საშუალებები
აგფ ინჰიბიტორებთან ერთად ზოგიერთი საანესთეზიო საშუალების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების და ანტიფსიქოზური პრეპარატების გამოყენება შეიძლება იწვევდეს არტერიული წნევის დამატებით დაქვეითებას. 
ოქროს პრეპარატები
იშვიათად აღინიშნებოდა ნიტრიტოიდული რეაქციები (სიმპტომები: სახის გაწითლება, გულისრევა და არტერიული ჰიპოტენზია) პაციენტებში, რომლებიც იტარებენ ოქროს პრეპარატებით მკურნალობას ინექციის სახით (ნატრიუმის აურიტომალატი) და ერთდროულად იღებენ აგფ ინჰიბიტორებს, ენალაპრილის ჩათვლით. 
სიმპათომიმეტიკები
სიმპათომიმეტიკები შეიძლება ასუსტებდეს აგფ ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზულ ეფექტს. 
ალკოჰოლი
ალკოჰოლი აძლიერებს აგფ ინჰიბიტორების ჰიპოტენზიულ ეფექტს. 
ანტიდიაბეტური პრეპარატები
ეპიდემიოლოგიური კვლევები მიუთითებს, რომ აგფ იჰნიბიტორების და ანტიდიაბეტური საშუალებების ერთდროული გამოყენება (ინსულინი ან პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები) შეიძლება იწვევდეს სისხლში გლუკოზის დაქვეითების ეფექტის გაძლიერებას ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკით. ეს ფენომენი მაღალი ალბათობით შეიძლება განვითარდეს კომბინირებული მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში, აგრეთვე პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით. 
აცეტილსალიცილის მჟავა, თრომბოლიზური პრეპარატები და β-ადრენობლოკერები 
ენალაპრილი შეიძლება უსაფრთხოდ გამოიყენონ აცეტილსალიცილის მჟავასთან (კარდიოლოგიური დოზებში), თრომბოლიზურ პრეპარატებთან და β-ადრენობლოკერებთან ერთად.
ჰიდროქლორთიაზიდი
არამადეპოლარიზებელი კუნთოვანი რელაქსანტები
თიაზიდები შეიძლება ზრდიდეს რეაქტიულობას ტუბოკურანინის გამოყენებაზე.
ალკოჰოლი, ბარბიტურატები ან ნარკოტიკული საშუალებები 
შეიძლება ადგილი ქონდეს ორთოსტაზური ჰიპოტენზიის პოტენცირებას.
ანტიდიაბეტური პრეპარატები (პერორალური საშუალებები და ინსულინი)
შეიძლება საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური პრეპარატის დოზის კორექცია.
ქოლესტირამინი და ქოლესტიპოლის ფისი
ანიონური ცვლის ფისის არსებობისას ჰიდროქლორთიაზიდის აბსობრცია უარესდება. როგორც ქოლესტირამინის, ასევე ქოლესტიპოლის ფისის ერთჯერადი დოზები იკავშირებს ჰიდროქლორთიაზიდს და აქვეითებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მის შეწოვას 85 და 43%-ით.
QTინტერვალის გაზრდა (ქინიდინი, პროკაინამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი)
იმატებს პოლიმორფული პარკუჭოვანი “პირუეტის” ტიპის ტაქიკარდიის განვითარების რისკი. 
წითელი ფუტკარას გლიკოზიდები
ჰიპოკალიემიამ შეიძლება გაააქტიუროს ან გააძლიეროს გულის მხრივი რეაქციები წითელი ფუტკარას ტოქსიურ ეფექტებზე (მაგ. ვენტრიკულური აგზნებადობის მომატება). 
კორტიკოსტეროიდები, აკტჰ.
ძლიერდება ელექტროლიტური დისბალანსი, კერძოდ ჰიპოკალიემია.
კალიუმდამზოგველი დიურეტიკები (მაგ. ფუროსემიდი), კარბენოქსოლონი ან საფაღარათო საშუალებების ჭარბი მოხმარება
ჰიდროქლორთიაზიდი შეიძლება ზრდიდეს კალიუმის და/ან მაგნიუმის დაკარგვას. 
პრესორული ამინები (მაგ, ნორადრენალინი)
პრესორული ამინების ეფექტები შეიძლება დაქვეითდეს.
ციტოსტატიკური პრეპარატები (მაგ, ციკლოფოსფამიდი, მეტოტრექსატი)
თიაზიდები შეიძლება აქვეითებდეს შარდით ციტოსტატიკური პრეპარატების გამოყოფას და გააძლიეროს მათი მიელოსუპრესიული ეფექტები.

შეფუთვა
14 ტაბლეტი პვქ/ალ. ბლისტერზე.1 და 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები
არაუმეტეს30° Сტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

ვარგისობის ვადა
36 თვე.
გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით. 


სად შევიძინოთ?