Nuk
ენოთერას აღმდგენი ღამის კრემი 55+ ველედა / Enothera
  • აღწერა: მოწიფული კანის აღდგენა, გამკვრივება, ასაკობრივი სიმშრალე და ღრმა ნაოჭების შერბილება
  • მოცულობა: 30 მლ
  • დანიშნულება: ნაოჭსაწინააღმდეგო და აღმდგენი საშუალებები; დამატენიანებელი საშუალებები

მოწიფული კანის აღდგენა,  გამკვრივება,  ასაკობრივი სიმშრალე და ღრმა ნაოჭების შერბილება  

 

ენოთერას კრემი ღამით კანში მიმდინარე ბუნებრივ  პროცესებს ეხმარება. უჯრედების განახლებას უწყობს ხელს, ტენითა და საკვები ნივთიერებებით ამარაგებს, დამცავი გარსს აძლიერებს და დღის განმავლობაში დაღლილ კანს ამშვიდებს. ომეგა-ლინოლენმჟავას მაღალი შემცველობის ენოთერას ზეთი და აზიური ცენტელას ექსტრაქტი კოლაგენის წარმოქმნის ბუნებრივ პროცესს ააქტიურებს, აცილებს გაუხეშებულ ლაქებს, ავსებს კანს, ამკვრივებს და სახის კონტურებს გამოკვეთს. ხორბლის ღივის ანტიოქსიდატური, ვიტამინებით მდიდარი ზეთი და მაკადამიის ზეთი უჯრედების აღდგენას უწყობს ხელს კანის ბუნებრივ ბარიერს აძლიერებს,   დამცავ თხელ აპკს ტოვებს და კანი უფრო გლუვი, თანაბარი ხდება. ენოთერას კრემი კანს ასაკობრივი სიმშრალის დაძლევაში ეხმარება, ავსებს და ამკვრივებს კანს, სახის კონტურებს აძლიერებს და ღრმა ნაოჭებს არბილებს. კანის ინტენსიური დატენიანება ასაკობრივად გათხელებულ კანს ასქელებს და უფრო სავსე ჩანს. ინტენსიური მოვლისთვის სუფთა კანზე ენოთერას კონცენტრატი წაისვით, დააყოვნეთ რომ შეშრეს და შემდეგ ღამის კრემი გადაისვით.

 

შემადგენლობა:  წყალი,  მაკადამიის თესლის ზეთი,  სეზამის თესლის ზეთი,  სპირტი,  კაკაოს (თესლის) ცხიმი,  გლიცერილ სტეარატ ციტრატი,  ჟოჟობას (უნაბის) თესლის ზეთი,  ხორბლის ღივის ზეთი,  გლიცერინი,  ცეტეარილის სპირტი,  ზეითუნის ზეთის არაასაპვნადი ნაწილი,  შის (კარიტეს) ცხიმი,  ინკების თხილის თესლის ზეთი,  ენოთერას ზეთი,  აზიური ცენტელას ექსტრაქტი, თეთრი სანთელი,  კარაგინანის ექტრაქტი,  ქსანთანი,  არგინინი,  გლიცერილ კაპრილატი , სურნელი ,  ლიმონენი,  ლინალოოლი,   ბენზილ ბენზოატი,   ბენზილ სალიცილატი,   გერანიოლი,   ციტრალი,  ფარნეზოლი

სად შევიძინოთ?