Nuk

ლია ბუღაძე დაიბადა თბილისში, ექიმების ოჯახში. შესაბამისად, მისთვის ბავშვობიდან ცნობილი იყო ის გარემო, სადაც ექიმებს უწევთ მუშაობა და უნდოდა ექიმი გამხდარიყო. მიუხედავად მშობლების წინააღმდეგობისა, აცნობიერებდნენ და კარგად იცოდნენ რა ექიმის პროფესიის სირთულეები. მან მაინც მიიღო გადაწყვეტილება და თბილისის მე-5 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, პედიატრიულ ფაკულტეტეზე, 1986 წელს დაამთავრა სამედიცინო ინსტიტუტი.
1986/87 წლებში მუშაობდა თბილისის ბავშვთა მე-3 კლინიკურ საავადმყოფოში ინტერნად. სტუდენტობისა და ინტერნატურის პერიოდში ჩატარებული აქვს კვლევები: ,,ბავშვთა კონსტიტუციური ტიპების დადგენა გოეთეს ფერთა თეორიის მიხედვით“ და ,,ბავშვთა სხვადასხვა პათოლოგიის დროს კონსტიტუციური ტიპების თავისებურებები.
1987/91 წლებში მუშაობდა მცხეთის რაიონულ საავადმყოფოში პედიატრად და მცხეთის საშუალო სკოლების ექიმად.
1992 წლიდან მუშაობდა შპს ,,თერაპიის სახლში“ პედიატრად და თერაპევტად.
1993/94 წლებში მუშაობდა ნორვეგიელ ექიმ ეგილ თინესთან, ექიმის თანაშემწედ და თარჯიმნად.
1994 წელს მონაწილეობა მიიღო ვალდორფის სკოლის დაარსებაში. 2004 წლამდე იყო სკოლის ექიმი. ამ წლებში სისტემატურად ატარებდა ლექცია-საუბრებს პედაგოგებთან და მშობლებთან ბავშვთა ფიზიოლოგიასა და პათოლოგიის შესახებ.
1996 წელს მუშაობდა გერმანიის ქალაქ ჰერდეკეს საზოგადოებრივ საავადმყოფო ბავშვთა განყოფილებაში ექიმი-სტუმრის სტატუსით, პროფესორ ქრისტოფ თაუთცის ხელმძღვანელობით.
2003 წლის მაისში საქართველოს ექიმთა კონგრესის ფარგლებში, ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში გაიარა უწყვეტი სამედიცინო განათლების კურსი - ფიტოადაპტოგენების გამოყენების პრინციპები, პრიორიტეტები და შესაძლებლობები.
2003 წლის ოქტომბერში მომზადდა პედიატრიისა და ნეონატალოგიის კათედრაზე პროგრამით ,,ანემიები ბავშვთა ასაკში“. 2006 წლის ნოემბერ-დეკემბერში მომზადდა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამით: ,,შემართებელი ქსოვილის სისტემური დაავადებების თანამედროვე ასპექტები“.
2002 წლიდან 2006წლის ივლისამდე შეისწავლა პროფესიის თანმხლებად სამკურნალო ევრითმია და შეიძინა დიაგნოზის შესაბამისად სამკურნალო ევრითმიის დანიშვნისა და თავად წარმართვის უნარი და უფლება.
1996 წელს მონაწილეობა მიიღო სამედიცინო კოლეჯის ა(ა)იპ ,,ადამიანი და ბუნებას“ დაარსებაში და ამჟამად, არის ამ კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ხარისხის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი, პედაგოგი.
2012 წლიდა 2014 წლამდე ტელევიაზიაში ,,ობიექტივი“ მიჰყავდა საავტორო გადაცემა ,,ბავშვთა განვითარება და უფროსების როლი ამ განვითარებაში“.
2013 წლიდან არის რუსთავი 2-ის გადაცემა ,,სხვა შუადღის“ სტუმარი-კონსულტანტი ბავშვთა საკითხების შესახებ. სისტემატურად იღებს მონაწილეობას სამედიცინო კონფერენციებში შვეიცარიასა და გერმანიაში. ატარებს ლექციებს ბავშვის განვითარებასა და თავისებურებების შესახებ თერაპიის სახლში, ვალდორფის სკოლა-ბაღში, სოციალ-თერაპიის სახლში, წმინდა მიქაელის სახელობის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლში. სისტემატურად აქვეყნებს სტატიებს კავშირის ,,ადამიანი და ბუნება“ სამედიცინო გამოცემაში.