Nuk
ზღვის მარილის კბილის პასტა - ველედა / Sole-Zahncreme Tooth Gel - weleda
  • აღწერა: დაცვა კარიესისა და კბილის მაგარი და რბილი ნადებისგან
  • მოცულობა: 75 გრ
  • დანიშნულება: პირის ღრუს მოვლა

დაცვა კარიესისა და კბილის მაგარი და რბილი ნადებისგან

მარილის პასტა იცავს კბილს კარიესის, კბილის ქვის და ნადებისგან. ნატრიუმის ბიკარბონატის ხსნადი გამწმენდი აგენტები ხელს უწყობს პირის ღრუში საჭირო მჟავიანობის შენარჩუნებას, ზღვის მარილი არეგულირებს ნერწყვდენას და თვითწმენდის ფიზიოლოგიურ პროცესს უწყობს ხელს. მურის ექსტრაქტი პირის ღრუს ანთებითი პროცესების განვითარებისგან იცავს. რათანიას ფესვის ექსტრაქტი ქსოვილებს ამჭიდროებს, რაც ღრძილებიდან სისხლდენის თავიდან აცილებას უწყობს ხელს. მშუშხავი, ოდნავ მარილიანი გემო  და ბაღის პიტნის გამაცოცხლებელი არომატი სისუფთავისა და სიგრილის შეგრძნებას ტოვებს.

შემადგენლობა: წყალი, ნატრიუმის ბიკარბონატი, გლიცერინი, სილიციუმმჟავა, კვრინჩხის წვენი, ბაღის პიტნის ზეთი, მურის, რათანჰიას ფესვის და ცხენისწაბლის ქერქის ექსტაქტები; ნიუკას ფესვის პრეპარატი, ზღვის მარილი, გუარის ფისი, ჟოჟობას ზეთი, სპირტი, ესკულინი, ნატრიუმის სულფატი, ნატრიუმის სილიკატი, ბუნებრივი ეთერზეთების ნარევი.

 

სად შევიძინოთ?