Nuk
აბდი იბრაჰიმი

არსებობის ასი წელი და ერთი მისია - მედიცინისა და საზოგადოების სამსახური
ტრადიციული, მძლავრი და თანამედროვე...
სტამბოლში, 1912 წელს, ფარმაცევტმა აბდი იბრაჰიმმა გახსნა საკუთარი აფთიაქი, სადაც სხვადასხვა მედიკამენტის წარმოება დაიწყო, ხოლო სამი წლის შემდეგ უკვე ცალკე დააფუძნა ფარმაცევტული საწარმო, რომელიც ფარმაცევტული კომპანია აბდი იბრაჰიმის ცენტრი გახდა. ამჟამად, აბდი იბრაჰიმ ფარმაცეუტიკალს წარმოადგენს თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ინდუსტრიულ საწარმოს და შედის თურქეთის ყველაზე დიდი 80 ინდუსტრიული საწარმოს სიაში აბდი იბრაჰიმ ფარმაცეუტიკალს თავისი თანამიმდევრული მისიით, დინამიური სტრუქტურითა და თანამედროვე ხედვით თითქმის ერთი საუკუნეა, რაც თურქულ ფარმაცევტულ სექტორში არის ლიდერი კომპანია.

თურქული ფარმაცევტული ინდუსტრიის ყველაზე ცნობილი კომპანია
აბდი იბრაჰიმ ფარმაცეუტიკალს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფარმაცევტული კომპანიაა და ბოლო 6 წელია წარმოადგენს თურქეთის #1 კომპანიას გაყიდვების (რაოდენობრივი და თანხობრივი მაჩვენებლების) მიხედვით.

ხარისხი და მოწინავე ტექნოლოგიები
აბდი იბრაჰიმ ფარმაცეუტიკალს თავისი ტექნიკის უკანასკენელი მიღწევებით აღჭურვილ და ეკოლოგიურად სუფთა თანამედროვე ქარხნებში აწარმოებს მაღალი ხარისხის, როგორც ორიგინალურ, ისე ჯენერიკულ, მედიკამენტებს GMP და GLP სტანდარტების შესაბამისად აბდი იბრაჰიმი არის ხარისხის სიმბოლო თურქეთის ფარმაცევტული მრეწველობისათვის.

მედიკამენტების ფართო ჩამონათვალი
აბდი იბრაჰიმ ფარმაცეუტიკალს აწარმოებს თანამედროვე ჯანდაცვის აქტუალურ პრეპარატებს მედიცინის თითქმის ყველა სეგმენტში.

აბდი იბრაჰიმი, როგორც მულტინაციონალური კომპანია
აბდი იბრაჰიმ ფარმაცეუტიკალს აფართოვებს თავის ოპერირებას თურქეთის საზღვრებს გარეთ, ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში და ხდება მსოფლიო მასშტაბის, მძლავრი, მულტინაციონალური კომპანია.

გლობალური ბიზნეს - პარტნიორები
აბდი იბრაჰიმ ფარმაცეუტიკალს თანამშრომლობს 40-ზე მეტ ინტერნაციონალურ ფარმაცევტულ კომპანიასთან მსოფლიოს ყველა კონტინეტზე და თურქულ ფარმაცეტულ კომპანიათა შორის ჰყავს ყველაზე მეტი ლიცენზიარი კომპანია - მსოფლიოში ცნობილი ფარმაცევტული კომპანიები, რომლებიც თავისი მედიკამენტების წარმოებასა და მარკეტინგს ანდობენ აბდი იბრაჰიმს. კომპანია ხდება გლობალური ფარმაცევტული ინდუსტრიის შემადგენელი ნაწილი - აბდი იბრაჰიმი ახორციელებს ერთობლივ ინვესტიციებს და სალიცენზიო შეთანხმებებს მსოფლიოს მოწინავე ფარმაცევტულ კომპანიებთან.

ინვესტიცია ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარებაში
აბდი იბრაჰიმ ფარმაცეუტიკალს მიყვება რა ფარმაცევტული ინდუსტრიის გლობალურ მიმართულებებს, თავის უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით მიზნად ისახავს ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარებას ახლად აშენებულ კვლევით ცენტრში (ცენტრი მშენებლობა დასრულდა 2005 წელს).

აბდი იბრაჰიმის ფარმაცევტული საწარმო
თანამედროვე ქარხანა სტამბოლში (აშენებული 2000 წელს), რომელიც აღჭურვილია ტექნიკის უახლესი მიღწევებით
-წარმოების წლიური მოცულობა შეადგენს 210 მილიონ ერთეულს
-ევროკავშირის GMP სერტიფიკატი
-საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წარმოების ხარისხი
-მედიკამენტების წარმოება მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანიებისათვის 

აბდი იბრაჰიმი საქართველოში 
აბდი იბრაჰიმი საქართველოში საკუთარი წარმომადგენლობისა და მედიკამენტების სახით სახით 2007 წლის 16 ივლისიდან არის წარმოდგენილი. კომპანიის მიზანი არის ხარისხიანი, თანამედროვე მედიცინისათვის აქტუალური მედიკამენტების შემოტანა საქართველოში. განსაკუთრებით აქცენტი გაკეთდება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე, რომლებსაც ანალოგები პრაქტიკულად არ მოეძებნება ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე, რითაც ქართულ სამედიცინო საზოგადოებასა და პაციენტებს ბევრი მნიშვნელოვანი პრობელმის უკეთესად გადაჭრის საშუალება მიეცემათ.