Nuk
ქლინანსი მზისგან დამცავი საშუალება მდფ 50 - ავენი / Very high protection Cleanance SPF 50+ - Avene
  • აღწერა: მზისგან დამცავი საშუალებები ცხიმიანი, აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის
  • მოცულობა: 50 მლ
  • დანიშნულება: მზისგან დამცავი და გასარუჯი საშუალებები

აღწერა: ულტრა ფართო სპექტრის მზისგან დამცავი ფლუიდი ცხიმიანი, აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის.

 

დანიშნულება: მზისგან დამცავი საშუალებები ცხიმიანი, აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის.

 

ავენის ეს განახლებული პროდუქტი შეიცავს ულტრა ფართო სპექტრის მზისგან დამცავ ფილტრს - ტრიასორბს (TriAsorB ™), რომელიც იცავს კანს ულტრაიისფერი და დაბერების პროცესის გამომწვევი ლურჯი გამოსხივებისგან (მაღალი სიხშირის ხილული გამოსხივება)

ეს არის უაღრესად უსაფრთხო ფილტრაციის სისტემა, რომელიც ასევე იცავს საზღვაო ბიომრავალფეროვნებას. მრავალრიცხოვანმა ტესტებმა დაამტკიცა მისი არატოქსიკურობა საზღვაო ბიომრავალფეროვნების სამი ძირითადი სახეობისთვის: მარჯანი, ფიტოპლანქტონი და ზოოპლანქტონი.

მზისგან დამცავი ქლინანსი ყოველდღიური ბაზაა სახის ცხიმიანი და გამონაყარისკენ მიდრეკილი კანისთვის. ის შეიცავს ცხიმის მარეგულირბელ ინგრედიენტს მონოლაურინს. კრემი შესამჩნევად ამცირებს გამონაყარს და ხელს უშლის მზისგან გამოწვეული ლაქების გაჩენას. მისი მსუბუქი ტექსტურა შეიწოვება ძალიან სწრაფად,  არ ტოვებს ლაქებს.  არ პრიალებს კანზე წასმისას  და საუკეთესო  ბაზაა ყოველდღიური მაკიაჟისთვის. მისი ფორმულა არის ძლიერი წყალგამძლე.

 

გამოყენება: 

გამოუშვით ფლუიდი ტუბიდან 1 თითის სიგრძის ოდენობით და დაიტანეთ კანზე მზეზე გასვლის წინ რამდენიმე წუთით ადრე. პერიოდულად განაახლეთ მისი წასმა განსაკუთრებით ცურვის, ოფლიანობის და პირსახოცით კანის შემშრალების შემთხვევაში. არ გაჩერდეთ დიდხანს მზეზე მზისგან დამცავის გამოყენების შემთხვევაშიც კი.მოერიდეთ მზეს 11:00 დან 16:00 საათამდე.

შექმნილია ალერგიული რეაქციების რისკის შესამცირებლად - არაკომედოგენური.

დაწვრილებით: 
https://iciparis.ge/ge/products/search/2413-very-high-protection-cleanance