Nuk
კომპანია

შპს 'ვიდალი' დაარსდა 2010 წლის 15 ივნისს. შპს 'ვიდალი'-ს მფლობელობაშია სავაჭრო ნიშანი 'VIDAL', 'ВИДАЛЬ', 'ვიდალი', აგრეთვე ინტერნეტ დომეინი http://www.vidal.ge
პროექტის შესახებ

პროექტი vidal.ge  წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებული სამკურნალო პრეპარატების ინტერნეტ საძიებო სისტემას.

პროექტის მიზანი

პროექტის მიზანს  წარმოადგენს on line რეჟიმში მომხმარებლებს მიაწოდოს:
• სრული ინფორმაცია საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი სამკურნალო საშუალებების შესახებ;
• მუმდივად განახლებადი ინფორმაცია საქართველოს ბაზარზე შემოსული ახალი მედიკამენტების შესახებ;
• მონაცემები ლიცენზირებული ექიმების შესახებ;
• ინფორმაცია სამედიცინო სფეროში მიმდინარე ღონისძიებებისა და პრეზენტაციების შესახებ.

პროექტის მიზანს  აგრეთვე წარმოადგენს ექიმის მიერ პაციენტისათვის სამკურნალო პრეპარატის შერჩევის პროცესში ინტერნეტ ტექნოლოგიების უპირატესობების გამოყენების უზრუნველყოფა, და აგრეთვე, საქართველოში ფარმაცევტული ბაზრის განვითარებისა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრების ხელშეწყობა..

მომხმარებლები

www.vidal.ge  - თავისი უნიკალური მონაცემთა ბაზით, მრავალი საძიებო ფუნქციითა და ყოველდღიური განახლებით - საშუალებას აძლევს ექიმებსა და ფარმაცევტული დარგის წარმომადგენლებს მიიღონ სწრაფი და ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში რეგისტრირებული სამკურნალო პრეპარატების და მათი გამოყენების შესახებ.

www.vidal.ge-ს მომხმარებლები არიან:
• საქართველოს ექიმები;
• საქართველოში მოღვაწე ფარმაცევტული კომპანიები;
• სადაზღვევო კომპანიები;
• რეზიდენტები და სამედიცინო პროფილის სტუდენტები;

შესაძლებლობები

www.vidal.ge  საშუალებას აძლევს მომხმარებელს მიიღოს:
• მოკლე ინფორმაცია მედიკამენტების შესახებ;
• მედიკამენტების სრული ინსტრუქციები;
• მედიკამენტების ფოტოსურათები;
• მონაცემები მწარმოებელი კომპანიის შესახებ;
• მონაცემები საქართველოს ბაზარზე ახლად შემოსული მედიკამენტების შესახებ.

ფუნქციები

www.vidal.ge-ს საძიებო სისტემა უზრუნველყოფს სამკურნალო პრეპარატის ძებნის შესაძლებლობას მრავალი ფილტრის მეშვეობით:
• მედიკამენტის ძებნა სავაჭრო სახელწოდების მიხედვით;
• მედიკამენტის ძებნა საერთაშორისო დასახელების (აქტიური ნივთიერების) მიხედვით;
• მედიკამენტების ძებნა მწარმოებელი კომპანიის მიხედვით;
• კლინიკო-ფარმაკოლოგიური საძიებელი;
• აქტიური ნივთიერების ანბანური საძიებელი;
• ანატომიურ-თერაპიულ-ქიმიური კლასიფიკატორი.

უპირატესობები

იგივე დასახელების წიგნთან შედარებით, რომელიც იბეჭდება წელიწადში ან ორ წელიწადში ერთხელ,  www.vidal.ge-ს უპირატესობას წარმოადგენს:
• მედიკამენტების ინსტრუქციების ძებნის სწრაფი და მარტივი შესაძლებლობა;
• ინსტრუქციასთან ერთად მედიკამენტების ფოტოსურათების დათვალიერების შესაძლებლობა;
• მედიკამენტების ძებნის სხვადასხვა ფილტრების არსებობა: დასახელების, აქტიური ნივთიერების, კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფის, მწარმოებელი კომპანიის და ა.შ. მიხედვით, რასაც ვერ უზრუნველყოფენ წიგნში წარმოდგენილი მონაცემები;
• საქართველოს ბაზარზე ახლად შემოსული მედიკამენტების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა.

მონაცემების განახლება

www.vidal.ge-ს მონაცემთა ბაზის განახლება ხორციელდება თითქმის ყოველდღიურად, რომელსაც ემატება საქართველოში მოღვაწე ფარმაცევტული კომპანიების მიერ საქართველოში ახლახან დარეგისტრირებული სამკურნალო პრეპარატები.

შენიშვნა

www.vidal.ge -ზე წარმოდგენილი ინფორმაცია არ ცვლის ექიმის კონსულტაციას და არ წარმოადგენს დადებითი ეფექტის გარანტიას სამკურნალო პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში.
www.vidal.ge -ს საძიებო სისტემაში განთავსებული მონაცემები მოწოდებულია და გადამოწმებულია ფარმაცევტული კომპანიების საქართველოს წარმომადგენლობების ან ოფიციალური დისტრიბუტორების მიერ, რომლებიც არიან პასუხისმგებელნი წარმოდგენილი მონაცემების სისწორეზე

მომსახურება

ფასიანი მომსახურება

ფასიან მომსახურებას წარმოადგენს ფარმაცევტული კომპანიების მიერ საქართველოში რეგისტრირებული სამკურნალო პრეპარატების შესახებ ინფორმაციის პაკეტის განთავსევბა  vidal.ge-ს საძიებო სისტემაში, რაც მოიცავს:


• სამკურნალო პრეპარატის შესახებ მოკლე ინფორმაციის განთავსებას საძიებო სისტემაში;
• ყოველი სამკურნალო პრეპარატის წინ კომპანიის ლოგოს განთავსებას საძიებო სისტემაში;
• სამკურნალო პრეპარატის სრული ინსტრუქციის განთავსებას საძიებო სისტემაში;
• სამკურნალო პრეპარატის ფოტოსურათების განთავსებას ინსტრუქციაში;
• კომპანიის პერსონალური საინფორმაციო გვერდისა და ლოგოს განთავსებას.

უფასო მომსახურება

უფასო მომსახურებას წარმოადგენს ლიცენზირებული ექიმების ფოტოსურათების და  CV-ს განთავსება  vidal.ge-ს 'საქართველოს ექიმების' საძიებო სისტემაში.

სარეკლამო პირობები

vidal.ge-ზე შესაძლებელია როგორც სტატიკური ბანერების, ასევე ვიდეორგოლების განთავსება. რეკლამის განთავსების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდით.
დაგვიკავშირდით

ნინო წერეთელი
მარკეტინგის და პროექტების ხელმძღვანელი
ტელ.: (+995) 593 92 22 47
[email protected]