Nuk
ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვის მკურნალობა სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსდება
ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვის მკურნალობა სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსდება


თარიღი: 24/04/2023

ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვის მკურნალობა სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსდება 

 

300 ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვის მკურნალობა სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსდება. საუბარია თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილ დაწესებულებებზე,სადაც ერთ სივრცეში იქნება სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი, როგორც დიაგნოსტიკური, ისე - სამკურნალო მიმართულებით.

 

აღსანიშნავია, რომ ონკოლოგიურ პაციენტებს, შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ისეთი მნიშვნელოვანი, ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისიც, როგორიც პროტონოთერაპიაა.

 

აღნიშნულ საკითხზე, ჯანდაცვის სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს საერთაშორისო ბაზრის კვლევა, იმისთვის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმა, ამ მიმართულებით, გამოხატონ ინტერესი.

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მოდელი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც გამოსავლებს , ასევე მიმდინარე პერიოდში სამედიცინო მომსახურეების ხარისხსაც. 

 

 

„ბავშვთა ონკოლოგია დიდი ხანია სამინისტროს პრიორიტეტია. გასულ წელს, დაიწყო აქტიური თანამშრომლობა ისრაელის იხილოვის კლინიკასთან და თურქეთის სამედიცინო კლინიკასთან, ასევე ესპანეთთან.

ამ ეტაპზე , პროექტის შემუშავება პრაქტიკულად  დასრულებულია.

ყოველწლიურად, სამწუხაროდ ჯერ კიდე 150-მდე ბავშვს უდგინდება ავთვისებიანი სიმსივნე.

ბავშვებისთვის მაღალი ხარისხის თანამედროვე სერვისების შეთავაზება მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია. ამდენად ეს პროექტი , რომელიც სამინისტრომ მოამზადა, გახლავთ უცხოეთის კლინიკებთან თანამშრომლობით ყველა ბავშვისთვის, იმის შესაძლებლობის შექმნას,რომ მათ სრულად მიიღონ სამედიცინო სერვისები, უახლესი თანამედროვე მაღალტექნოლოგიური საშუალებებით. მათ შორისაა პროტონოთერაპიაა.  

 

ასევე , რობოტული ტექნიკის გამოყენებით ქირურგიული ჩარევების წარმოება და სხვა ინტერვენციები, რაც მათი სიცოცხლის გადარჩენის საშუალებას მოგვცემს. ამას დასჭირდება დამატებითი სერვისი, თუმცა ეს სერვისი იქნება ხსნა იმ ბავშვებისთვის, ვისაც დღეს ეს ძალიან სჭირდება.

 

საუბარია წელიწადში დაახლოებით 300 ბავშვზე. ეს არის 150 ახალი შემთხვევა და ის ბავშვები, ვისაც უკვე დიაგნოსტირებული აქვთ ონკოლოგიური დაავადებები. 

 

ვფიქრობთ, ეს მოდელი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც გამოსავლებს , ასევე მიმდინარე პერიოდში სამედიცინო მომსახურეების ხარისხს. 

 

აქვე იქნება მუშაობა საქართველოში ონკოლოგიური სერვისების განვითარებაზე და ის პარტნიორი კლინიკები, რომლებიც შეირჩნენ პროგრამაში მონაწილეობისთვის გარკვეული კრიტერიუმების საფუძველზე, დაგვეხმარებიან ადგილზე, ქართველი ექიმების მომზადებაში და სამომავლოდ სერვისის გაძლიერებაში",-აღნიშნულის შესახებ თამარ გაბუნიამ განაცხადა. 

 

საზღვარგარეთ ბავშვების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია. 

შედეგად, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ მაღალი ხარისხისა და სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.