Nuk
არკოკაფსი ფუკუსი / ARKOKAPS Fucus


შემადგენლობა: 

ფუკუსის თალუსის ფხვნილი (Fucus vesiculosus L., Fucus serratus L., Ascophyllum nodosum (L.) Le Jolis), რომლის ტიტრაციაც ხდება 0.1% იოდთან - 98 მგ. 

დამატებითი ნივთიერებები: ალგინის მჟავა, ორგანული აკაცია, ორგანული კელპი, ორგანული ბრინჯის სახამებელი, ორგანული სიმინდის სახამებელი, ბაობაბის ფხვნილი. 

კაფსულის გარსი - მცენარეული წარმოშობის ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფუკუსი წარმოადგენს წყალმცენარეს, რომლის მრავალფეროვანი სამკურნალო თვისებები განპირობებულია მასში შემავალი ნივთიერებებით. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცენარეული ბოჭკოს მაღალი შემცველობა, რომელიც არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას, ხლს უწყობს არაპათოგენური მიკროფლორის ზრდას, აწესრიგებს ნახშირწყლოვან და ცხიმოვან ცვლას. 

ფუკუსი შეიცავს 3 სახის მცენარეულ ბოჭკოს - ალგინის მჟავას, ფლუკოიდანს და ლამინარინს. 

ალგინის მჟავას აქვს გელის სტრუქტურა და თვისებები. იგი აუმჯობესებს ნაწლავში საკვების გადაადგილებას. აქვს დიდი რაოდენობით სითხის შეწოვის და გაჯირჯვების უნარი, შედეგად იწვევს სისავსის შეგრძნებას, აქვეითებს შიმშილის გრძნობას და ხელს უწყობს წონაში კლებას. გარდა  ამისა ალგინის მჟავა ბოჭავს საკვებთან ერთად კუჭში მოხვედრილ ქიმიურ მუტაგენებს და ხელს უშლის მათ შეწოვას ნაწლავში. 

ფუკოიდანი - მცენარეული ბოჭკო ძლიერი ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. იგი აინჰიბირებს ალფა-ამილაზას და ალფა-გლუკოზიდაზას აქტივობას, შედეგად აქვეითებს სისხლში გლუკოზის აბსორბციას. 

ლამინარანი - მცენარეული ბოჭკო ანტიოქსიდანტური და გამოხატული სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებებით. 

გარდა ზემოთჩამოთვლილისა, ფუკუსის შემადგენლობაში შედის ამინომჟავები, ცხიმოვანი მჟავები, მინერალები (Na, K, Ca, Mg, Fe, Cu, Zn, Mn), ვიტამინები (C, B2, B12, A, D, E, K).  ფუკუსი დიდი რაოდენობით შეიცავს იოდს.

 

ჩვენებები:

განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს წონის კონტროლი.

 

მიღების წესი და დოზირება:

ერთი კაფსულა ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 1 მოზრდილი ჭიქა წყლის მიყოლებით. 

მიიღება დღეში ორჯერ - შუადღის და საღამოს კვების წინ.

 

განსაკუთრებული მითითებები:

გამოიყენება მხოლოდ მოზრდილებში (18 წლის ზემოთ).

არ არის რეკომენდირებული მათთვის, ვისაც აღენიშნება მომატებული მგრძნობელობა იოდის მიმართ.

არ შეიძლება რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება.

არ შეიძლება საკვები დანამატის გამოყენება ბალანსირებული კვების და ცხოვრების ჯანსაღი წესის ჩანაცვლების მიზნით. 

 

ორსულობა და ლაქტაცია:
რ არის რეკომენდებული არკოკაფს ფუკუსის გამოყენება ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის. 

 

შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ, გრილ, ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.  

 

გამოშვების ფორმა: 
45 კაფსულა შეფუთვაში. საკვები დანამატი.

სად შევიძინოთ?